შეცდომები თმის მოვლისას, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს | Jolo.ge


შეცდომები თმის მოვლისას, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს

შეცდომები თმის მოვლისას, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს

ლამაზი თმა ყველა ქალის ოცნებაა. ალბათ ხშირად ცდილობთ სხვადასხვა პროცედურებით გაიუმჯობესოთ თმის სტრუქტურა, შესაძლებელია კვებასაც ყურადღებას აქცევთ, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებთ. მაშინ დროა დაფიქრდეთ ბანაობის დროს ხომ არ უშვებთ შეცდომას? წარმოგიდგენთ რამდენიმე შეცდომას, რომლებსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს.

 

ბანაობთ ცხელი წყლით — ცხელი წყალი შესაძლებელია სასიამოვნოა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც თქვენს თმას სჭირდება. ის ადვილად აშრობს თავის კანს და თმას, ამიტომ სჯობს აირჩიოთ თბილი წყალი.

 

არ ივლებთ წყალს კარგად — ბევრი ქალბატონი შამპუნის გამოყენებამდე თმას კარგად არ ისველებს. აუცილებელია 1-2 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ გაჩერდეთ და მხოლოდ ამის შედეგ დაისხათ შამპუნი. ასევე მნიშვნელოვანია კარგად ჩამოირეცხოთ ის თმიდან.

 

იყენებთ ბევრ შამპუნს — თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბევრი შამპუნი თმას ბზინვარებას ანიჭებს, ცდებით. სჯობს გამოიყენოთ ცოტა, რათა არ გაგიჭირდეთ მისი ჩამობანა.

 

თმას მხოლოდ 4-5 წუთის განმავლობაში იბანთ — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თმის კარგად ჩამობანა ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ამისა თმის ძირებს სჭირდება მასაჟი. ბანაობისას სასურველია თავად დაიმასაჟოთ თავის კანი.

 

ფიქრობთ, რომ არ გჭირდებათ ნიღაბი — შამპუნი ნებისმიერ შემთხვევაში თმას აშრობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ბალზამი ან თმის ნიღაბი, რაც თმის დარბილებას შეუწყობს ხელს.

 

თავს ყოველდღე იბანთ — ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ბანაობა თმას აშრობს და გვირჩევენ მხოლოდ ყოველ მეორე ან მესამე დღეს დავიბანოთ. რასაკვირველია, ეს არ ეხება შემთხვევებს, როდესაც უბრალოდ საჭიროა ყოველდღე დაბანა.

 

ხშირად იცვლით შამპუნს — ამას ბევრი ქალბატონი აკეთებს. ზოგჯერ ამჩნევენ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შამპუნი ეფექტური აღარ არის და ცვლიან, სინამდვილეში ეს მხოლოდ სეზონის ბრალია, რადგან თმა ყველა სეზონზე ერთნაირად ვერ გამოიყურება.

ნანახია:(195)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა»_ ოტია იოსელიანი

1)ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ! 2)ადამიანი მიწის


ტესტი: აირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ თქვენ

ჭკვიანი, პრეტენზიული, მიზანდასახული თუ დიქტატორი?     1. ჭკვიანი ქალითქვენ გსურთ, ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ იყოს. არ გიყვართ, როცა ვინმე წესრიგს,


რატომ ვართ ყელამდე კრედიტებსა და ვალებში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ საპყრობილიდან?

კრედიტ-აზროვნება დღეს გავარჩევთ კრედიტების თემას. საიდან მოდის ვალი, რა ფარული ფაქტორები არსებობს და როგორ გავთავისუფლდეთ სამუდამოდ ამ დილემისგან? მუდმივად კრედიტით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<