საქართველოში ბიზნესების 3% შეფუთულია ცუდად, დანარჩენი 97% კი — საშინლად | Jolo.ge


საქართველოში ბიზნესების 3% შეფუთულია ცუდად, დანარჩენი 97% კი — საშინლად

საქართველოში ბიზნესების 3% შეფუთულია ცუდად, დანარჩენი 97% კი — საშინლად

საქართველოში ბიზნესების 3% შეფუთულია ცუდად, დანარჩენი 97% კი — საშინლად.

მომხმარებლის მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, ხარისხისა და ესთეტიურობის მიმართ, ბიზნესი უკვე ვალდებულია, შეფუთული იყოს კარგად. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შეფუთვაზე, აქ არ ვგულისხმობთ ფასადურ შეფუთვას, სადაც მხოლოდ გარეკანია ლამაზი და შიგნით ყველაფერი ცარიელია.

შეფუთვის ბირთვს წარმოადგენს ბრენდ-პლატფორმა. თუ ბრენდ-პლატფორმა სათანადოდ არაა დამუშავებული, რაც არ უნდა დაწეროს კოპირაიტერმა და როგორი ლამაზი საიტიც არ უნდა დახატოს დიზაინერმა, ბიზნესი ვერ მოახერხებს მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, რადგან არ ეცოდინება არც საკუთარი მომხმარებელი, არც ფასეულობები, არც ძლიერი მხარეები და მხოლოდ ტრაფარეტული სიტყვებითა და ლოზუნგებით შემოიფარგლება, როგორებიცაა — «მხოლოდ ჩვენთან», «მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება», «ინდივიდუალური მიდგომა» და სხვა ცარიელი ფრაზები.

ეს დღეს უკვე აღარ მუშაობს!

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რამდენადაა აუცილებელი პროდუქტების ხაზი შეფუთვის დროს. ყველა პროდუქტს უნდა ჰქონდეს საკუთარი გამყიდველი ვებ-გვერდი, რომელიც საერთო კონტექსტიდან არ უნდა იყოს ამოვარდნილი და უნდა იმეორებდეს თქვენს საკვანძო შტრიხებს, ფორმებს, შრიფტებსა თუ დიზაინს. ამიტომ შეფუთვამდე, აუცილებლად უნდა მიყვეთ ნაბიჯებს და თანმიმდევრობას, რომელიც ჩვენს წინა პოსტებში შეგიძლიათ ნახოთ, შექმნათ ღირსეული ბრენდ-პლატფორმა, პროდუქტების ხაზი და ამის შემდეგ დაიწყოთ ეფექტური შეფუთვა.

შეფუთვა რომ ძლიერი და ღირსეული იყოს, მასში ჩადებული უნდა იყოს 5 საკვანძო ფენა:

1. არსობრივი. მასში შედის ბრენდ-პლატფორმა და მთელი სიღრმეები. ჩვენ პროექტში მთლიან სესიას ვუთმობთ ამ თემას. გვაქვს ჩეკ-ლისტი, სადაც ასზე მეტი კითხვაა, რომელსაც ინდივიდუალური მომსახურებისას, ვუსვამთ კლიენტს, დიქტოფონით ვიწერთ პასუხებს და შემდეგ ვამუშავებთ მათგან საკვანძო მესიჯებს, ჯგუფური მომსახურებისას კი, როგორც მაგალითად, Profit Strategy-ში ხდება, ერთმანეთის ინტერვიუს იღებენ მონაწილეები და ასე ამოაქვთ თავიანთი ბიზნესების მთავარი საზრისები.

2. ვიზუალური. აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრენდ-პლატფორმას, რადგან სწორედ მასში განსაზღვრავთ თქვენს ფერებს, ფორმებს, შრიფტებს, ნახატებს ან მემებს, სწორედ ამ მასალის მიხედვით ხდება დიზაინის შექმნა.

3. ტექნიკური. როგორ არის მოწყობილი კოდი. რამდენად ადაპტირებულია მობილურთან, როგორ მუშაობს დეველოპერი, რამდენად სწრაფად იტვირთება საიტი, როოგრ მუშაობს და ა.შ.

4. კონვერსიული. რაც არ უნდა ლამაზი იყოს საიტი, თუ არ ყიდის, არაფრად ვარგა. დღეს ქართული ბიზნესის 99%-მა არ იცის საიტიდან გაყიდვა და ჩვენ ამას ადვილად ვიგებთ სპეციალური ანალიტიკური ინსტრუმენტებით, რომლებიც გვაჩვენებს, რომ საიტების 99% საქართველოში არ არის კონვერსიული.

5. ანალიტიკური. საიტებს აუცილებლად უნდა ახლდეს ანალიტიკა, რომ მუდმივად ამოწმებდეთ საკვანძო მაჩვენებლებს და ხედავდეთ, რა და სად გაქვთ გასაუმჯობესებელი.

იმისათვის, რომ მომხმარებელი ერთი შეხედვით გამოგარჩევდეთ ერთფეროვანი მასისგან, გქონდეთ დესკრიპტორი საიტზე, გქონდეთ უსწ და ლიდოგენერაცია, უნდა მოახდინოთ სწორი შეფუთვა. ამ ეტაპის შემდეგ კი იწყება ციფრული მარკეტინგი, რომელსაც შემდეგ პოსტში განვიხილავთ.

რას ფიქრობთ?

P.S. თუ პროგრესული ბიზნესმენი ხართ და გსურთ შეიტყოთ 2018 წლის ბიზნეს ტრენდებისა და ციფრული ბიზნესის კონკრეტული მაგალითების შესახებ, 10 თებერვალს, შაბათს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე ვატარებ უფასო ონლაინ-სემინარს და აუცილებლად შემოგვიერთდით. ამისთვის კი, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საჩუქარს — ეს არის ციფრული ბიზნესის მინი გეგმა [PDF], რომელიც დაგეხმარებათ თავად ციფრული ბიზნესის სტრუქტურის გაგებაში და საწყისი სტრატეგიული მონახაზის გაკეთებაში.

იმოქმედეთ ახლავე 👉 http://bit.ly/2DM4tzd

ნანახია:(40)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«შეუპოვრობის საფუძველზე ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია» ჯონ როკფელერი

10 ბრძნული რჩევა მსოფლიოს პირველი მილიარდელი მამაკაცისგან. 1 — მირჩევნია, რომ შემოსავალი მივიღო ასი ადამიანის ძალისხმევის 1%-იდან, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის


შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

– შენ გჯერა ჯადოსნობის? – ჰკითხა სიცოცხლემ – არა,  – უპასუხა ადამიანმა, რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ,


„შემომიერთდი! “- თინი ბასილაიას შეუპოვრობა და ახდენილი ოცნება

პირველად “სამუშაო” ჩემს თავზე 2015 წლის აგვისტოში, უკრაინაში, კარპატების მთებში, ტრენინგზე გამოვცადე. ჩემში ძლიერი გადატრიალება მოხდა. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*