«შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან»_ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები | Jolo.ge


«შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან»_ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები

«შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან»_ ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები

1)დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.

2)გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.

3)რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.

4)მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.

5)მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.

6)სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.

7)ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.

8)ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.

9)ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.

10)სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.

11)მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.

12)მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.

13)ოჰ ქალები… ისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.

14)ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.

15)პოეტები უსირცხვილონი არიან. მათ თავიანთი შემოქმედება საგმირო საქმეებად მიაჩნიათ.

16)მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ ათი წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.

17)განათლებულ კაცს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მტრების სიყვარული, არამედ მეგობრების ზიზღიც.

18)ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.

19)სურვილი არდახმარების იქნებ უფრო კეთილშობილურია, ვიდრე არამკითხე სათნოება.

20)ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის მერე იბადება.

21)შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან.

22)ქალებს მეგობრობა არ შეუძლიათ, მათ მხოლოდ სიყვარული ძალუძთ.

23)მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.

24)სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.

25)სჯობს რეგვენი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი სხვისი აზრებით.

26)კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.

27)მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა.

28)ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.

29)ძალიან კარგი მეხსიერება უნდა გქონდეს, რომ დაიმახსოვრო ყველა ის დაპირება, რომელსაც გპირდებიან.

30)არა მხოლოდ მრისხანებით შეიძლება მოკვლა, არამედ დაცინვითაც.

31)ვინ უფრო სძულს ქალს? ის ვინც მეტად იზიდავს, მაგრამ არ არის საკმარისად ძლიერი რომ მიიტაცოს.

32)ყოველი საქმე, რომელიც უსიყვარულოდ კეთდება, ადგილს იკავებს ცუდისა და კარგის მიღმა.

33)მხოლოდ გულისამრევი მუსიკით კეთდება დღეს ფული.

34)სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა.

35)სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.

36)თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.

37)საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.

38)როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.

39)მუდამ მეტად გიყვარდეთ,ვიდრე უყვარხართ. ნურასოდეს იქნებით მეორე სიყვარულში.

40)ასე მგონია, რომ თუ ვინმე ჩემს წიგნს ხელში აიღებს, ის ამით საკუთარ თავს განსაკუთრებული პატივის ღირსად გახდის.

 

 

 

 

ნანახია:(4374)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ფრიდრიხ ნიცშე

Related Articles

4 გზა შიშის დასაძლევად

გინდათ გააკეთოთ რაღაც და ხვდებით, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გაშინებთ. რისკი ყოველთვის არის დაკავშირებული შიშთან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც


სიყვარულის სანაპირო მექსიკაში

სიყვარულის სანაპირო მექსიკაში არსებულ მიწისქვეშა სანაპიროს ეწოდება, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს.  სიყვარულის სანაპირო მექსიკაში არსებულ მიწისქვეშა სანაპიროს ეწოდება, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს.


გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მაგრდებიან

ქალს ქმარი 5 წლის განმავლობაში ღალატობდა. ის სრულს სასოწარკვეთილებაში იყო და, რაღა თქმა უნდა, თავს საშინლად გრძნობდა. მისი ცხოვრება განადგურების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<