«შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე»…

by admin | Февраль 23, 2020 16:24

ამქვეყნად არცერთ ძალას არ შეუძლია დაგხიოთ უკან!

ჩვენ უკან ვიხევთ მაშინ, როცა ამ ძალას უფლებას ვაძლევთ ჩვენზე გაბატონდეს.

ეს კი მაშინ ხდება, როცა არ ვიცნობთ და არ გვჯერა ჩვენი ძალის.

ყველაზე მაგარი მაინც ისაა, რომ იცნობ და გჯერა საკუთარი თავის.

გარისკეთ იმისთვის რომ გახდეთ ის ძალა, რომლის ბატონ-პატრონიც თქვენ იქნებით!

***

რაც არ უნდა ბუნდოვანი იყოს გზა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დანაკარგი, გააგრძელეთ სვლა თქვენი ოცნებებისა და მიზნებისკენ.

შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე.

წადით წინ, თუნდაც ფოფხვა მოგიწიოთ, წადით წინ!

***

…და მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობის, შიშების, ყოფითი პრობლემების, სხვადასხვა კომპლექსების სახით, არ წყვეტენ სვლას….

ისინი თავად ქმნიან საკუთარ ცხოვრებას.

იციან რომ ყელა მიზეზი იმისა თუ რატომ არ ან ვერ გამოუვიდათ, მხოლოდ საშუალებაა იმისთვის რომ საკუთარი სისუსტე გაამართლონ. ამიტომ ისინი არ ეძებენ მიზეზებს, არამედ პოულობენ გამოსავლებს…

მიდიან წინ და ყოველი დაბრკოლების გადალახვაზე უკან ტოვებენ ხელის შემშლელ ფაქტორებს. მიიწევენ იმისკენ, რაც მთელი გულით სურთ და იციან რომ დღეს თუ ხვალ მასთან მაინც მივლენ…

***

მჯერა რომ ყველას გქონიათ მომენტი, როცა ხართ ბედნიერი და არ იცით რატომ. (და მთავარიც ესაა რომ არ იცით).

მომენტი როცა არაფერს შეუძლია გადაგაფიქრებინოთ ბედნიერება.

მომენტი როცა გრძნობთ, რომ ყველა შესუნთქვისას სიცოცხლე შემოდის თქვენში.

ამოსუნთქვისას კი გრძნობთ, რომ თქვენ უფრო მეტად ფასეულს ხდით ამ სამყაროს.

მომენტი როცა გრძნობთ, რომ სიცოცხლე თავად თქვენ ხართ!

აი ახლა გვრძნობ მე მას და მთელი გულით ვამბობ,

მე თქვენ მიყვარხართ❤

დაე, ჩვენი ცხოვრება ასეთი მომენტებით იყოს გაჟღენთილი❤

მარიამ ტატუაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(1273)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/shanss-nu-miscemt-nurcert-piqrs-dagabrkolon/