საზოგადოება, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული — „თერთმეტი“ | Jolo.ge


საზოგადოება, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული — „თერთმეტი“

საზოგადოება, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული — „თერთმეტი“

ათი ქალის გაშიშვლებული ისტორია, რომლებიც თავიანთი ამბებით ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უმეტეს შემთხვევაში აგრესიას იწვევენ. ამბები, რომლებიც აშფოთებს, აღაგზნებს და შუაზე ხლეჩს საზოგადოებას.

15,16 მაისს, 20:00, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულის სცენაზე , დამოუკიდებელი პროექტის „ თერთმეტი“ პრემიერა შედგება.

სპექტაკლი, ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი თავისივე მსგავსი ადამიანებისთვის.

ეს არის  სპექტაკლი რეალურ ისტორიებს ეფუძნება. პიესის ავტორმა და რეჟისორმა ეკატერინე კატო შარიქაძემ გადაწყვიტა ეს  ისტორიები შეეგროვებინა და ერთ ამბად აკინძა.

აქ ყველაზე ამაზრზენ ამბავსაც კი გააჩნია საკუთარი სიმართლე, მეორე მხარე, გამართლება. სპექტაკლი ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი ადამიანებისთვის.

პიესის ავტორი და რეჟისორი ეკატერინე კატო შარიქაძე, ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძე, რეჟისორის ასისტენტი თამაზ ქარაული.

მონაწილეობენ: ანი ზაბმახიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სოფო ახუაშვილი, ნინო არჩაია, თამარ ლორთქიფანიძე, სოფო ფერაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, თამარ ცქვიტინიძე, სალომე წურწუმია, ნინო კიკაჩეიშვილი.

სპექტაკლში გამოყენებულია Kordz ის მუსიკა.

განსაკუთრებული მადლობა სოციალურ საწარმო „ ანინას“, რომელმაც იზრუნა მსახიობების ჩაცმულობაზე.

 

ნანახია:(46)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა

ლეგენდარული პრიმადონა, შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ქართველ საოპერო დივას,  82 წელი შეუსრულდებოდა. ცისანა ტატიშვილი, 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის


„ცოცხალი წიგნების“ სამტომეულის პრეზენტაცია

 13 აპრილს, კულტურის სამინისტროში პროექტი „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. სამტომეული .გამომცემლობამ „ნოტა ბენე“ გამოსცა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა


ალენ დელონი თბილისშია

ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი თბილისშია. მსახიობი დღეს, გამთენიისას საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. »საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი. ეს არის ახალგაზრდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*