შეაყვარე თავი ოთხ წუთში | Jolo.ge


შეაყვარე თავი ოთხ წუთში

შეაყვარე თავი ოთხ წუთში

არტურ არონი — ფსიქოლოგია.

გასული საუკუნის ბოლოს მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ წავიკითხე თუ არა გადავწყვიტე, ჯერ საკუთარ თავზე და მეუღლეზე გამომეცადა და მხოლოდ, ამის შემდეგ გამეზიარებინა თქვენთვის.

მეუღლესთან ცოტა, ხვეწნა-მუდარა დამჭირდა, მაგრამ ამად ღირდა…  🙂 აღფრთოვანებული ვარ შედეგით: რაც მასთან 13 წლის თანაცხოვრების მანძილზე (რამდენიმე მცდელობით) ვერ მოვახერხე (რაღაც-რაღაც საკითხებში) ამ ტესტმა პირნათლად გაართვა თავი (როგორც მისი, ასევე ჩემი მხრიდან).

ჩავთვალე, შეიძლება სხვებსაც გამოდგომოდა. რატომაც არა?

ეს, დაგეხმარებთ უკეთ გაუგოთ პარტნიორს და გახსნათ „მეორე სუნთქვა“ .

ვთვლი, აქტუალურიც იქნება, რადგან, ხშირად ბლოგის მკითხველი მიზიარებს, რომ თემებს მათი მეუღლეებიც კითხულობენ (რაც, რა თქმა უნდა, მახარებს). ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყვილებმა. თუ არ გყავთ პარტნიორი, მაშინ შეგიძლიათ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ჩაატაროთ ექსპერიმენტი. ან მომავლისთვის შემოინახოთ.

დავუბრუნდეთ ექსპერიმენტს 

ფსიქოლოგმა, ლაბორატორიაში მოიწვია რამდენიმე, ერთმანეთისთვის უცნობი კაცი და ქალი და შესთავაზა 36 კითხვისთვის გაეცათ პასუხი. პირობა იყო შემდეგი: უნდა ეპასუხათ გულწრფელად და ამავე დროს,, გამოეხატათ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა. კითხვების დასმის შემდეგ კი წყვილს 4 წუთის განმავლობაში თვალებში უნდა ჩაეხედათ ერთმანეთისთვის.

განსაცვიფრებელი იყო რაც შემდგომ მოხდა – ზუსტად 6 თვის გასვლის შემდეგ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ერთმანეთზე დაქორწინება!

საიდუმლო რაში მდგომარეობს, მოგახსენებთ ბოლოს (იქნებ მანამდე თქვენთვისაც გახდეს ნათელი). ახლა კი, დავიწყოთ.

გაგაცნობთ ჯადოსნურ კითხვებს:

1. რომ შეგეძლოს მსოფლიოში მცხოვრები, ნებისმიერი ადამიანის სახლში მოწვევა, ვის დაპატიჟებდი სადილზე?

2. მოგინდებოდა თუ არა ყოფილიყავი ცნობილი პიროვნება? რითი ისურვებდი, რომ გაგეთქვა სახელი?

3. სანამ გააკეთებდი ტელეფონის ზარს, ოდესმე გაგივლია რეპეტიცია სათქმელზე? რატომ?

4. როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრების იდეალური დღე?

5. ბოლოს როდის გიმღერია საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს? ან სხვა ვინმესთვის?

6. რას აირჩევდი: უახლოესი 60 წელი შეგენარჩუნებინა ახალგაზრდული სხეული თუ 30 წლის ასაკის პიროვნების აზროვნებას?

7. გაქვს თუ არა ფარული წინათგრძნობა, საკუთარ სიკვდილთან დაკავშირებით?

8. დაასახელე 3 საერთო თვისება, რომელიც გახასიათებთ შენ და შენს პარტნიორს.

9. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისთვის ხარ მადლიერი?

10. რომ შეგეძლოს შენს აღზრდაში რამის შეცვლა, რას შეცვლიდი?

11. 4 წუთში მოუყევი პარტნიორს შენი ცხოვრების ისტორია, რაც შეიძლება – დატალებში.

12. ხვალ გაღვიძებულს, რომ შეგეძლოს  გარკვეული თვისებების და უნარების შეძენა/შერჩევა  რა და როგორი იქნებოდა ისინი?

13. ბროლის ბურთს, რომ შეეძლოს გითხრას სიმართლე შენს მომავალზე, ან სხვა რამეზე, რის გაგებას ისურვებდი?

14. არის ისეთი რამ, რაზეც ოცნებობ უკვე დიდი ხანია? რატომ არ გააკეთე ეს?

15. დასახელე ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში.

16. რას აფასებ ყველაზე მეტად მეგობრებში?

17. ყველაზე მეტად, შენი სათუთი მოგონება რას ეხება და რა არის?

18. ყველაზე საშინელი მოგონება რა არის?

19. შენ რომ იცოდე, ერთი წლიწადში სხვებისთვის მოულოდნელად გარდაიცვლები, შეცვლდი თუ არა ცხოვრების მიმდინარე პროცესში რამეს? რატომ?

20. რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?

21. რა როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში სიყვარული და მიჩვევა, ან დამოკიდებულება?

22. დაასახელე, დაახლოებით 5 პურქტისგან შემდგარი პარტნიორის დადებითი თვისებები.

