„სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა“ … | Jolo.ge


„სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა“ …

„სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა“ …

„საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს მარშუტკაში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან… ახლაც არ ვიცი ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებოდა თვითმფრინავი…

ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა… მორიგე ვიყავი სამსახურში, ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა მერე დავტოვებო, ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი მოიოხა გული ჩემთან…

დედაზე იყო გაბრაზებული… 8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო… სად გაექცევა ეს სახლიო, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო, ვეუბნები ბარემ დაგვემთვრებინა ესეც, რო ჩამოვიდეს აქ რას ვიზამთ არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო… ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!… უკვირდა შვილს… ხელისგულზე გაზრდილს… ბინიანს, მანქანაგამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს… და დედას გაწირულს, გაყიდულს… საკუთარ სახლში სიკვდილის უფლებაჩამორთმეულს… სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო «უმუშევარი» ქმარშვილი…))

ტრაგედია კიდევ ის უფროა რომ მრავლად არიან დღეს ასეთები.. მოხუცი მშობლების ხარჯზე გვერდებგასიებული უსაქმურები, შუბლის ძარღვი რომ არ უწყდებათ ისე ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულს და სჯერათ რომ «გაუმართლა» მშობელს იმით რომ ამერიკელს ემსახურება და არა ბერძენს…. ჰო… რატომ მოვყევი ამდენს… მადლობა მინდა ვუთხრა დედას რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის… რომ რა დროსაც არ უნდა დამჭირდეს ვიცი გავაღებ კარს და იქ დამხვდება…

ჯანდაბამდეც გზა ჰქონია სახლს სადაც დედა არ იქნება…

ჰო და კიდევ… კინაღამ დამავიწყდა მეთქვა… ჩემს სახლს არ აქვს მეტალოს ფანჯრები, გაგიკვირდებათ და არც ცენტრალური გათბობაა, მაგრამ დავიფიცებ სამყაროში თუ რამე არსებობს საფიცარი, რომ ჩემი ბავშვობის სახლში ყველაზე მეტად თბილა»

ავტორი უცნობია, ამბავი ნაცნობი, რეალური

ნანახია:(59)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რა დაგვემართა?“ — გოგა ჩანადირი

გახშირებული ოჯახური ძალადობა, მეუღლეების ხოცვა, ბავშვების დაწიოკება, ძარცვა-ყაჩაღობა მკვლელობით (რაც ახლახანს ვაჩიანში მოხდა, დიასახლისისა და 3 შვილის მკვლელობა), თანაც, ახალგაზრდების


ხარმა თავისი საქციელით ყასბები აატირა

ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოველებს განცდები ნაკლებად აქვთ, მაგრამ … ჰონგ-კონგში მომხდარმა შემთხვევამ ნამდვილად შეცვალა რამდენიმე ადამიანის ცხოვრება. ცხოველების ერთ-ერთ სასაკლაოზე


„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ — ქართული გარემო ბრიუსელში

ემიგრანტ პოეტ ქალბატონს, სოფო ფოცხვერაშვილს „ჟოლოს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს; ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ შვეიცარიაში მცხოვრები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*