შთაგონების ძალა | Jolo.ge


შთაგონების ძალა

შთაგონების ძალა

მორჩა, ხვალიდან ვჯდები დიეტაზე!
ყოველ დილით ვიწყებ სირბილს და ვერაფერი (!) შემაჩერებს!

შემდეგ კი…

თუ შევწყვიტო მაზოლზე დაჭერა?

მოდი შევხედოთ რატომ ხდება ასე და რა მოვუხერხოთ ამ დილებას.

პირველ რიგში, მინდა გააცნობიერო, რომ შენ ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ გაგიმართლა!

რატომ?

მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიკვლევ შთაგონების თემას… და გადავწყვიტე ლანგარზე დადებული მოგართვა ის გაცნობიერება, რაზეც მე დაახლოებით 10 წელი კვლევა და თავ-პირის მტვრევა დამჭირდა,

მოკლედ, გაგიმართლა, იმიტომ რომ შენ არ მოგიწევს 10 წელი ტანჯვა… შენს ნაცვლად ეს უკვე ერთმა კეთილმა ბიძიამ გააკეთა.

გამოცდილება და მიკროსკოპული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს [აღიარებენ ისინი ამას თუ არა] ძალიან უნდათ შემოსავლების გაზრდა!

ყველას უნდა მეტი ფული… მათ შორის შენც!

მაგრამ ფულის გამომუშავება და რაც მთავარია ზრდა, ხდება კონკრეტული მოქმედებით, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია — შიგნით, ანუ საკუთარ თავზე, მეორე რიგში კი — გარეთ, ანუ საზოგადოებაზე.

აი, სწორედ აქ იწყება მთავარი ეგზოტიკა…

როგორც კი საქმე მიდის მოქმედებამდე, ხოლო ეს მოქმედება უნდა იყოს ხანგრძლივი, საქმეში ერთვება შთაგონებისა და მოტივაციის თემაც.

შენ ალბათ გაგონილი გექნება ბრიუს ლის სიტყვები:

«მე არ მეშინია ადამიანის, რომელიც ათი ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს, მაგრამ ძალიან მეშინია ადამიანის, რომელიც ერთ დარტყმას ათი ათასჯერ იმეორებს!»

ჰოდა, იმისათვის, რომ ურტყა ერთ წერტილში და უმრავლესობის მსგავსად «თითი არ მოკაკვო», საჭიროა შთაგონება.

შთაგონება აერთიანებს სამ საკვანძო კომპონენტს — რისთვის?», «მინდა» და «უნდა».

მოტივაციის საიდუმლო იმაშია, რომ გაიგო რა «უნდა» გააკეთო, აღმოაჩინო მასში სიღრმისეული პასუხი კითხვაზე «რისთვის?» და სიამოვნებით გადაიყვანო ის, «მინდა»-ს კატეგორიაში.

გიორგი თვალაძე

ნანახია:(1320)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფსიქოლოგიური ცხოვრების 5 წესი

სარკის კანონი ადამიანები თქვენს გარშემო თქვენი სარკეა. მათში აისახება თქვენი პიროვნება, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. მაგალითად თუ ვიღაც უხეშად გექცევათ


იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს არის …

რამდენი თქვენგანი ატარებს ზურგით გადაუჭრელ პრობლემებს? რამდენ თქვენგანს აწევს ტვირთად ყოველდღიურობა? წამით გაუსწორეთ თვალი რეალობას და თქვით — დაიღალეთ? ძალიან


იყავი ფხიზლად, კარგად დააკვირდი მოვლენებს …

რთულია, როცა ადამიანი ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. ისიც რთულია შეაგნებინო ადამიანს, რომ მისმა არასწორმა ქმედებამ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<