საუკეთესო სტრატეგიები სწორი მარკეტინგისთვის… | Jolo.ge


საუკეთესო სტრატეგიები სწორი მარკეტინგისთვის…

საუკეთესო სტრატეგიები სწორი მარკეტინგისთვის…

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მარკეტინგის სტრატეგიები იცვლება. სულაც არაა მარტივი სწორად გამოიცნო რისი გაკეთება სჯობს კონკრეტულ მომენტში, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ეს კარგად გამოსდით.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე წარმატებული ადამიანის რჩევას:

 

კევინ ჰარინგტონი: «მიიზიდე ყურადღება. ხაზი გაუსვი იმ დეტალებს, რაც მომხმარებელს მოსწონს და სჭირდება. ღიად დაანახე რა სარგებელი ელოდება შენგან. შესთავაზე ის, რაზეც უარს ვერ იტყვის.

 

ტაი ლოპეზი: «ისაუბრე მათ ენაზე. ნუ ეცდები გამოიყენო რთული ფრაზები, თავგზა აუბნიო. მიეცი მოტივაცია, უბიძგე გააკეთოს ის, რაც შენთვის ხელსაყრელია. თუმცა გამოიჩინე სიფრთხილე ემოციურ ადამიანებთან».

 

სკოტ ოლდფორდი: «დასახე გეგმები სწორად. ამისთვის აუცილებელია საკუთარ თავს დაუსვა კითხვები. გაარკვიე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი კარგად გაყიდო.»

 

მარკ სისონი: «მარკეტინგული კვლევები და ბაზრის კვლევა ჩემთვის პრიორიტეტული არ არის. ყოველთვის მივყვები საკუთარ ინსტიქტებს და ვქმნი პროდუქტებს, რომლებიც თავად მიყვარს.»

 

ბრაიან ქლოქი: «განათლებაზე დაფუძნებული მარკეტინგი უმთავრესია. ეცადე ყოველთვის ისწავლო რაღაც ახალი. ფოკუსირდი კლიენტების პრობლემების მოგვარებაზე.»

 

ლეილა მილანი-ხოშბინი: «გამუდმებით პულსზე გედოს ხელი და იცოდე შენი კლიენტების საჭიროებების შესახებ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია ბიზნესი ვმართო სოციალური ქსელების გარეშე. აქ ყველაზე კარგად მიხვდები რას ითხოვს ხალხი.»

 

ჯონ ბრედოკი: » ის, რაც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საკუთარი მომხმარებლის ცნობაა. სოციალური ქსელები კარგი საშუალებაა, მაგრამ არა ყოველთვის გამართლებული. არის შემთხვევები, როდესაც მეილი, სატელევიზიო რეკლამა უფრო მარტივად მიდის კლიენტამდე, თუმცა რასაკვირველია კარგად უნდა იცნობდე შენს აუდიტორიას, რომ ამის შეფასება შეძლო.»

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საქმიანი მოლაპარაკებების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი კონფლიქტური სიტუაცია გვხვდება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული დიპლომატია. მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნა


თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ, ესე იგი, ასეც იქნება!

ერთხელ ერთმა დიდებულმა იაპონელმა მეომარმა, სახელად ნობუნაგამ გადაწყვიტა, მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი ჯარი. მან იცოდა,


10 საშიში ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები გაურბიან

გთავაზობთ არასწორი ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, რომლებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები. ნებისმიერ წარუმატებელ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი, მაგრამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*