ფსიქოლოგიურ-ტრანსფორმაციული თამაში „სატორი“ | Jolo.ge


ფსიქოლოგიურ-ტრანსფორმაციული თამაში „სატორი“

ფსიქოლოგიურ-ტრანსფორმაციული თამაში „სატორი“

ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, როდესაც თავს ვგრძნობთ მსხვერპლის როლში. ასეთ დროს ვადანაშაულებთ სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს, სიტუაციას, ჩვენგან დამოუკიდებელ მოვლენებს, გვაქვს პრეტენზიები, სინანული, ვეწევით თვითგვემას, გვინდა, რომ ვიღაც შეიცვალოს, ან შევცვალოთ, ვავლენთ აგრესიას, ან წლობით ვატარებთ წყენას,  ვისჯით თავს და არ ვაძლევთ უფლებას, ვიყოთ ბედნიერი…

მსგავს ისტორიებს ხშირად საფუძვლად უდევს ისეთი სულიერი ტრავმები, როგორიცაა ვინმეს მხრიდან უარყოფა, მიტოვება, ღალატი, დამცირება, ან უსამართლობა.  სულიერ ტრავმებს კი თან ერთვის ცხოვრების რომელიმე სფეროს (ჯანმრთელობა, ფინანსები, ურთიერთობა, სამსახური) გაუარესება, ფიზიკური ძალადობა ან ფიზიკური ტრავმა.

ამ ისტორიებში დიდ როლს თამაშობენ  ნეგატიური რწმუნებულებები. მაგალითად: „მე არასაკმარისად კარგი ვარ“, „მე არ ვიმსახურებ საკმარისი რაოდენობის ფულს“, „რომ მაღიარონ, აუცილებლად სრულყოფილი უნდა ვიყო“ და ასე შემდეგ. ემოციურ დონეზე ასეთი მენტალური რწმუნებულებების გამოძახილი ვლინდება სხვადასხვაგვარი ემოციებით (შიში, მრისხანება, სევდა, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი….).

შესაძლოა ადამიანმა ეს განცდები გარეგნულად არც გამოხატოს. ამ შემთხვევაში ნეგატიური განცდები და ემოციები იწნიხებიან არაცნობიერში და ხშირად ქმნიან ენერგეტიკულ ბლოკებს. შედეგად  ორგანიზმში ფერხდება ენერგიის ცირკულაცია.

აღსანიშნავია, რომ „მსხვერპლის ისტორია“ გვეძლევა იმ თვისებებში გასარკვევად, რომლებსაც ვერ ვეგუებით ჩვენს თავში. ჩვეულებრივ, რასაც ვაკეთებთ იმ ჩვენს ასპექტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ მოგვწონს, ეს არის ის, რომ ვმარხავთ მათ არაცნობიერის სიღრმეებში და ვიღებთ სახეს, თითქოს იქ არაფერია. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ არაცნობიერად ვაპროექციებთ ამ თვისებებს სხვა ადამიანებზე და ვაკრიტიკებთ მათ იმაში, რაც არ მოგვწონს საკუთარ თავში. საკუთარი თვისებების ასეთი შეკუმშვა ასევე იწვევს ენერგეტიკული ბლოკების წარმოქმნას.

ენერგეტიკული ბლოკები წარმოიშობა მაშინაც, როდესაც ჩვენი სურვილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს არაცნობიერ რწმუნებულებებთან.

ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით, რომ მხოლოდ  საკუთარი შეცდომები, ნამდვილი სურვილებისა და ტალანტების გაუცნობიერებლობა, ჩვენივე ენერგეტიკული ბლოკები და ნეგატიური რწმუნებულებები არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი.  სწორედ გაუცნობიერებლობის გამო ვიმეორებთ ერთიდაიგივე შეცდომებს,  ვტრიალებთ ერთიდაიგივე წრეზე და ვრჩებით მსხვერპლის მდგომარეობაში. ჩვენი „ მსხვერპლის ისტორია“ კი გვითრევს უკან და არ გვაძლევს წარმატების მიღწევის საშუალებას.

ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა თამაში „სატორი“. „სატორი“ იაპონური სიტყვაა და ნიშნავს სულიერ გამოღვიძებას.

