«საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ» | Jolo.ge


«საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ»

«საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ»

გამონათქვამები ქორწინებაზე:

= ქორწინება ცა და უფსკრულია.

= ვინც კარგი მეგობარია კარგ მეუღლეს შეირთავს, რადგან კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭზეა დაფუძნებული.

= სიყვარულის დროს განსჯის უნარს კარგავ, დანაკარგს კი მხოლოდ ქორწინების შემდეგ აღმოაჩენ.

= ქორწინება იმ ორთა კავშირია, რომელთაგან ერთს ყოველთვის ახსოვს ის თარიღები, რომლებიც მეორეს უკვე დიდი ხანია დაავიწყდა.

= ქორწინება გრძელი დიალოგია, რომელსაც პერიოდულად კამათი არღვევს ხოლმე.

= საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ.

= სიყვარული ბრმაა, მაგრამ ქორწინება გენიალური ოკულისტია.

= წარმატებული ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ ყოველი სერიის წარმოდგენის შემდეგ საპრემიერო განწყობა უნდა შენარჩუნდეს.

= სიყვარულში კარგავენ განსჯის უნარს და მას ქორწინებაში აღმოაჩენენ.

= აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი – ფილოსოფოსი მიანც გახდები.

= როცა ქალი ყველაფერში უგებს მამაკაცს ეს მთავრდება ქორწინებით, ან განქორწინებით.

= სიყვარულით ქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინდები ადამიანზე რომელთანაც შეგიძლია იცხოვრო. სიყვარულით ქორწინება ნიშნავს, რომ ქორწინდები ადამიანზე, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.

= ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია.

= ქორწინება ესაა კავშირი კაცთან, რომელიც ვერ იძინებს დახურულ ფანჯარასთან, და ქორწინება ქალთან, რომელსაც არ შეუძლია დაიძინოს ღია ფანჯარასთან.

= ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.

 

ნანახია:(433)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ქორწინება

Related Articles

გონების სიმშვიდე (ბუდა)

ერთხელ ბუდა თავის მიმდევრებთან ერთად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიდიოდა. ძალიან ცხელოდა და მათი გზიდან არც ისე შორს ერთი პატარა


„რა განსაცდელიც არ უნდა შეგხვდეს, მისი წყალობით ყველაფერს მარტივად ძლევ“…

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო მართლმადიდებლურილი ქვეყანაა, გვაქვს უამრავი ტაძარი და მონასტერი, მათ შორის საკმაოდ ბევრი მრავალსაუკონოვანია. ცხოვრების ეკლესიურად წარმართვა


«ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად მიყვარდები, პატარავ!»

„ტედი, ძვირფასო, ჩემო ერთადერთო. ექვსი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც მე მივაღწიე ჩემს პირველს და უძვირფასეს წარმატებას ცხოვრებაში — დავიპყარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*