ნიშანი «სდექ!!!» — გავლა აკრძალულია! ბლოკია წარმატების სავალ გზაზე…… | Jolo.ge


ნიშანი «სდექ!!!» — გავლა აკრძალულია! ბლოკია წარმატების სავალ გზაზე……

ნიშანი «სდექ!!!» — გავლა აკრძალულია! ბლოკია წარმატების სავალ გზაზე……

როგორ გგონიათ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანაქნამ გზაჯვარდენინზე, თუკი ყოველ კუთხეში იქნება ნიშანი  -«სდექ » გავლა აკრძალულია?

ან როგორ გააგრძელებ მოძრაობას თუკი შენ თავს  ყველგან აუკრძალავ მოძრაობას?

შენს ტვინშიც ასე ხდება თუკი ყველა აკრძალვას დაუდებ მას…

რა მოხდება ამ დროს?

ჩაიკეტები საკუთარ თავში, გამოსავალს ვეღარ იპოვი, სად უნდა წახვიდე? ეკითხები შენს თავს ლოგიკურია არა? ყველგან აკრძალვის ნიშანია, საწყალი ჩვენი თავი წარმოგიდგენიათ რა მტანჯველები ვართ საკუთარი თავების….

შემდეგ დაიწყება მოგზაურობა «დიდ დეპრესიაში», ამას მოჰყვება  თქვენი ჯანმრთელობის განადგურება… რეზულტატი: ხდები ავადმყოფი, ან დამოკიდებული ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე და კიდევ ვინ იცის რას მოიფიქრებს ადამიანი «დეპრესიის მოქალაქეობის დროს» შემდეგ ჯაჭვური რეაქციის წყალობით თუ ინფექციური დაავადების სიმპტომივით ყველაზე გადადის შენი აკრძალვის დაავადება: ოჯახის წევრებზე, სამსახურში, ქუჩაში და არასწორი ენერგიის გაცვლის შედეგად ვღებულობთ ნეგატიურ განწყობას, ნეგატიურ ურთიერთობებს, რომელსაც კარგი არაფერი მოქავს თქვენთვის…..

ახლა იკითხავთ საიდან მოდის ეს ამკრძალავი ნიშნები, საიდან? აქაც ჩაკეტილი წრეა … საიდან და ჩვენი ბავშობიდან, მოძველებული ტრადიციებიდან, ვიღაცის ძალით თუ ნებით თავსმოხვეული დადგენილი ცხოვრებისეული წესებიდან. ახლა ალბათ მიხვდით, საიდან მოვიდა თქვენში ესა თუ ის აკრძალვა… ეს თქვენი ბლოკია წარმატების სავალგზაზე……

ახლა ხომ უკვე დიდი ხარ… გაანალიზე რას ნიშნავს  შენთვის ესა თუ ის აკრძალვა, მართლაც ასე საშიშია შენთვის? თუ ვიღაცის თავს მოხვეული შეხედულება, გაანალიზე შენ ხომ ეს  შეგიძლია, ნელ-ნელა მოხსენი ეს მოძრაობის ნიშანი ან შეცვალე პოზიტიური ნიშნით დაინახავ, რომ ცვლილება  კიდევ სხვა ნიშანს მოგახსნებინებს და ამ ნიშნების მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი ბუნება. ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრების ჰაერი, რომელიც უნდა შეისუნთქო და ფილტვებიდან შვებით თავისუფლება ამოისუნთქო.

დაბადეთ თქვენს თავში ახალი ადამიანი, რომელასაც სირთულეების დაძლევის აღარ ეშინია. თქვენ ხომ შეიარაღებული ხართ იმ ინსტრუმენტით, რასაც  გონების თავისუფლება ჰქვია, წარმატება ჩვენშია, წარუმატებლობა მოცემული გაკვეთილებია, რომელსაც მეცადინეობა სჭირდება…..

გამახსენდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, როდესაც ვინმე გაკვეთილს არ მოამზადებდა  ასე ამბობდა: «იური გაგარინმა კოსმოსი დაიპყრო და შენ წიგნის ორი გვერდია ვერ დაგიპყრიაო», 

დაიპყარით საკუთარი შეცდომების გაკვეთილები სწორედ ამაში დევს თქვენი წარმატების მარცვალი, ან ძაფის წვერი ანდა გასაღები, რაც გინდათ ის დაარქვით…………

ავტორი: დონრი სამადაშვილი

 

ნანახია:(161)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმოგზაურე საკუთარ თავთან და მიიღე კითხვებზე პასუხები

უკვე რამდენიმე წელია რაც მანდალას, ყოველდღე ან დღეგამოშვებით პატარა ბლოკნოტში ვხატავ. 📕📚🎨🖌🏵მოგზაურობის დროს ეს ბლოკნოტი სულ თან დამაქვს და როგორც ბავშვობაში,


იყავი ფხიზლად, კარგად დააკვირდი მოვლენებს …

რთულია, როცა ადამიანი ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. ისიც რთულია შეაგნებინო ადამიანს, რომ მისმა არასწორმა ქმედებამ და


„როგორ დავძლიოთ განსაცდელი?“ — ბედნიერებისკენ სავალი გზა

— როგორ დავძლიოთ განსაცდელი? — ნურასდროს განიკიცხავთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ ღვთიურები ხართ. ნუ შეადარებთ და ნუ გაყოფთ. ყველაფრისთვის მადლიერები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*