„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

by admin | Сентябрь 27, 2018 10:50

..და თქვენ გგონიათ, რომ ხასიათის თვისებებს კორექციას თუ გაუკეთებთ, «ხუშტურებს» დაქლიბავთ და განსხვავებულ უნარებს განავითარებთ, თქვენ- თქვენ აღარ იქნებით????

საბედნიეროდ ცდებით 🙂

თუ სპორტ დარბაზში მიხვალთ და განუვითარებელი კუნთების განვითარების ხარჯზე სხეულის ფორმას დახვეწავთ, ეს სხეული თქვენი აღარ იქნება???
სწორედაც რომ თქვენი იქნება, მაგრამ უკვე დახვეწილი 🙂

ან განათლებას თუ მიიღებთ და რიგ საკითხებზე აზრს შეიცვლით ( მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთ გაერკვევით) ეს განა თქვენი აზროვნება არ იქნება ????

ხასიათის თვისებები ეს ინსტრუმენტების მთელი არზაა, რომელიც თქვენი წარმატების სახელოსნოშია განთავსებული.
ამ სახელოსნოში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდეთ და მთელი წლის შესატყვისი ინსტრუმენტებით აღიჭურვოთ:)

ყოველწლიურად თქვენი მიზნების ცვალებადობასთან დაკავშირებით, შეიცვლება ინსტრუმენტებიც…

ანუ….
ვთქვათ თქვენ წელს ბავშვის გაჩენას გეგმავთ….
თქვენი გამტანობა,
სხვისი საქმეების საკუთარ მხრებზე წამოკიდება,
ფეთქებადობა,
სულსწრაფობა,
ემოციურობა,
იმპულსურობა — უნდა დატოვოთ და მათ ნაცვლად

სიმშვიდე,
სირბილე,
მოქნილობა,
საკუთარ თავზე ზრუნვა,
ჯანმრთელი ცხოვრების წესი უნდა განავითაროთ….

მაგრამ თუ პრეზიდენტობას გადაწყვეტთ, მაშინ სულ სხვა თვისებების განვითარებაში მოგიწევთ ვარჯიში:)

ასე რომ….
ხასიათი არ იცვლება კი არა………
ყველაფერი თქვენს ხელშია და არა მარტო ხასიათი 🙂

გაარკვიეთ რა გინდათ,
მიიღეთ გადაწყვეტილება და შეჰფიცეთ საკუთარ უდიდებულესობას რომ ბოლომდე მისი ( ანუ საკუთარი თავის და მიზნის) ერთგული იქნებით,
შედით წარმატების სახელოსნოში,
დატოვეთ ხელის შემშლელი და წამოიღეთ დამხმარე ხასიათის თვისებები….

მერე მოირგეთ და თუ უცებ სადმე მოგიჭერთ ნუ ჩავარდებით პანიკაში — ახალი ფეხსაცმლის არ იყოს, ყველაფერს ჭირდება შეგუება — მორგება:)

დილა მშვიდობისა თქვენ😉😊😋😘

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

ნანახია:(390)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/shedit-warmatebis-saxelosnoshi/