„შედით წარმატების სახელოსნოში“ … | Jolo.ge


„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

„შედით წარმატების სახელოსნოში“ …

..და თქვენ გგონიათ, რომ ხასიათის თვისებებს კორექციას თუ გაუკეთებთ, «ხუშტურებს» დაქლიბავთ და განსხვავებულ უნარებს განავითარებთ, თქვენ- თქვენ აღარ იქნებით????

საბედნიეროდ ცდებით 🙂

თუ სპორტ დარბაზში მიხვალთ და განუვითარებელი კუნთების განვითარების ხარჯზე სხეულის ფორმას დახვეწავთ, ეს სხეული თქვენი აღარ იქნება???
სწორედაც რომ თქვენი იქნება, მაგრამ უკვე დახვეწილი 🙂

ან განათლებას თუ მიიღებთ და რიგ საკითხებზე აზრს შეიცვლით ( მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთ გაერკვევით) ეს განა თქვენი აზროვნება არ იქნება ????

ხასიათის თვისებები ეს ინსტრუმენტების მთელი არზაა, რომელიც თქვენი წარმატების სახელოსნოშია განთავსებული.
ამ სახელოსნოში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდეთ და მთელი წლის შესატყვისი ინსტრუმენტებით აღიჭურვოთ:)

ყოველწლიურად თქვენი მიზნების ცვალებადობასთან დაკავშირებით, შეიცვლება ინსტრუმენტებიც…

ანუ….
ვთქვათ თქვენ წელს ბავშვის გაჩენას გეგმავთ….
თქვენი გამტანობა,
სხვისი საქმეების საკუთარ მხრებზე წამოკიდება,
ფეთქებადობა,
სულსწრაფობა,
ემოციურობა,
იმპულსურობა — უნდა დატოვოთ და მათ ნაცვლად

სიმშვიდე,
სირბილე,
მოქნილობა,
საკუთარ თავზე ზრუნვა,
ჯანმრთელი ცხოვრების წესი უნდა განავითაროთ….

მაგრამ თუ პრეზიდენტობას გადაწყვეტთ, მაშინ სულ სხვა თვისებების განვითარებაში მოგიწევთ ვარჯიში:)

ასე რომ….
ხასიათი არ იცვლება კი არა………
ყველაფერი თქვენს ხელშია და არა მარტო ხასიათი 🙂

გაარკვიეთ რა გინდათ,
მიიღეთ გადაწყვეტილება და შეჰფიცეთ საკუთარ უდიდებულესობას რომ ბოლომდე მისი ( ანუ საკუთარი თავის და მიზნის) ერთგული იქნებით,
შედით წარმატების სახელოსნოში,
დატოვეთ ხელის შემშლელი და წამოიღეთ დამხმარე ხასიათის თვისებები….

მერე მოირგეთ და თუ უცებ სადმე მოგიჭერთ ნუ ჩავარდებით პანიკაში — ახალი ფეხსაცმლის არ იყოს, ყველაფერს ჭირდება შეგუება — მორგება:)

დილა მშვიდობისა თქვენ😉😊😋😘

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

ნანახია:(301)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია? — ტანტრა ქალებისთვის

აღმოაჩინეთ თქვენი ქალური სიძლიერე და გაიუმჯობესეთ მამაკაცებთან ურთიერთობა — ამაში ლატვიიდან მოწვეული ტრენერი პრემ სარანი დაგეხმარებათ. ის ჩაატარებს ტრენინგს, რომელზეც ენერგეტიკული


როგორ ავაწყოთ ცხოვრება სარკის პრინციპით

დღეს შემოგთავაზებთ – როგორ დაიცვათ თავი, ინფორმაციული სიბინძურისგან. ყველაზე ეფექტური მეთოდია – ცხოვრება ავაწყოთ სარკის პრინციპით. გონებაში, ინფორმაციული შხამების შეღწევისგან თავდასაცავად საჭიროა დავაყენოთ ორმაგი


ამ წუთას თქვენ ცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც  გინდათ…

სცენა იყო ცარიელი. იდგა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეკეთა მიკროფონი და ისმოდა ის აზრები რასაც გადმოსცემდა. ასობით ადამიანი სულგანაბული იჯდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*