შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ჯადოსნური სიტყვებით | Jolo.ge


შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ჯადოსნური სიტყვებით

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება ჯადოსნური სიტყვებით

წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია იმ ჯადოსნურ სიტყვებს გთავაზობთ, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენ ცხოვრებას.

თამარ კვარაცხელია: ადრე თემებში შემოგთავაზეთ  „სიტყვები ბორკილები“,  დამანგრეველი სიტყვები

და სიტყვები ფრთები. ამჯერად კი შემოგთავაზებთ სიტყვებს — „საკმარისი და  ღირსი“.

დავიწყოთ „საკმარისი“-დან.

რატომ ვნერვიულობთ, ვშფოთავთ და ვწუხვართ?

რაღაც არ გვაკმაყოფილებს და არ გვყოფნის.

ასე არ არის?

არ გვყოფნის ფული, სიყვარული, ყურადღება, თავდაჯერებულობა, გვაკლია სითბო და ა.შ.

მოდი, ჩავატაროთ დაკვირვება და იმის მაგივრად, რომ ჩავიციკლოთ იმაზე –  რა არ გვაქვს. დავიწყოთ ფიქრი იმაზე – თუ რამდენი რამე გავქვს.

sityღმერთი, სამყარო ყოველთვის  გვაძლევს იმას, რაზეც ძალიან ხშირად ვფიქრობთ და რასაც, ყველაზე მეტად განვიცდით.

მაგრამ ამ დროს, აზრების სწორად ფორმულირება და შეგრძნება უნდა შეგვეძლოს.

უთხარით თავს:

ჩემს ცხოვერბაში საკმარისი ადამიანია, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს!“

რას გრძნობთ, როცა ამას ამბობთ? დარწმუნებული ვარ – სიხარულის გრძნობა მატულობს თქვენში. თქვით:

მე მაქვს საკმარისი ფული!

მე ვარ საკმაოდ ბედნიერი!

მე ვარ საკმაოდ მხიარული!“…..

შეგიძლიათ ამ სიტყვებს თამაშის ფორმა მისცეთ: მე ვარ საკმაოდ ლამაზი, რაც მმატებს თავდაჯერებულობას!

მე ვარ საკმაოდ შემოქმედებითი!

მე მაქვს საკმარისი ენერგია!

მე ვარ საკმაოდ კრეატიული! მე მაქვს საკმაოდ კარგი სამსახური!“….

იგრძენით ამ სიტყვების ძალა. ფეხზე დადექით, ხმამაღლა წარმოსთქვით…

ეთამაშეთ ამ სიტყვებს როგორც გინდათ! გაიხსენეთ ბავშვობა. თამაში. როგორ ამბობდით?.. სიტყვებში ეჭვიც კი არ შეგქონდათ, ისე ასრულებდით ჩამორიგებულ როლებს: ვითომ ეს ჩემი მანქანაა, ვითომ შენ დედა ხარ, ვითომ ეს შენი შვილია, ვითომ ეს შენი სახლია, ეს კი ჩემი… გაიხსენეთ როგორ იყო ეს ყველაფერი, როცა გეგონათ, რომ ყველაფერი გქონდათ (წარმოსახვით) რასაც მოისურვებდით…

როგორც კი დარდი შემოგეპარებათ გაიხსენეთ, ეგრევე, ზემოთ მოყვანილი სიტყვები და ჩამოაყალიბეთ წინადადება, სიტუაციის მიხედვით. წარმოსთქვით ხმამაღლა და დამაჯერებლად. მოიგონეთ სიტყვებით თქვენთვის საკურნებელი აფირმაცია და იმეორეთ ან დაკიდეთ თვალსაჩინო ადგილას.

უკმარისობა და დაუკმაყოფილებლობა, ეს თქვენი შემთხვევა არ არის — თქვენ ყველაფერი გაქვთ უხვად და ბარაქიანად!

ავიღოთ მეორე სიტყვა „ღირსი“

თუ  დღეს რამე არ გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენ არ გჭირდებათ ან არის მეორე მხარე – თქვენ თავს თვლით უღირსად… ანუ ფიქრობთ – „არ ვართ ამის თუ იმის ღირსი ან „ვისჯებით და იმიტომ... ძალიან ხშირ შემთხვევაში ჭარბობს ეს უკანასკნელი.

აქედან გამომდინარე, იგივე მეთოდით როგორც პირველ შემთხვევაში, თქვენ ეუბნებით თქვენს თავს:

მე ვარ სიყვარულის ღირსი!

მე ვიმსახურებ საუკეთესოს!

მე ვარ ღირსი, მქონდეს მაღალი შემოსავლები!

მე ვარ ბედნიერების ღირსი!

მე ვარ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ღირსი!

მე ვარ ღირსი ვუყვარდე და მიყვარდეს ეს მამაკაცი ან ქალი!

იმეორეთ, იმეორეთ მანამ, სანამ თავად არ დაიჯერებთ რასაც ამბობთ. გაიხსენეთ ბავშვობა.:) მართალია, თავიდან თქვენი ცნობიერი შემოვა თქვენთან კამათში და დაგიწყებთ ჭიდილს – აბა, რას ბავშვობო? რას სულელობო? მაგრამ თუ თქვენ არ შეეშვებით აფირმაციების განმეორებას, რამდენიმე კვირაში მას მობეზრდება, მიხვდება რომ თქვენ არ ხუმრობთ და თავს დაგანებებთ, რაც ხელს შეუწყობს აზრების განმტკიცებას და მომავალში, მის რეალიზებას.

ეს ასე მუშაობობს! მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ, მზად ხართ იმუშაოთ საკუთარ აზრებზე, შეხედულებებსა და მტკიცებულობებზე.

იმედია, ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, ცხოვრება გახადოთ უკეთესი.

მიმღები, მიიღებს

გამგები, გაიგებს

მზაობაში ადამიანი, დაუყონებლივ გადავა ქმედებაზე და გავა სასურველ შედეგზე.

სამყაროვ მე ვარ მზად, ყველაფერი საუკეთესოს მისაღებად ჩემს ცხოვრებაში!

თუ რამე სწორად ვერ ჩამოაყალიბეთ აფირმაციის შემთხვევაში დამიკომენტარეთ. კომენტარებს სიამოვნებით ვეცნობი.

გისურვებთ წარმატებებს!

ქოუჩი და წრამატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში

თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

გაეცანით მასალებს: „სიტყვები ბორკილები“ , დამანგრეველი სიტყვები

ნანახია:(3286)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


„ამიტომ ნუ ელოდებით ნურავის“ …

იცით, ჩვენ გვგონია, რომ ადამიანები ჩვენგან მიდიან, გული უცივდებათ და გვტოვებენ. სინამდვილეში ჩვენგან არ მიდიან…… ყველას საკუთარი ფრენის სიმაღლე აქვს!


7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას

დღეს ვისაუბრებთ იმ მთავარი პრობლემის შესახებ, რომლის გამოც მუდმივად არ გყოფნის ფული… და ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სასიამოვნო გზაზე, რომლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<