სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1) | Jolo.ge


სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1)

სექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1)

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი 

ოშო რაჯნეში

სექსიდან ტანტრისკენ:
ადამიანს დიადი ცვლილების, მუტაციის ძალა შესწევს.
სექსს პლუს გაცნობიერება… და იწყება ცვლილება რაღაც უსაზღვროსი.

…სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ საჭიროა სიყვარულის ხელოვნების შესწავლა, ზუსტად ისე, როგორც ცხოვრების ხელოვნების შესწავლაა საჭირო.

თუკი გარემოება ხელს გიწყობთ, გამოყავით ერთი ოთახი სიყვარულისთვის _ დაე ის თქვენი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუაც _ ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სასიყვარულო აქტს შეუდგებოდეთ, აბაზანა მიიღეთ _ სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტა ხანი მედიტაციას დაუთმეთ. აქციეთ სასიყვარულო აქტი მშვენიერის განცდად…

შესავალი

ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ექსპერიმენტირებდა — ცდილობდა სექსუალური ენერგია სულიერებად ექცია; და ეჭვი არაა, რომ ათასობით ადამიანმა ამგვარი ტრანსფორმაცია შესძლო. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად, რადგან მთელს დედამიწაზე ადამიანები ათასგვარი გარყვნილებისგან იტანჯებიან. ყველა ოფიციალური რელიგიის მიერ სექსუალურობის ჩახშობამ „პლეიბოის“ მსგავსი პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელებამდე მიგვიყვანა და ადამიანები ასეთ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს.

მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თქვენ მიიღოთ სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. როცა არ არის ჩახშობა, პორნოგრაფიის მოთხოვნელებაც ქრება. როცა დათრგუნვა არ არსებობს, ადამიანი წყვეტს სექსზე ოცნებას. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგიის ტრანსფორმირება. არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ის ენერგია, მთელს სამყაროს სიცოცხლეს რომ ანიჭებს, თქვენც ახალ სიცოცხლეს მოგიტანთ.

დასავლეთმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი შეიმუშავა: გეშტალტი და ენქაუნთერ-თერაპია, ბიოენერგეტიკა და მრავალი სხვა. აღმოსავლეთმაც ბევრი მეთოდი შექმნა: და-ძენი, ვიპასანა, სუფიების ბრუნვა, იოგა, ტანტრა. დასავლური და აღმოსავლური მიდგომა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ორივე მათგანი მხოლოდ ერთი მთლიანობის ორ ნახევარს წარმოადგენს; შესაბამისად, ორივე მათგანს რაღაც აკლია.

აღმოსავლურ მეთოდებს მედიტაციური სივრცის შექმნა შეუძლიათ, თუმცა თქვენ იმდენად იძირებით საკუთარ თავში, რომ გაქრობას, ცხოვრებიდან წასვლას იწყებთ; აღმოსავლეთის ყველა მეთოდს ესკაპიზმამდე* მივყავართ. ადამიანს უნდება მონასტერში ჩაიკეტოს, ჰიმალაებში გაემგზავროს, შორეული გამოქვაბულის სიმარტოვეში ჩაიკარგოს. აღმოსავლური მეთოდები ადამიანს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვროს მარტოობის სიხარულში, მაგრამ რაღაც არსებითი მაინც იკარგება.

ამას გარდა სიცოცხლე ურთიერთობა, გამთლიანება, ერთობაც არის. ეჭვი არაა, რომ სიმარტოვის ნეტარება მშვენიერია, თუმცა ეს მთელი ამბის მხოლოდ ერთი ნახევარია; აუცილებელია ვისწავლოთ ნეტარებაში ყოფნა მაშინ, როცა ჩვენს გვერდით სხვაც არის. თუ თქვენ ნეტარი ხართ მაშინ, როცა თქვენს გვერდით სხვაც არის, თქვენი ნეტარება უფრო მაღალ საფეხურს აღწევს. მორტო მყოფნი, თქვენ იმ მუსიკოსს გავხართ, ფლეიტაზე სოლოს რომ ასრულებს, სხვებთან გამთლიანებით ნეტარებაში მყოფნი კი ორკესტრს ემსგავსებით.

დასავლეთმა შექმნა მეთოდები, რომლებიც ადამიანს გარეთ ექაჩება. აქ ის გაერთიანების უნარს იძენს და ურთიერთობასა და თანაქმედების სიხარულს ეზიარება. ეს სიყვარულის მეთოდებია, მაგრამ მათაც აკლიათ რაღაც მნიშვნელოვანი. ადამიანი ტკბება ურთიერთობით, მაგრამ მარტო დარჩება თუ არა… ადამიანი ძირითადად მარტოა.

