„შე დედა მოტ…ულო, ძროხის წველასა და ლობიოს თოხნას რომ გამოექეც“… | Jolo.ge


„შე დედა მოტ…ულო, ძროხის წველასა და ლობიოს თოხნას რომ გამოექეც“…

„შე დედა მოტ…ულო, ძროხის წველასა და ლობიოს თოხნას რომ გამოექეც“…

ერთი ზღაპარი გამახსენდა მოლა ნასრედინის. დედა ხშირად მიკითხავდა ამ ზღაპრებს…

თურმე ერთხელ, მოლა მიუწვევიათ შაჰთან ნადიმზე. მოლა უბრალოდ ჩაცმული წვევია. ამიტომ იგი სუფრის ბოლოში მოაქციეს და საჭმელსაც არ სთავაზობდნენ. მეორედ, როცა შაჰმა მოლა მიიწვია, საუკეთესო ტანისამოსი ჩაუცვამს.

მოსამსახურეს სუფრის თავში დაუსვია და პირველი კერძიც მას მიართვა თურმე… მოლას პიჯაკის კუთხე გაუწვდენია და უთქვამს, — აჰა და ამას ეცი თაყვანიო. ახლა იქამდისაც მივიდე რად მოვყევ ამხელა არაკი.

დღეს სანადიროდ ვიყავ. ვერც ვერაფერი მოვკალ მაგრამ კარგა ლაფიანი კი დავბრუნდი შინ. გამოცვლა დამეზარა და ვიფიქრე, გადავირბენ მაღაზიაში, სარეცხის ფხვნილს ვიყიდი და მოვეწყობი შინ მეთქი.
გამყიდველი (სრული ამ სიტყვის მინშვნელობით) ალმაცერად მიყურებდა. ბომჟად ჩამთვალა. არ იცოდა მართლა ასე რომ იყო. შევეცადე თავაზიანი ვყოფილიყავ,
— tide მინდა ავტომატისთვის იქნებ დამეხმაროთ? ვიკითხე ჩუმად.
გამყიდველმა (სრული ამ სიტყვის მნილვნელობით) კონსულტანტ გოგონას ანიშნა თვალით, მიხედეო.
მეახლა იგი დიდებული
— რა გნებავთ?
— tide მინდა ფერადი, ავტომატისთვის.
აიღო პირველივე რაც იდო და მეუბნება ესააო. გამოვართვი. ვიცოდი რომ ის არ იყო მაგრამ ისევ მოკრძალებულად შევაპარე,
— აი აქ «რუჩნაია» რომ აწერია?
ხელიდან გამომგლიჯა ისიც. აიღო მეორე. ვითომ რაღაც წაიკითხა ზედ. მივხვდი, მე უფრო მეტი სარეცხის ფხვნილი მქონდა მოხმარებული ვიდრე მას და გადავწყვიტე არ დავნებებოდი.
— ესაა,- მომახალა უკმეხად.
-დარწმუნებული ხართ? — უკვე წარბი შევიკარ და დაიბნა.
— მოიცადე მენეჯერს ვკითხავ.
კითხა და იქიდან ისეთივე უკმეხად გამოსძახეს რაც მაგას უნდა არ გვაქვსო. შემრცხვა. ვიფიქრე კონსულტანსი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს მეთქი. იქვე დადებული persil-ი დავინახე, რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ ფერადი ავტომატისთვის იყო. გოგონას მოვუბრუნდი და ღიმილით ვუთხარი,
— არაუშავრს, მოდი როგორც იეღოვა იტყოდა, ერთხელ პერსილი მუდამ პერსილიო… ამას ავიღებ…
შუბლზე კოპები დაისვა და. დამიღრიალა,
— თუ პერსილი გინდოდათ რაღას მაწვალებდითო. ( ვერ დავუკარგავ, თქვენობით ფორმაში მიყვირა)
და ბოლოს მორალი
აი ამისთანა არშემდგარი ქალაქელები აძულებენ ნამდვილ ქალაქელებს ჩემისთანა სოფლელებს. შე დედა მოტ…ნულო, ძროხის წველასა და ლობიოს თოხნას რომ გამოექეც, სამსახური იშოვე სადაც მხოლოდ ღიმილი და თავაზიანობა გევალება, ეგ მაინც შეასრულე…..

Ridi Pagliaccio

წყარო:facebook.com

ნანახია:(22103)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ იძვრენს თავს »ქართველი ვაჟკაცი» საცობისგან(ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ქართველი მძღოლები საცობისგან თავის დაღწევას. ვიდეო ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზეა გადაღებული. ორი


ყურადღება! შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ!

მთელს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიის ბანკები უჩვეულო პრობლემით არიან შეწუხებულები: მათ ასობით ანგარიში დაუგროვდათ, რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ


„პირველი უცაბედი ლექსი მამას“ — გიორგი კეკელიძე

პირველი უცაბედი ლექსი მამას გზა გადაბრუნდა და ურემი ისე გამოჩნდა. ურემზე ჩემი მკვდარი იწვა და ვერ ვტიროდი, რადგან ტირილი არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<