თამაშის ავტორია ამერიკელი ფსიქოლოგი კოლინ ტიპპინგი (ავტორი წიგნისა რადიკალური პატიებაგაათავისუფლე სივრცე სასწაულისთვის). ქართულ ენაზე თამაში ტარდება 2015 წლის ნოემბრიდან. თამაშში მონაწილეობს 3-5 ადამიანი და გრძელდება 3-4 საათის განმავლობაში.

თამაში „სატორი“ რადიკალური პატიების გზით გვაძლევს საშუალებას, განვიკურნოთ იმ მიზეზებისგან, რომელთა გამოც გამუდმებით ვიღებთ სულიერ ტრავმებს.

რადიკალური პატიება — ეს ყველა ნეგატიური ისტორიისგან გათავისუფლების საოცარი, უსაფრთხო და ადვილი მეთოდია. რადიკალური პატიება სულიერი კონცეფციაა, რომელიც ეყრდნობა მიზეზ-შედეგობრიობისა და სამყაროს ერთიანობის  კანონებს.

თამაშის პროცესში ჩვენ ვხვდებით, რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ და რომ ჩვენი „მსვერპლის ისტორია“   არის გაკვეთილი ჩვენი სულიერი ზრდისთვის.

„სატორი“ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ და შევიყვაროთ ჩვენი ის ნაწილი, რომელიც არ მოგვწონს საკუთარ თავში და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც აირეკლეს ჩვენი თვისებები.

ზოგჯერ თამაშის დროს ემოციები და გრძნობები „ამოიფრქვევა ზედაპირზე“, მაგრამ ბოლოს წარმოიშობა სიხარული და თავისუფლების გრძნობა. თამაშის პროცესში ვთავისუფლდებით ერთი, ან რამდენიმე „ტოქსიკური“ რწმუნებულებისგან და ენერგეტიკული ბლოკებისგან…

თამაშის შედეგები:

ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მდგომარეობა არის ჩვენივე არჩევანი და თავად ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე.

ვაცნობიერებთ, რომ სამყაროში მოქმედებს მიზეზ-შედეგობრიობის კანონი და მიზეზებს ვქმნით თვითონ ჩვენ.

ვავლენთ ტოქსიკურ რწმუნებულებებს, რომლებიც გვზღუდავენ ცხოვრებაში და არ გვაძლევენ ნიჭისა და ტალანტის გამოვლენის საშუალებას.

ვთავისუფლდებით მათგან და ვცვლით მათ ახალი რწმუნებულებებით.

ვავლენთ ენერგეტიკულ ბლოკებს, და ვთავისუფლდებით მათგან.

ვაცნობიერებთ, რომ ნეგატიური არის მხოლოდ ის ემოცია, რომელიც შეკუმშულია არაცნობიერში და ვთავისუფლდებით მისგან.

ვცვლით ჩვენი „მსხვერპლის ისტორიას“ ახალი ისტორიით.

ხდება გასხივოსნება და მსხვერპლის ცნობიერების ტრანსფორმირება ‘სატორის“ მდგომარეობაში.

და ბოლოს, ვიღებთ რადიკალური პატიების გამოცდილებას. ეს გამოცდილება არის უძლიერესი იარაღი, რომელსაც შემდგომში ვიყენებთ სამყაროს ახლებურად დასანახად, ნებისმიერი ამოცანის მოსაგვარებლად და ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად…

ავტორი: მარიკა ფიროსმანაშვილი

 

ნანახია:(889)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სატორი

Related Articles

13 ბარიერი, რომლებიც უნდა გადავლახოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

როდესაც ვიწყებთ რეალურ მოქმედებას ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, აუცილებლად წავაწყდებით უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება


„თუ გინდა მიხვდე სწორად ცხოვრობ თუ არა“…

ბრძოლა ბედნიერებისთვის.  ბრძოლა სიყვარულისთვის. ბრძოლა სიმშვიდისთვის. ბრძოლა სახელისთვის. ბრძოლა სიმართლისთვის. ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა პირველობისთვის.  ბრძოლა კარიერისთვის. ბრძოლა ფულისთვის. ბრძოლა სილამაზისთვის.


როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას და დადებითი ენერგიის შემოდინებას ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც: • ვამბობთ „დიახ“-ს ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*