მარტოხელა იბადები და მარტოხელა კვდები. სულის სიღრმეში ყოველთვის მარტოხელა ხარ. გარეგნულად ბედნიერი ხარ, თუმცა სადღაც შიგნით, ძალიან ღრმად ბუნდოვანი, თითქმის შეუმჩნეველი ტანჯვა მაინც გრძელდება. შენ არ შეგიძლია შეეფეთო და თვალი გაუსწორო საკუთარ თავს, შეხვდე მას.

დასავლეთის ყველა მცდელობამ კრახი განიცადა, რადგან აქ განვითარება მხოლოდ გარეგნულმა ჰპოვა; აღმოსავლეთს უფრო მეტად გაუმართლა, რამეთუ ყველა მისი მეთოდი ინტროვერტულია. ადამიანი კი არც მხოლოდ გარეგნულს ეკუთვნის და არც მხოლოდ შინაგანს.

შევეცდები პირველად შევქმნა გარეგნული და შინაგანი მიდგომების სინთეზი და ორივე მეთოდი ხელმისაწვდომი გავხადო, იმისათვის რომ ადამიანი ადვილად გადადიოდეს გარეგნულიდან შინაგანზე და პირიქით, და რომ ადამიანის ამგვარ კატეგორიებად დაყოფის მოთხოვნილებაც არ ჩნდებოდეს. ადამიანი შეიძლება გახდეს მოქნილი, მდინარი.
ახლოვდება ტანტრას დღეები. ადრე თუ გვიან ტანტრა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ფართო მასებში შეაღწევს, რამეთუ დადგა ჟამი _ პირველად მომწიფდა ყველა პირობა სექსის ბუნებრივი აღქმისათვის. სრულიად დასაჯერებელია, რომ აფეთქება დასავლეთში დაიწყება _ ამისათვის ხომ ფროიდმა, იუნგმა და რაიხმა ნიადაგი შეამზადეს. მათთვის ტანტრას შესახებ არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ტანტრას ევოლუციისთვის პირობები სწორედ მათ შექმნეს. დასავლური ფსიქოლოგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობის ძირითადი პრობლემა რაღაცნაირად სექსთან არის დაკავშირებული, ადამიანის ძირითად სიგიჟეს სექსუალური მიმართულება აქვს.

ვინაიდან სექსუალურობა ყოველივეს ქვაკუთხედად ცხადდება, ტანტრა კაცობრიობის მონაპოვრის ნაწილი უნდა გახდეს. მას უნდა სწავლობდნენ ყველა სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტებში, თითოეულ ტაძარში, თითოეულ ეკლესიაში _ ტანტრა ყველგან უნდა იყოს! ადამიანს აუცილებლად უნდა ასწავლდნენ იმას, თუ როგორ უნდა იყენებდეს სექსუალურ ენერგიას ზე-ცნობიერების მისაღწევად. წარსულში ამგვარი მიდგომა ძალზე რთული იყო, ამიტომაც ტანტრა უმეტესობისთვის მიუწვდომელ, საიდუმლო მეცნიერებად რჩებოდა.

მთელი ჩემი ძალისხმევა იმ მისტიკური საბურველის ახდისკენ არის მიმართული, რომლითაც ტანტრა წარსულის ოკულტისტებმა შებურეს. ტანტრა წმინდა წყლის მეცნიერებაა! თანდათან იზრდება ალბათობა იმისა, რომ საუკუნის დასასრულისთვის ტანტრა მთელს მსოფლიოში გავრცელდება. კაცობრიობა პირველად არის მზად მისი სიბრძნის აღსაქმელად. აქამდე ტანტრას აღსაქმელად მხოლოდ მცირერიცხოვანი ადეპტები იყვნენ მზად.

და ტანტრა მოვა დასავლეთიდან. ის არ მოვა აღმოსავლეთიდან, რამეთუ აღმოსავლეთი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს _ ყოველ შემთხვევაში წარსულ ათასწლეულში…

თარგმნა ლევან რამიშვილმა

სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია 

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5) 

ნანახია:(608)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი“ — ლევან რამიშვილი

დაე, იარონ უოქინგ დედებმა!.. ანუ ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი   რა მოხდა 12 მაისს? არც მეტი, არც ნაკლები –  ს


ღვთის იმედზე იყავი

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე აკბარი გახლათ. კეთილგანწყობისა და სამართლიანობის გამო მას კაცთა მოდგმის მფარველს უწოდებდნენ. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა და


„სწორედ ეს გვაქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ, უგუნურ და პლებეურ ერად“…

„გუშინ ერთმა მეგობარმა დამიკომენტა, რომ თურმე ყველა ადამიანის სიყვარული «პოზიორობა» ყოფილა და მეტი არაფერი… გული მწყდება, რომ საქართველოში იდეის დონეზეც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*