„შედით წარმატების სახელოსნოში“ … | Jolo.ge


„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

..და თქვენ გგონიათ, რომ ხასიათის თვისებებს კორექციას თუ გაუკეთებთ, «ხუშტურებს» დაქლიბავთ და განსხვავებულ უნარებს განავითარებთ, თქვენ- თქვენ აღარ იქნებით????

საბედნიეროდ ცდებით 🙂

თუ სპორტ დარბაზში მიხვალთ და განუვითარებელი კუნთების განვითარების ხარჯზე სხეულის ფორმას დახვეწავთ, ეს სხეული თქვენი აღარ იქნება???
სწორედაც რომ თქვენი იქნება, მაგრამ უკვე დახვეწილი 🙂

ან განათლებას თუ მიიღებთ და რიგ საკითხებზე აზრს შეიცვლით ( მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთ გაერკვევით) ეს განა თქვენი აზროვნება არ იქნება ????

ხასიათის თვისებები ეს ინსტრუმენტების მთელი არზაა, რომელიც თქვენი წარმატების სახელოსნოშია განთავსებული.
ამ სახელოსნოში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდეთ და მთელი წლის შესატყვისი ინსტრუმენტებით აღიჭურვოთ:)

ყოველწლიურად თქვენი მიზნების ცვალებალობასთან დაკავშირებით, შეიცვლება ინსტრუმენტებიც…

ანუ….
ვთქვათ თქვენ წელს ბავშვის გაჩენას გეგმავთ….
თქვენი გამტანობა,
სხვისი საქმეების საკუთარ მხრებზე წამოკიდება,
ფეთქებადობა,
სულსწრაფობა,
ემოციურობა,
იმპულსურობა — უნდა დატოვოთ და მათ ნაცვლად

სიმშვიდე,
სირბილე,
მოქნილობა,
საკუთარ თავზე ზრუნვა,
ჯანმრთელი ცხოვრების წესი უნდა განავითაროთ….

მაგრამ თუ პრეზიდენტობას გადაწყვეტთ, მაშინ სულ სხვა თვისებების განვითარებაში მოგიწევთ ვარჯიში:)

ასე რომ….
ხასიათი არ იცვლება კი არა………
ყველაფერი თქვენს ხელშია და არა მარტო ხასიათი 🙂

გაარკვიეთ რა გინდათ,
მიიღეთ გადაწყვეტილება და შეჰფიცეთ საკუთარ უდიდებულესობას რომ ბოლომდე მისი ( ანუ საკუთარი თავის და მიზნის) ერთგული იქნებით,
შედით წარმატების სახელოსნოში,
დატოვეთ ხელის შემშლელი და წამოიღეთ დამხმარე ხასიათის თვისებები….

მერე მოირგეთ და თუ უცებ სადმე მოგიჭერთ ნუ ჩავარდებით პანიკაში — ახალი ფეხსაცმლის არ იყოს, ყველაფერს ჭირდება შეგუება — მორგება:)

დილა მშვიდობისა თქვენ😉😊😋😘

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 Francis Prymersk

ნანახია:(176)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გავწვრთნათ საკუთარი ტვინი ისე, რომ მიეჩვიოს პოზიტიურ აზროვნებას ავტოპილოტზე

როდესმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ამბობდა: „მე ახლა მოვკვდები შიმშილისგან. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? შეგიძლიათ მომაწოდით


დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩვენ ვისწავლით — ოცნებას!

შინაგანი მენტალურ-ემოციონალური არხების გასუფთავებამდე, ოცნებას არ აქვს ძალა… სწორედ მაგიტომ არის ეს ნაბიჯი მესამე და არა პირველი [ბევრი ტრენერის მიერ


გონების ვარჯიში

ალექსის კასტორი, ფლორიდელი ფსიქოლოგი-კლინიცისტი, რომელსაც „ტვინის მწვრთნელი” შეარქვეს, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას მარტივი სავარჯიშოებით გთავაზობთ.  ეს ქალბატონი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*