სცენაზე გათამაშებული მსახიობის რეალობა მესხეთის თეატრში | Jolo.ge


სცენაზე გათამაშებული მსახიობის რეალობა მესხეთის თეატრში

სცენაზე გათამაშებული მსახიობის რეალობა მესხეთის თეატრში

ვახტანგ ბერიძის სახელი დღეს ბევრმა იცის. იციან რომ აჭარის ულამაზეს მთებში ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოახერხა და მთის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მის მიერ დაფუძნებულმა ლიტერატურულმა ფესტივალმა „ზე-კართან“ , ბევრისთვის მივიწყებული ისტორიები გააცოცხლა და აჭარის ტრადიციები და კულტურა ქვეყნიერებას მოჰფინა … ამ ფესტივალის წყალობით, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ხელოვანს მასპინძლობს, აჭარა ბევრი პოეტის მუზად იქცა.

მთის შვილს, რომელიც დიდი საქმით გაიცნო ხალხმა, დღეს თეატრში ნახავთ. რეპეტიციის ციებ-ცხელებით არის შეპყრობილი. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დრამის რეჟისორი თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. სპექტაკლს მესხეთის თეატრში დგამს. ამავე თეატრში წლების წინ მისივე რეჟისურით დათო ტურაშვილის „დოდოს მოლოდინში“ გათამაშდა. ამჯერად ახალგაზრდა დრამატურგის, ირმა ტალავაძის პიესაზე მუშაობს.  პრემიერა 10 ოქტომბერს გაიმართება. ამ ახალი სპექტაკლით მესხეთის თეატრის ახალი სცენა იხსნება.

ვახტანგ ბერიძე: ბედნიერი ვარ რომ ამდენი წლის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს დედა პროფესიას. ეს ის არის რაც ყველაზე ძალიან მჭირდებოდა და მენატრებოდა… ამჯერად ვდგამ სპექტაკლს, „კედელი გადაგდებული პორტრეტისათვის“.

ეს პიესა ახალგაზრდა ნიჭიერმა დრამატურგმა კონკურსისთვის შექმნა. ის იმდენად კარგად იცნობს თეატრს, იმდენად კარგად იცის თეატრის სტრუქტურა და მსახიობების დღევანდელი მდგომარეობა, რომ ასე გგონია თეატრში გაიზარდა, მთელი ცხოვრება სპექტაკლების დადგმის თანამონაწილე იყო და რამდენიმე მსახიობის ცხოვრება ზეპირადაც იცის.

 

— რაზე არის სპექტაკლი და რისი თქმა გინდათ ამ სპექტაკლით მაყურებლისთვის?

— „გადაგდებული პორტრეტი“ სხვადასხვაგვარი სიყვარულის ამბავია და ამასთანავე, უსაზღვრო ერთგულების, ძიების, წარსულსა და აწმყოს შორის გაბმულ უწვრილეს ხიდზე წონასწორობის შენარჩუნების…

აქ ნახავთ ოთხმოც წელს გადაცილებულ ეკატერინეს, ერთ დროს საქვეყნოდ აღიარებულ მსახიობს, რომელსაც ახალ სინამდვილესთან შეგუება უძნელდება. მსახიობს, რომელიც ასაკში როცა შედის ყველას ავიწყდება … გარდაცვალებამდე ბოლო სამი დღის ამბავს ვყვებით… ძალიან ემოციური ამბავია ….

-ვინ თამაშობს 80 წლის სახელოვან ქალბატონს?

— მესხეთის თეატრში ამ როლს თამაშობს ქალბატონი გალინა ხვიჩია, რომელიც  ამ თეატრის უხუცესი მსახიობია. ის 50 წელზე მეტია რაც სცენაზე დგას და 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. ქალბატონი გალინა ამ თეატრის თანადამაარსებელი გახლავთ.  მესხეთში არის 3 მსახიობი, რომლებიც შემორჩენილები არიან იმ დიდი ეპოქიდან. ქალბატონი გალინაც გახსნის დღიდან მოღვაწეობს ამ თეატრში. თუმცა, ჩვენი გმირის მსგავსად ისიც ასაკის გამო, რადგან თანამედროვე დრამატურგები არ წერენ ასაკოვან მსახიობებზე ხშირად, თეატრის გარეთ არის დარჩენილი.

— როგორ შეხვდა ამ როლს?

-ძალიან ნერვიულობს, ფსიქოლოგიური როლია. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნიუანსებით დამუხტული.  ფიქრობს რომ ეს არის მისი ბოლო როლი, რომელსაც ითამაშებს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ… ვიცი და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვნახავ სხვა როლებზე ამ ნიჭიერ მსახიობს.

ვფიქრობ, განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის პროფესიაში გარკვეული ისტორია და გარკვეული პერიოდი შექმნეს და ეს დღევანდელობა, რომელიც სახნისივით გადის და გვგონია რომ ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია, ასე არ არის. ჩვენზე წინ მოღვაწეობდნენ ადამიანები, რომლებმაც  ბევრი რამ გააკეთეს, ამ შემთხვევაში თეატრი მაქვს მხედველობაში და მე ამ სპექტაკლით ყველა ღვაწლმოსილ და ასაკოვან მსახიობს ვეუბნები, რომ მახსოვს, ძალიან მიყვარს და მათი ღვაწლი ქართული თეატრისთვის მიმაჩნია ძალიან დიდია და მნიშვნელოვანი. მადლობა მათ ამისთვის.

მადლობა ქალბატონ ლია სულუაშვილს, გაუმართლა მესხეთის თეატრს, რადგან წლებია სანდო ხელშია. ქალბატონი ლიას ღვაწლი, როგორც მსახიობის და ხელმძღვანელის დიდია ამ მხრივ. რომ არა ის, შესაძლებელია დღეს ჩემი პერსონაჟის ცხოვრებით ეცხოვრათ აქაურ მსახიობებს, მაგრამ დღეს ყველაზე მძაფრი პულსით ცხოვრობს თეატრი.

ნანახია:(134)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«როგორ, საიდან არ ვიცი, მაგრამ ეს გოგო რომ საგულდაგულოდ ჩამოსხმულია და სასაწაული გამოგივიდათ ფაქტია… დამუნჯებული ვარ»

«გოგიჩა და ბანძიკა რა დაწექით რა ადექით, რანაირად მოახერხეთ, რა საშუალებებით, ღმერთი ურევია, არ ურევია.. როგორ, საიდან არ ვიცი, მაგრამ


კახა ბენდუქიძე და ქეთი დევდარიანი ერთად გადაცემის გაკეთებას აპირებდნენ

„ჩვენი ვერშემდგარი დუეტი“ — ამ წარწერით აქვეყნებს კახა ბენდუქიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს „ჩემი ცოლის დაქალები»-ს სცენარისტი სოციალურ ქსელში.  ფოტოები სტუდიაშია


მიმართვა საზოგადოებას — გიორგი ბარბაქაძე

„თუნდაც რამდენიმე საკითხს რომ მიეცეს ფართო რეზონანსი და სათანადოდ გაშუქდეს, უდიდესი ცვლილებები შეუძლია გამოიწვიოს“ — წერს სოციალურ ქსელში ხელოვანი გიორგი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*