fbpx

„შეიძლება ისე მეცხოვრა ასე ახლოს არასდროს მივახლოვებოდი ღმერთს“- ნიკოლოზ რაჭველი

ავტორი ჟოლო
225 ნახვა

თუშეთით აღფრთოვანებული ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს

ნიკოლოზ რაჭველი: „პირველად ვარ თუშეთში… დავმუნჯდი… ასე არასდროს, არსად…

არც სიტყვა მყოფნის და არც ნიჭი შთაბეჭდილების გამოსახატავად…

თუშეთი… ვერაფერს რომ ვერ ვწერ ისეთია… არაჩვეულებრივ და უძვირფასეს ადამიანებთან ერთად…
სამოთხე ასეთი წარმომიდგენია…

P.S. მადლობა კახი სოლომნიშვილო სიკვდილის წუთებამდე დაუვიწყარი საჩუქარი რომ გამიკეთე, შეიძლება ისე მეცხოვრა ასე ახლოს არასდროს მივახლოვებოდი ღმერთს“…

კახი სოლომნიშვილი ახალგაზრდა და უკვე ძალზედ წარმატებული დირიჟორია, მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში, გასულ სეზონზე კი შედგა მისი დებიუტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს და მან ბრამსის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის და ყანჩელის ნაწარმოებებს უდირიჟორა.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment