სავარჯიშო პოზიტიური აზრებისთვის | Jolo.ge


სავარჯიშო პოზიტიური აზრებისთვის

სავარჯიშო პოზიტიური აზრებისთვის

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნეგატიური აზრები ჩვენზე უარყოფითად მოქმედებენ, და ჩვენს მოქმედებებს, ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან მჭიდრო ურთიერთობებში ვართ სხვა ადამიანებთან, მათი უარყოფითი აზრების მოზიდვაც მარტივად შეგვიძლია. 

თქვენი აზროვნების სიწმინდის მთავარი ასისტენტი არის ინფორმირებულობა.

უარყოფითი აზრების შემჩნევის უნარი თუ გაქვთ, ჩათვალეთ, რომ წარმატების 50% მიღწეულია. რადგან როგორც კი ნეგატიურ ფიქრებში აღმოჩნდებით არჩევანს გააკეთებთ — დატოვებთ ყველაფერს ისე, როგორც არის, ან შეცვლით თქვენთვის სასურველი გზით.

თუ თქვენი ცნობიერების სისუფთავით და სიჯანსაღით ხართ დაინტერესებულნი შემდეგი სავარჯიშოები გამოდგებათ.

როგორც კი უარყოფით აზრს დაიჭერთ საკუთარ თავში, აუცილებლად შეაჩერეთ აზრების ნაკადი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მას.

დასაწყისისთვის, მიესალმეთ ამ აზრს:

— გამარჯობა! მე შენ ძალიან კრგად გხედავ!

ამით თქვენ აჩვენებთ თქვენს ნეგატიურ აზრს, რომ თქვენ ის დააფიქსირეთ.

შემდეგ დასვით შეკითხვა:

— ვისი ხარ? საიდან მოდიხარ?

ქვეცნობიერს შეუძლია მოგცეთ სხვადასხვა ვარიანტი — ეს შეიძლება იყოს საკუთარი გამოცდილება, მეგობრების აზრი, საინფორმაციოში გაჟღერებული ახალი ამბები. როცა ფიქრის წყაროს გააცნობიერებთ, ხმამაღლა თქვით:

— ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არ არის ჩემი ფიქრი!

შეცვალეთ უარყოფითი ფრაზა პოზიტიურით და გაახმოვანეთ.

ახალი პოზიტიური ფორმულირება გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ ნეგატიურს სრულად არ შეცვლის და არ გადაფარავს.

მიზანშეწონილია ტრანსფორმაციის გაძლიერება ემოციური მდგომარეობით — გაიღიმეთ, გასწორდით, ასწიეთ თავი მაღლა, გაიმართეთ ზურგში, კიდევ უფრო გაიღიმეთ ბედნიერებისგან, ან წამოიცეკვეთ სიხარულით და არ დაგავიწყდეთ, რომ სხეული და გონება ერთობლივად  ბევრად უკეთ მუშაობს.

გისურვებთ მხოლოდ პოზიტიურ აზრებს და სუფთა ცნობიერებას.

ევგენია დრონი

თარგმნა ელენე ტატიშვილმა

🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹

გთავაზობთ 👇👇👇

ევგენია დრონის ვიდეო კურსს «გაცნობიერებული ცხოვრება», რომელიც აუცილებლად მოგაქცევთ წარმატების ტალღასა და სურვილების რეალიზაციის ნაკადში 

თქვენ ისწავლით ბევრად უფრო გაცნობიერებულ ცხოვრებას და მიიღებთ ეფექტურ ტექნიკებს საკუთარი რესურსების აღსადგენად.

შედეგად თქვენ გახდებით საკუთარი ბედნიერების მჭედელი და თქვენი ცხოვრების ოსტატი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://bit.ly/37k2mEk

ან მოგვწერეთ 👉 Evgenia Dron — ქალურობის სტუდია საქართველოში

ნანახია:(2597)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იქნებ მოვიდა დრო თქვენც მოსინჯოთ?..

ყოველი პრაქტიკის და მედიტაციის მიზანია–მივაღწიოთ გონების სულიერ, მშვიდ მდგომარეობას და ავიმაღლოთ ენერგეტიკული ველის ვიბრაციები.  რა მოჰყვება ამას?  🌈თქვენი მდგომარეობა იცვლება,


შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებს

1.იმის რწმენა , რომ შესაძლებელია სხვისი განადგურებით რაიმე სარგებელი მივიღოთ; 2.დარდი იმ საგნებსა და მოვლენებზე, რომელთაც ვერც შეცვლით და ვერც


„ შეცვალეთ საკუთარი თავი… და თქვენ შეცვლით სამყაროს!“

ცვლილება ყოველთვის ხდება — მაშინაც, როდესაც ამას ვაცნობიერებთ და მაშინაც, როდესაც ამას ვერ ვაცნობიერებთ. ცვლილებები აუცილებელია, ამიტომ, ჩვენ უნდა გავხდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<