საქართველო გაბრწყინდება ? | Jolo.ge


საქართველო გაბრწყინდება ?

საქართველო გაბრწყინდება ?

ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, ცხოვრობენ და ელოდებიან საქართველოს გაბრწყინებას, რაღაც ღრუბელი რომ არ ეფარებოდეს მზე აუცილებლად გაანათებდა არემარეს. რა არის ეს ღრუბელი ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე?

ტელევიზია  მუდმივად გადმოსცემს შეჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებიც გაუთავებელ პროტესტს გამოთქვავენ ხელისუფლებაზე მათ არსებულ ცხოვრებაზე, თურმე იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათი პრობლემები მოაგვარონ, თვითონ კი ისხდნენ და კბილების ღრჭიალით და სიგარეტის ღეჭვით უსამართლობაზე იმსჯელონ.

მუდმივი ფრაზა “აი რას გვიშვება მთავრობა…” , თემა კი ღრმად გაარჩიონ ისტორიული საქართველოდან უახლოეს საქართველომდე, როგორი უსამართლობაა საქართველოში… არავინ არ ფიქრობს  საიდან მოვიდა ეს უსამართლობა მათთვის მიუღებელი სოციალური მდგომარეობა, საიდან გაჩნდა ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე და მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის იმედიანი ქადაგება “საქართველო გაბრწყინდება”… რომ როდესმე თუ როდის იქნება ის დღე საქართველო გაბრწყინდება…

ინფორმაციულ ხანაში ცხოვრების სტილიდან გამოდინარე ყოველდღე სიახლეში ვცხოვრობთ, პირად ცხოვრებაში კი დღეები დღეებს მიჰყვება.  წლების ისე შემოგვადნება ხელებში, რომ ერთ ადგილზე ვდგავათ გაყინულები, შავი ღრუბლის არსებობა სხვა თუ არა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პასუხისმგებლობის მოხსნაა, უაზრო დიალოგი საკუთარ თავთან, რომელსაც ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვყავართ … რომელიც იწვევს დეპრესიას და აპათიას…

მახსნედება ჩემი ბავშობის ზღაპარი ალისა საოცრებათა ქვეყნიდან. ალისა მიხვდა, რომ პრინცი არ არსებობს…. არ არსებობდა ის ადამიანი ვინც ხმალს აიღებდა და მის ნაცვლად ურჩხულს  დაამარცხებდა… იქნებ ყველამ ერთად მოვძებნოთ ძალა ავიღოთ ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, ნუ დაველოდებით პრინცებს, პარლამენტის გადაწყვეტილებებს, არჩევნებს და მას “ვინც უნდა გააკეთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე”. მაშინ აღარავინ იქნება  დამნაშავე, აღარავიზე იქნება პასუხი მოსათხოვი, კარვების ნაცვლად აგური აგური დავადოთ და ისე ავაშენოთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრება. დავანებოთ ჩვენი მოუწესრიგებელი ცხოვრების სხვაზე გადაბრალებას, ყველა ერთად ასე გავფანტავთ შავ ღრუბელს და საქართველო გაბრწყინდება…

თუკი დავამარცხებთ ურჩხულს, უპასუხისმგებლობას, დავამარცხებთ სიზარმაცეს და მივცემთ საკუთარ ტვინს აზროვნების საშუალებას, იმოქმედებთ და იფიქრებთ სიკეთეზე სიყვარულზე, ერთმანეთის მიტევებაზე, ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს —  ღრუბელიც გაქრება და ბოლოს და ბოლოს საქართველოში მოვა ბედნიერება..

დონარი სამადაშვილი

donarisamadashvili.blogspot

ნანახია:(162)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

9 ფილმი, რომელიც დეკემბერში უნდა ნახოთ

დეკემბერი კინომანებისათვის საკმაოდ დატვირთული თვე იქნება, ვინაიდან ცნობილი რეჟისორების საუკეთესო ნამუშევრები მსოფლიო კინოეკრანებზე სწორედ წლის ბოლოს გამოჩნდება. გთავაზობთ 9 ფილმს,


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

გასარუჯი ქალი პლაჟზე და ბიჭი რომელიც ჟოლოს ჰყიდის

„სანაპიროზე ჟოლოთი ხელში პატარა ბიჭი დადის. არავის არაფერს უშავებს ღიმილიანი სახით გეკითხება ქალბატონო მალინას ხომ არ მიირთმევ? თუ ეტყვი რომ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია ნაძვის ხესთან

პრეზიდენტის ქალიშვილმა და სიძემ წინა საახალწლო პოზიტიური განწყობა თავიანთ მორთულ ულამაზეს ნაძვის ხესთან ფოტოებში დააფიქსირეს. ფოტოები ნათია გაჩავას ეკუთვნის.  


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*