«შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე»… | Jolo.ge


«შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე»…

«შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე»…

ამქვეყნად არცერთ ძალას არ შეუძლია დაგხიოთ უკან!

ჩვენ უკან ვიხევთ მაშინ, როცა ამ ძალას უფლებას ვაძლევთ ჩვენზე გაბატონდეს.

ეს კი მაშინ ხდება, როცა არ ვიცნობთ და არ გვჯერა ჩვენი ძალის.

ყველაზე მაგარი მაინც ისაა, რომ იცნობ და გჯერა საკუთარი თავის.

გარისკეთ იმისთვის რომ გახდეთ ის ძალა, რომლის ბატონ-პატრონიც თქვენ იქნებით!

***

რაც არ უნდა ბუნდოვანი იყოს გზა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს დანაკარგი, გააგრძელეთ სვლა თქვენი ოცნებებისა და მიზნებისკენ.

შანსს ნუ მისცემთ ნურცერთ ფიქრს, დაგაბრკოლონ თქვენი ოცნებების გზაზე.

წადით წინ, თუნდაც ფოფხვა მოგიწიოთ, წადით წინ!

***

…და მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობის, შიშების, ყოფითი პრობლემების, სხვადასხვა კომპლექსების სახით, არ წყვეტენ სვლას….

ისინი თავად ქმნიან საკუთარ ცხოვრებას.

იციან რომ ყელა მიზეზი იმისა თუ რატომ არ ან ვერ გამოუვიდათ, მხოლოდ საშუალებაა იმისთვის რომ საკუთარი სისუსტე გაამართლონ. ამიტომ ისინი არ ეძებენ მიზეზებს, არამედ პოულობენ გამოსავლებს…

მიდიან წინ და ყოველი დაბრკოლების გადალახვაზე უკან ტოვებენ ხელის შემშლელ ფაქტორებს. მიიწევენ იმისკენ, რაც მთელი გულით სურთ და იციან რომ დღეს თუ ხვალ მასთან მაინც მივლენ…

***

მჯერა რომ ყველას გქონიათ მომენტი, როცა ხართ ბედნიერი და არ იცით რატომ. (და მთავარიც ესაა რომ არ იცით).

მომენტი როცა არაფერს შეუძლია გადაგაფიქრებინოთ ბედნიერება.

მომენტი როცა გრძნობთ, რომ ყველა შესუნთქვისას სიცოცხლე შემოდის თქვენში.

ამოსუნთქვისას კი გრძნობთ, რომ თქვენ უფრო მეტად ფასეულს ხდით ამ სამყაროს.

მომენტი როცა გრძნობთ, რომ სიცოცხლე თავად თქვენ ხართ!

აი ახლა გვრძნობ მე მას და მთელი გულით ვამბობ,

მე თქვენ მიყვარხართ❤

დაე, ჩვენი ცხოვრება ასეთი მომენტებით იყოს გაჟღენთილი❤

მარიამ ტატუაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(1307)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მარიამ ტატუაშვილი

Related Articles

„მთავარია მუდამ ტრიალებდეს… თქვენს გონებაში“…

„თქვენი ცხოვრების კინო თქვენივე სცენარის მიხედვით გადაიღეთ. ნუ დაუშვებთ სხვა (სხვის) სცენარს. თქვენს გონებაში მუდამ უნდა ტრიალებდეს ის სცენარი, რომელიც


„განსაცდელი“ — დავსვათ მთავარი კითხვები და… ვიპოვოთ მთავარი პასუხები …

ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას უჩნდება ერთი მარტივი და მთავარი კითხვა: «ვინ ვარ მე?», ან «რისთვის ვარ აქ?…» არა


როგორ უნდა იზრუნოთ სახის კანზე დღის სხვადასხვა დროს?

შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი სახე დილით და საღამოს სხვადასხვანაირად გამოიყურება? ეს კანის უჯრედების გამო ხდება. თითოეული ადამიანის ბიოლოგიური საათი განსხვავდება. ის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<