„საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია“… | Jolo.ge


„საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია“…

„საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია“…

12-13-14 მაისი, 2018

„აი, ასე ვატანთ ქარს და წყალს ჩვენს ნიჭს, ძალას და ენერგიას… სანამ ახალგაზრდები ვართ ათას ყლეობაში, წამალში, სასმელში, საკუთარი თავისა და სხვისთვის ზიანის მოტანაში ვანიავებთ ამ ეფემერულ ცხოვრებას — ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ჩვენს და ჩვენი საერთო ქვეყნის საკეთილდღეოდ…

და მიდის ფანტვა როგორც მაშინ, როდესაც საფრანგეთის ელჩი გაოგნებული წერდა დადიანის ელჩზე სტამბულში: ამ პატარა ქვეყნის შვილებს საკუთარი სისხლისა და ხორცის ასე განიავება როგორ შეუძლიათო… ტყვეთა სყიდვას ჰგულისხმობდა, რომელთაც ყოველდღე ათეულობით ყიდდა ელჩი სტამბულის საუკეთესო რესტორნებში მოსალხენად…

და როდესაც ფანტვის ვნება ქრება და ხვდები ამ ყველა სისულელის ამაოებას, და დგება დრო შეგროვებისა, ხედავ რომ აღარც ენერგიაა, აღარც ძალა და აღარც სურვილი რამის შექმნის და გაკეთებისა…

და ვხედავ დღეს, როგორ დგანან ერთ მხარეს ბალახით და წამლით დაშტერებული ბავშვები და ანთხევენ იმ ენერგიას, რაც შერჩენიათ; მეორე მხარეს ნაცისტი ახალგაზრდები დგანან, ზედაპირული და მავნე იდეოლოგიით მოწამლულები, მაგრამ საუკეთესო განზრახვებით. სხვანაირად არ იციან, ვერ ხვდებიან, არ გაუგიათ. ერთთაც და მეორეთაც მხოლოდ კარგი უნდათ, რომ მოუსმინო…

და დგას მათ შორის პოლიცია, ჯან-ღონით სავსე ბიჭები, რომელმაც ორივე მხარე უნდა გააჩეროს. და მიქრის ამდენი ენერგია ტურბულენტურ მილში, უაზროდ, უმისამართოდ, და მისი ვექტორების ჯამი უცილობლად ნულია.

აი, ასეა. საზოგადოების მენტალურად დაავადება შავ ჭირზედაც უარესია.

პ.ს.ჰო, კიდევ ვიტყვი, რომ საკუთარ თავსაც ვგულისხმობ ამ ყველაფრის თქმისას…

ცოტნე გამსახურდია

 Francis Prymerski

   

ნანახია:(86)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბექა გოჩიაშვილის სამშობლო — NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!

ბექა გოჩიაშვილი: „სამშობლო მოხუცი მშობელივითაა, რომელსაც მოვლა და სიცოცხლის შენარჩუნება უნდა და რა თქმა უნდა ეს ერთხელ არ კეთდება, მთელი


გსურს გახადო წარმატებული შენი ბიზნესი ?!

«ჟოლოს» შემოქმედებითი ჯგუფი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, როგორც თქვენი ბიზნეს-საქმიანობის, ასევე საკუთარი თავის წარმოსაჩენად. სარეკლამო მომსახურებაში შედის:   ✅ სტატია, ✅


«Last christmas»-ის შემსრულებლისთვის 2016 წლის 25 დეკემბერი ბოლო შობა აღმოჩნდა

  53 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი შობის დღეს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<