შეიძლება თუ არა გავნოთ ოთახში გასაშრობად ჩამოკიდებულმა სარეცხმა?! | Jolo.ge


შეიძლება თუ არა გავნოთ ოთახში გასაშრობად ჩამოკიდებულმა სარეცხმა?!

შეიძლება თუ არა გავნოთ ოთახში გასაშრობად ჩამოკიდებულმა სარეცხმა?!

ცივ ამინდში სარეცხს ხშირად ოთახში, გამათბობელ ბატარეაზე ან სპეციალურ საკიდებზე ვაშრობთ. თუმცა არ გვიფიქრია იმაზე, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაბალი იმუნიტეტი აქვს.

 

 როგორც პროფესორი დევიდ დენინგი ამბობს, ოთახში სარეცხის გაშრობის დროს ტენიანობა 30%-ით იზრდება. ეს არის იდეალური გარემო ობის სოკოს განვითარებისთვის.

 

განსაკუთრენით საშიშია Aspergillus fumigates-ის სპორები, რომლებიც ფილტვების დაინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. იგი ხშირად ხვდებოდა პაციენტებს, რომელთა დაავადება გამოწვეული იყო ასპერგილის სპორებით. პროფესორი განმარტავს: „თეთრეული, რომელიც ერთ ციკლში ირეცხება, შეიცავს 2 ლიტრ წყალს, რომელიც ორთქლდება ოთახში. ადამიანთა უმეტესობას, რომელთაც იმუნური სისტემა ძლიერი აქვთ, შეუძლიათ გაუმკლავდნენ „სოკოს“, რომელიც ამ ტენიანობის პირობებში იზრდება.

 

მაგრამ ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან ბრონქიალური ასთმით, აქვთ სუსტი იმუნიტეტი, აქვთ სიმსივნური დაავადებები, გადიან ქიმიოთერაპიის კურსს — ასეთ ავადმყოფებს შეიძლება განუვითარდეთ შეტევითი ხველა და შეექმნათ პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით.

 

ზემოხსენებულმა სოკომ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ასპერგილიოზი, რომელიც აზიანებს ფილტვებს და სინუსებს». ამასთან დაკავშირებით ექიმი გვირჩევს: შეძლებისდაგვარად სარეცხი გააშრეთ აივანზე ან ეზოში. თუ ამის პირობები არ გაქვთ, ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც შრება სარეცხი. 

 
ექიმი კომაროვსკის რჩევით კი ოთახში იდეალური გარემოს შესაქმნელად ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსამდე უნდა იყოს, ხოლო ჰაერის ტენიანობა — 50-70%. ოთახში ჰაერის ტენიანობის გასაზომად გამოიყენება ჰიგრომეტრი. ექიმი ჰაერის დამატენიანებლის ჩართვას გვირჩევს მაშინ, როდესაც ნიშნული 50%-ზე ქვემოთ ჩამოვა, რადგან ჰაერის სიმშრალე არანაკლებ სახიფათოა ორგანიზმისთვის. 

 

ნანახია:(99)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები

იყო პერიოდი როცა კითხვა საერთოდ არ მიყვარდა. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა წამეკითხა ვიღაცის თავგადასავალი, როცა შემეძლო მთელი დღე უდარდელად მეთამაშა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

სიმარტოვე მამაკაცებს ვნებთ

უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ სიმარტოვე მამაკაცების გულს ვნებს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებში, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობა აკლიათ, მატულობს ქიმიური


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

«მოდა_ ეს მე ვარ» — კოკო შანელი

გაბრიელ ბონჰერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სამიურეში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კოკო


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*