შეცდომები, რომლებსაც ზამთარში ვუშვებთ | Jolo.ge


შეცდომები, რომლებსაც ზამთარში ვუშვებთ

შეცდომები, რომლებსაც ზამთარში ვუშვებთ

ზამთარი და სიცივე, რასაკვირველია, ძალიან ბევრ ადამიანს გეგმებს უცვლის. რადგან წელიწადის ეს დროს გაციების სეზონად ითვლება, თითოეული ადამიანი ცდილობს როგორმე თავი დაიცვას, თუმცა როგორც აღმოჩნდა შიშის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებთ.

 

C ვიტამინის ჭარბად მიღება: C ვიტამინი გაციების საუკეთესო პროფილაქტიკად ითვლება, სწორედ ამიტომ პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე ბევრი დილას ფორთოხლის წვენით იწყებს, რათა რაც შეიძლება მეტი ვიტამინი მიიღოს. როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში ეს სულაც არ გვეხმარება, რადგან ორგანიზმი საჭირო რაოდენობას ძალიან მალე ითვისებს და დიდი რაოდენობით ამ ვიტამინის მიღება სულაც არ ნიშნავს უკეთ დაცვას.

 

სასმელის რაოდენობის შემცირება: ზაფხულის ცხელ დღეებში წყალზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ზამთარში კი ხშირად წყურვილის გრძნობა საერთოდ არ გვაწუხებს. სინამდვილეში ორგანიზმს სითხე არა მხოლოდ ზამთარში, ზაფხულშიც სჭირდება და თითქმის იმავე რაოდენობით. ექიმები გვირჩევენ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, რათა თავი დავიცვათ ვირუსებისგან, თუმცა შევამციროთ კოფეინის შემცველი სასმელები.

 

დათბილული ფესაცმლის ტარება: საშინელ სიცივესა და ყინვაში ყველა ცდილობს რაც შეიძლება თბილად ქონდეს პირველ რიგში ფეხი, რადგან სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში სწორედ კიდურების დათბილვა გვეხმარება, თუმცა ფეხსაცმელი, რომელიც ხშირი ბეწვითაა დათბილული სინამდვილეში სულაც არ იცავს ფეხს. მეტიც, ზედმეტი სითბო ფეხს აოფლიანებს, რაც გაციების შანსს ზრდის.

 

მზის სხივებისგან თავის არდაცვა: ზაფხულში ყველა ადამიანმა იცის, რომ მზის სხივები ჭარბად არ უნდა მიიღოს და ბევრი დამცავ საცხებსაც იყენებს. ზამთარში მზის გამოსხივება თითქოს ნაკლებია და დაცვა საჭირო არ არის, თუმცა სინამდვილეში ასე სულაც არაა. დერმატოლოგები გვირჩევენ, არ დავივიწყოთ დამატენიანებელი საცხები ზამთრის სუსხიან დღეებშიც.

 

ტანსაცმლის ოთახში გაშრობა: წვიმიან თუ თოვლიან ამინდში სასიამოვნო არაა სამოსი გარეთ გაფინო და შემდეგ დიდხანს ელოდო მის გაშრობას. ამიტომ ბევრი არჩევს მის ოთახის ტემპერატურაზე გაშრობას. ჯანსაღი ადამიანისთვის ეს იმდენად საზიანო არ იქნება, რამდენადაც ასთმით ან სხვა რაიმე დაავადებით ინფიცირებულისთვის. შესაძლოა სითბოში გამშრალმა სამოსმა დამატებითი გართულებები გამოიწვიოს.

 

მაღვიძარას გამორთვა: დილით ადრე გაღვძება ყველასთვის სასიამოვნო არ არის, ამიტომ ბევრს უკვე ჩვევად აქვს მაღვიძარას გამორთვა, რათა რამდენიმე წუთით მაინც გაიხანგრძლივოს სიამოვნება. ექიმების თქმით, ეს განსაკუთრებით სახიფათო ზამთრის პერიოდშია, რადგან ძილის ციკლი ირღვევა. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავიძინოთ თბილ ოთახში. საძინებელი უნდა იყოს გრილი, ბნელი და წყნარი.

 

ნოყიერ საკვებზე გადასვლა: ადამიანების უმრავლესობა ზამთრის პერიოდში წონას იმატებს. ამის მიზეზი, რასაკვირველია, ნაკლები აქტივობაა, რასაც შეუფერებელი ამინდი გვაიძულებს, თუმცა არა მხოლოდ ეს. ამ პერიოდში ბევრი უარს ამბობს ბოსტნეულზე და გადადის ნოყიერ საკვებზე, რაც არასწორი მიდგომაა. ექიმები გვირჩევენ, რაციონი ზამთრის პერიოდშიც შევავსოთ სასარგებლო ბოსტნეულით.

 

ვარჯიშის დროს თბილად ჩაცმა: თუ ზაფხულში სარბენად გასვლა ძალიან მარტივია, გადაიცვამ მაისურს და შორტს და ვარჯიშს დაიწყებ, ზამთარში თითქოს უფრო რთულდება, რადგან მეტი სამოსის ჩაცმა ხდება საჭირო. ეს თეორია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ზამთარში გაოფლიანება გაცილებით საშიშია, ვიდრე ზაფხულში, ამიტომ სჯობს არ შეარჩიოთ ზედმეტად თბილი სამოსი.

 

ალერგიის მიმართ უყურადღებობა: ადამიანების უმრავლესობას ალერგია ზაფხულის პერიოდში ახსენებს თავს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარში თავის დაცვა საჭირო არ არის. დახურული ფანჯრები, ზედმეტი სითბო სახლში დაავადებებს კიდევ უფრო ამწვავებს, რასაც ხშირ შემთვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ. ექიმები გვირჩევენ, აუცილებლად გავანიავოთ სახლი ზამთარშიც.

ნანახია:(235)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წყვილების ხშირი კამათი მათ მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს…

კამათი სულაც არაა წარუმატებელი ურთიერთობის ინდიკატორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო პროცესი არ არის, სინამდვილეში შესაძლოა ძლიერ ურთიერთობაზე მიუთითებდეს.  


ილია ჭავჭავაძე „საახალწლოდ»

„დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. აი ესეც


სამი არჩევანი ცხოვრებაში

როდესაც აღმოაჩენთ, რომ ოთახში ხართ და გარეთ გასვლა გინდათ, ოთახის კარს მიაწექით. არ გაიღო? მაშინ გამოქაჩეთ თქვენსკენ. კიდევ არ გაიღო?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*