საზაფხულო კაფე, რომელსაც თქვენც ისურვებდით ამ ქალაქში | Jolo.ge


საზაფხულო კაფე, რომელსაც თქვენც ისურვებდით ამ ქალაქში

საზაფხულო კაფე, რომელსაც თქვენც ისურვებდით ამ ქალაქში

ერთ-ერთ რადიოსადგურში სტუმრობისას ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ ასეთი ისტორია მოჰყვა:

«ერთხელ მე და დე სიკა მისი ფილმის («ქორწინება იტალიურად») სცენარზე ვმუშაობდით. ამისთვის ნეაპოლში მომიხდა ჩასვლა. დე სიკამ ნიშნისმოგებით მითხრა: «ვიცი, რომ ჩრდილო იტალიელებს სამხრეთელები ნაკლებად გიყვართ. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდება».

დე სიკამ ყავაზე დამპატიჟა. ჩვენ დავსხედით საზაფხულო კაფეში, რომელიც სადგურის მოედანზე იყო განთავსებული. საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო. შემოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიმტანს უთხრა: «ხუთი ყავა — ორს აქვე დავლევთ, სამს კი დავიმახსოვრებთ».

მათ მართლაც ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს. თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ. მე დე სიკას მივუტრიალდი: «რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?» დე სიკამ მითხრა: «მოიცადე». შემოდიან ახალგაზრდები, გოგონები, ვაჟები. ჩვეულებრივად უკვეთავენ ყავას, საფასურს იხდიან, სვამენ და მიდიან.

კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შემოვიდნენ. ისინი სამნი იყვნენ, მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: «სამს დავლევთ, ოთხი — დავიმახსოვროთ». შვიდი ყავისას იხდიან, სვამენ სამ ფინჯან ყავას და მიდიან. შემდეგ ერთმა ბიჭმა შეუკვეთა ორი ფინჯანი, ერთი დალია, ერთიც დაიმახსოვრა. მე დე სიკას ვუყურებდი, ის — დუმდა. შუადღე დადგა.

მზე ანათებდა. გაღებული ვაგზლის წინ მდებარე მოედანი მზის თვალისმომჭრელ სინათლეში იყო გახვეული. ამ სინათლეში ნელ-ნელა ჩრდილი გამოიკვეთა. კაფეში წყნარად შემოვიდა აჩაჩულ-დაჩაჩული მათხოვარი. მან აქეთ-იქით მორიდებით მიმოიხედა, შემდეგ ბარმენს ჩუმად, ძლივს გასაგონად მიმართა: «დამახსოვრებული ყავა არის?»

ნანახია:(283)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხშირად ესტუმრეთ დედას  — გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე

მშობლები რაც უფრო დიდხანს გვყავს გვერდით, მით უფრო ბედნიერი ადამიანები ვართ. ხდება ხოლმე ისე, რომ საკუთარ საქმეებში ისე ვართ ჩართული


«ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს_წარსული»_ოსკარ უაილდი

1)ადამიანი ყველაზე გულწრფელი მაშინაა, როცა საკუთარ თავს ესაუბრება. მიეცით მას ნიღაბი და იგი სიმართლეს გეტყვით. 2)ყველა წმინდანს აქვს საკუთარი წარსული


3 მცენარე, რომელიც თქვენს სახლს სურნელებით აავსებს

გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ინტერიერს გვილამაზებენ, ზოგიერთ მათგანს შეუძლია სასიამოვნო სურნელითაც აავსოს სახლი. გამოვყოთ 3 ყველაზე არომატული ყვავილი, რომლებიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<