23. რამდენად ახლოს არიან შენი ოჯახის წევრები ერთმანეთთან? თვლი თუ არა, რომ გქონდა ბედნიერი და  სხვა ბავშვებთან შედარებით უკეთესი ბავშვობა?

24. რა შეგიძლია თქვა, დედასთან ურთიერთობების შესახებ?

25. შეადგინე, 3 რეალობის შესაბამისი წინადადება რომელიც იწყება  «ჩვენ». მაგალითად, «ჩვენ ორივე ამ ოთახში ვფიქრობთ …»

26. დაასრულე წინადადება: «მე ვისურვებდი, ვინმესთან ერთად გამეზიარებინა …»

27. რა უნდა იცოდეს იმ ადამიანმა შენზე,  ვისთანაც გინდა ახლო მეგობრობა?

28. მოუყევი პარტნიორს, რა არ მოგწონს მასში ყველაზე მეტად. შეეცადე იყო ბოლომდე გულწრფელი.

29. გაუზიარე პარტნიორს შენი ცხოვრების, ყველაზე მეტად, არასასიამოვნო მომენტი.

30. გაიხსენე, როდის და რის გამო იტირე ბოლოს.

31. რა არის ის, რაც იმდენად სერიოზულად მიგაჩნია , რომ ამაზე ხუმრობა არ შეიძლება?

32. შენ რომ ამ საღამოს კვდებოდე, რა მნიშვნელოვანს იტყოდი და ვის ეტყოდი ამას?

33. შენი სახლი მთლიანად ყველა ნივთებთან ერთად დაიწვა. ახლობლების გადარჩენის შემდეგ, გაქვს საშუალება რამდენიმე წუთი დაბრუნდე და გადაარჩინო რომელიმე ნივთი. რა არის ეს ნივთი და რატო აირჩევ მაინც და მაინც მას?

34. რომელი ოჯახის წევრის სიკვდილი იმოქმედებდა, ყველაზე მატად შენზე? რატომ?

35. პარტნიორს გაუზიარე პირადი პრობლემა და ჰკითხე რჩევა, როგორ მოიქცე.

36. მოყევი შენს პირველ სიყვარულზე.

რაში მდგომარეობს ამ კითხების საიდუმლო?

როდესაც დეტალურად და გულწრფელად პასუხობთ კითხვებზე, რომლებიც ეხება პირად საკითხებს, თქვენ უნებურად აღებთ გულის კარს, აჩვენებთ სისუტეებს და ხდებით დაუცველი. ორმხრივი გულწრფელობა კი ძალიან აახლოებს. მსგავს თემებზე, სრულიად უცხო ადამიათან საუბრით და მოსმენით, ძალიან მალე მოიპოვებთ მის ნდობას. გარდა ამისა, ეს კითხვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ურთიერთობების თერაპიაში (ურთიერთობების  ქოუჩინგშიც ). წყვილი რომელიც შეიძლება ახლა, მოცემულ მომენტში იმყოფება დაძაბული ურთიერთობების პიკზე, თავისუფლად შეძლებენ გრძნობების განახლებას! გაულწრფელი საუბრით ურთიერთობების დალაგებას.

როგორც ამბობს, ერიხ ფრომი თავის წიგნში  «სიყვარულის ხელოვნება» — სიყავრული არ წარმოადგენს, რაღაც მარტივს და შემთხვევითს. ადამიანები, როდესაც ამ უდიდეს სამყაროში აცნობიერებენ საკუთარ მარტოობას, ცდილობენ გაერთიანდნენ ვინმესთან – ვინც გაუგებს და დაუდგება გვერდით. მსგავსი კითხვები აახლოებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. ერთად შეხედოთ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს და ერთად დაფიქრდეთ – ნიშნავს სულიერად დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ეს კავშირი ფიზიკურთან ერთად უნიშვნელოვანესია.

როგორც ზემოთ გითხარით, ჩაატარეთ ექსპერიმეტი მეორე ნახევართან, თუ არ გყავთ – არაფერია. ამ კითხვებით შეიარეღებული მალე გამონახავთ საერთო ენას მასთან, ვინც მოგწონთ ან მოგეწონებთ.

ბედნიერება და ჰარმონიული ურთიერთობები თქვენ, ძირფასებო!

ფსიქოლოგია – ჯადოსნური მეცნიერებაა და ის საოცრებებს სჩადის!

მოგეწონათ თემა, გაუზიარეთ მეგობრებს, ვისაც ჩათვლით რომ გამოადგება.

 

სიყვარულით და თქვნს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

პერსონალური ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(2169)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„საიდან მოდის ეს სისასტიკე? სისასტიკე, რომელსაც აფრქვევს ეს სხეული?“…

„როგორ ხდება ასე, რომ ისეთ ადამიანიც კი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია ბუნებას, სისხლი ეყინება ამ არაამქვეყნიური სილამაზის ნახვისას? საიდან მოდის ეს


რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ  არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით

ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაიღებს ორივე მხარე მის შესანარჩუნებლად. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ თქვენ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით


თუ მამაკაცი ამას აკეთებს, თქვენ მისთვის პრიორიტეტი ხართ…

ყველა ქალს აინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მამაკაცისთვის. შესაძლოა არ დასვან შეკითხვა, თუმცა მასზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გსურთ იცოდეთ, ხართ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*