სექსუალური რევოლუცია — მადიტა დიკჰუდისა და მაგნო შავდიას საჯარო ლექცია

by admin | Май 26, 2016 09:27

31 მაისს, 16 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში გაიმართება მაგნო შავდიასა და მადიტა დიკჰუდის საჯარო ლექცია — დისკუსია თემაზე: სექსუალური რევოლუცია — გიყვარდეს სიცოცხლე სხეულში.

თქვენ გელით შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან
ლეგენდარული მადიტა დიკჰუდი  — მართვის სადავეების ფლობის დიდოსტატი და მსოფლიოში აღიარებული NLP ტრენერი თავადვე გახლდათ იმ სექსუალური რევოლუციის უშუალო მონაწილე, რომელიც დასავლურ სამყაროში 1960-იან წლებში მოხდა.

მადიტა გახლავთ ამერიკის ნეიროლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის სერთიფიცირებული ლიდერი და ფსიქოლოგი. იგი ოშოს გამორჩეული მოსწავლე იყო და მის აშრამში 30 წლის განმავლობაში იცხოვრა. სადაც კლასიკურ ფსიქოლოგიასთან ერთად ინდურ ფილოსოფიასაც ეზიარა. ამის გამო მადიტას ტრენინგები და ლექციები დასავლური ფსიქოლოგიისა და აღმოსავლური ფილოსოფიის საინტერესო ნაზავი გახლავთ.

მაგნო შავდია არის სიცილის თერაპევტი, მადან კატარიას სიცილის იოგის სკოლის წარმომადგენელი, ოშოს მოსწავლე და მედიტაციის ლიდერი.

ლექციაზე სტუმრები დასავლურ სექსუალურ რევოლუციას ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავენ, შემდეგ კი ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს შესაძლებლობა მიეცემა ჩერთოს დისკუსიაში და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვებზე..

31 მაისი, 16 საათზე

თავისუფალი უნივერსიტეტი

113-ე აუდიტორია 

ნანახია:(118)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/seqsualuri-revoluci-giyvardes-sicocxle-shenshi/