„სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა“… | Jolo.ge


„სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა“…

„სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა“…

დღეს ავტობუსში, რომ ვიჯექი ვიღაც გაძვალტყავებული ბებო ამოვიდა, რომელსაც ძალიან თხლად ეცვა და ფეხები ჩინურ დახეულ ჩუსტებში წაეყო. ჰოდა მძღოლის შენიშვნაზე რატომ გაცვია ასე თხლადო სახლში შუქი არ მაქვს, აბანოში ვიყავი , ერთადერთი კურტკა გავრეცხე და სველს ვერ ვიცმევო.

სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა, მრცხვენოდა ჩემი ამ ქმედების საჯაროდ გამოხატვა… წინ მჯდომმა ბიჭმა ღელვა და წრიალი შემატყო და გაოცებულმა გადმომხედა რამდენჯერმე. მეშინოდა შეურაცხყოფად არ მიეღო ჩემი ეს ნაბიჯი, რის გადადგმასაც ვაპირებდი. არ ვიცი რა ძალამ გამახდევინა ჩემი თბილი წითელი შალის პალტო და ჩამაცმევინა იმ ქალისთვის.

თვალები სიხარულით გაუფართოვდა და ტუჩებთან გაჩენილი ნაოჭები ბედნიერმა ღიმილმა წამიერად გაუქრო. მლოცა და მლოცა, აღმოჩნდა, რომ 13 ივნისის წყალდიდობამ შვილი დაუკარგა უგზო უკვლოდ, ყოველმხრივ საცოდავი იყო, დავბრუნდი ჩემს სკამზე აწითლებული სახით და ყურებში ნაუშნიკები გავირჭე, რომ დავმალვოდი გაოცებული მგზავრების თვალებს. იღიმოდა მძღოლი, იღიმოდა ის ბიჭიც წინ, რომ მეჯდა… ჩასვლის წინ მძღოლმა კარგი კარგი გოგო ხარო მომაძახა. მოვასწარი და მივწერე სმსით ეს ყველაფერი ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც დეპრესია აქვს, თან ძალიან სერიოზული, რომელსაც ამ შემთხვევამდე დავემშვიდობე: ვიცი, რომ სიგიჟეა რასაც ეხლა მოგიყვები, მაგრამ დამიჯერე მარტო ასეთი რაღაცეებისთვის ღირს სიცოცხლე თქო. მომწერა გაგისაჯაროებო, მაგრამ დავასწარი)).

ნოემბრის ამ ცივ და გაყინულ ღამეს დამიჯერეთ ყველაზე გამთბარი მე ვბრუნდებოდი სახლში. გამთბარი რაღაც უხილავი კმაყოფილების შეგრძნებით და აინუნშიც არ ვაგდებდი გაოცებული ხალხის მზერას, რომლებიც თბილ სამოსში ჩაფუთნულნი მიყურებდნენ ეს შიშველი გადარეული სეზონის გიჟი ვინააო ))

ჰოდა ეხლა ვნანობ, რომ კოორდინატები ვერ გამოვართვი ბებოს… ვიცი, რომ მუხიანში ცხოვრობს.

ჰოდა ვინმემ თუ შენიშნეთ ხასხასა წითელპალტოიანი ძალიან გამხდარი და ასაკიანი მოხუცი გთხოვთ მისი კონტაქტები მომაწოდეთ. დამიჯერეთ არავის არ ეცმევა ასე..
არ დამიწყოთ ეხლა თავს იპიარებ და რაღაცეები…
უბრალოდ, წლებია ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი არ ვყოფილვარ

Tiko Kvaliashvili

ნანახია:(54)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების


»სტარბაქსის» სახელით თაღლითობა – თბილისური კაფეები ლიცენზიის გარეშე

მსოფლიოში ცნობილი ყავის ბრენდის, „სტარბაქსის“, სავაჭრო ნიშნისა და ლოგოს ქვეშ მოქმედი კაფეები თბილისშიც  გამოჩნდა. კაფეები აქტიურად იყენებენ მსოფლიო ბრენდის ოფიციალურ


„და განა მარტო მე… ყველა ქალი ასეა სოფელში“…

შრომაა სოფელი და ჩემი ყოველი დღეც. ხანდახან დაღლილსა და გადაქანცულს ბალიშზე თავის მიდებისთანავე წამიღებს ძილი. ეს მაშინ, თუ ხვალინდელი საფიქრალი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*