შეიცვალეთ შიგნით, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო გარეთ | Jolo.ge


შეიცვალეთ შიგნით, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო გარეთ

შეიცვალეთ შიგნით, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო გარეთ

ადამიანი საკუთარი ფიქრებით ქმნის თავის ცხოვრებას. ქმნის თითოეულ დღეს. არა მარტო ფიქრებით. ასევე წარმოდგენებით, აღქმით, გარემოს მიმართ დამოკიდებულებით. გადაავლეთ თვალი თქვენს ცხოვრებას და დაფიქრდით რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს თავში, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო.

გარემოს აღქმა – ერთი ადამიანი დილით დგება. ირგვლივ ამჩნევს რა სილამაზეა. როგორი მდიდარია სამყარო. რამდენი შესაძლებლობებია ირგვლივ.

მეორე ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია. მუდმივად ერთი და იგივე ხდება. ირგვლივ არაფერია საინტერესო. მიაჩნია, რომ სამყარო ირგვლივ არაფერს სთავაზობს.

მესამე ადგება დილით. იცის, რომ უამრავი შესაძლებლობებია ირგვლივ, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოიყენოს.

ფიქრები – გარდა გარემოს მრავალფეროვნების თუ ერთფეროვნების, ფართო თუ მწირი შესაძლებლობების შეგრძნებისა, ადამიანები განსხვავდებიან იმითაც თუ რას ფიქრობენ. ერთი ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს მისი რუტინული დღე და გააკეთოს რაიმე ახალი, საინტერესო. ფიქრობს, რომ ყველაფერი მის ხელშია.

მეორე ფიქრობს, რომ მორიგი მოსაწყენი დღე გათენდა. რომ არაფრის შეცვლაა შესაძლებელი. ფიქრობს, რომ არ აქვს უნარი ბედნიერი გახადოს თავისი დღე.

მესამე კი ფიქრობს, რომ შეუძლია შეცვალოს, მაგრამ რა აზრი აქვს. ასე უბრალოდ მოინდომო და შეცვალო შენი „მშვიდი“ რუტინა რა საჭიროა, რისთვის, რატომ? დაიმახსოვრეთ, პოზიტიური აზროვნება და ნეგატივის გაუქმება წინსვლის და ცხოველქმედების კიდევ ერთი საშუალებაა.

ღირებულებები – გარდა აღქმისა და ფიქრებისა არსებობს ღირებულებები, რომელიც ზოგჯერ გვაფერხებს. შეიძლება რომელიმე ღირებულება გვიშლიდეს ხელს მოვახდინოთ სასურველი ცვლილება. მაგალითად თუ თქვენს პრიორიტეტად დააყენეთ საკითხი “სიყვარული“ და მიგაჩნიათ თქვენი ცხოვრების მთავარ ღირებულებად, შესაძლოა გამოგრჩეთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც თქვენი წინსვლისთვის აუცილებელია. მაგალითად კარიერა. ამის შეთავსება კი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გიჭირდეთ, რომ გჯერათ ერთის გამოჩენით დაკარგავთ მეორეს.

ასეთ დროს სასურველია შეძლოთ ღირებულებების გადაფასება, დალაგება და ცხოვრების ახალი წყობით გაგრძელება.

გააცნობიერეთ თქვენი ღირებულებები.

რწმენა – ყველაზე მთავარი კი რაც ამ ყველაფერს შეგაძლებინებთ რწმენაა, რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი. რწმენა იმისა, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. და ეს მოახდინოთ თქვენი აღქმების, ფიქრების, დამოკიდებულებების, ღირებულებების და ფასეულებების ცვლილებებით.

დაიწყეთ შიგნიდან რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება გარეთ.

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

ნანახია:(3854)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენიმე გზა გახდეთ საუკეთესო ლიდერი

ლიდერობა ყველა ადამიანისთვის არ არის, ასეთებად იბადებიან, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ერთია იყო ლიდერი და მეორე, იყო კარგი ლიდერი.


დაოსური ფილოსოფიის ძალა — სტრესებისა და მავნე ემოციების გარდაქმნა დადებით ენერგიად…

მამუკა მანგოშვილი და დაოსური გამაჯანსაღებელი ცენტრი თბილისში ხუთი ძირითადი სტიქიის მიხედვით სხეულის გაჯანსაღება უჯრედის დონეზე, ქრონიკული დაავადებებისგან განთავისუფლება, ენერგეტიკული წმენდა,


„თუ გინდა მიხვდე სწორად ცხოვრობ თუ არა“…

ბრძოლა ბედნიერებისთვის.  ბრძოლა სიყვარულისთვის. ბრძოლა სიმშვიდისთვის. ბრძოლა სახელისთვის. ბრძოლა სიმართლისთვის. ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა პირველობისთვის.  ბრძოლა კარიერისთვის. ბრძოლა ფულისთვის. ბრძოლა სილამაზისთვის.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*