საოცარი ოჯახი კალიფორნიაში | Jolo.ge


საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ 8 შვილი ჰყავთ…

 ალისა  არის ფოტოგრაფი, აქვს თავისი ბიზნესი და  შეინარჩუნა ფიზიკური სილამაზე.

o214084150

„ულევი სარეცხი, გადატენილი სანაგვე ყუთი, ბევრი საჭმლის მომზადება, წყვილს ბავშვები დაჰყავთ აქეთ-იქით, ყველგან სადაც შეუძლიათ. ისინი ცხოვრობენ ყოველ წუთს და ყოველ წამს, ამ არაჩვეულებრივ დროში“.

 „ვუმკლავდები თუ არა ყველაფერს? არანაირად…ვცდილობ თუ არა გავაკეთო? დიახ..“ – ამბობს ალისა.

პირველი ბავშვი ალისამ 20 წლის ასაკში გააჩინა. ამის მერე თითქმის ყოველ წელს, ის ქმარს ჩუქნის თითო ბავშვს.

D6wUmLTP3Co

„ პირველი ბავშვი როცა გავაჩინე, ავიღე ხელში ფოტოაპარატი და გადავწყვიტე სურათი გადამეღო მეუღლისთვის. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო ფოტოგრაფიაში, ნახევარ წელიწადში დავიწყე ჩემი ბიზნესი…“ ალისამ დაამთავრა ინტერიერის დაგეგმვის ინსტიტუტი და მისი ინდივიდუალურობა ყველგან იგრძნობა, როგორც მის ფოტოებში, ასევე მის საქმიანობაში.

მისი მთელი შემოსავალი ბავშვების განვითარებას, განათლებას, ტანსაცმელს და დასვენებას ხმარდება.

1374188_original

1373735_original

ალისა არის ღრმად მორწმუნე. ის გაიზარდა პასტერის ოჯახში. ყველაფერში, რაც მის ოჯახში ხდება, უფლის წყალობას ხედავს და უმადლის მას. ალისა თვლის – სწორედ ღმერთი აძლევს ძალას და ენერგიას გადალახოს ცხოვრებისეული სირთულეები.

ალისა ამბობს: „დღის ბოლოს ჩემთვის უმთავრესია ერთი რამ: მიყვარდა კი დღეს? იყო თუ არა დღეს ჩემი გული სავსე მსგავსი სიყვარულით, როგორიც გააჩნია უფალს ჩვენს მიმართ? დღის ბოლოს ეს არის ის, რასაც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.“

მოამზადა თამარ კვარაცხელიამ,

კოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში

ნანახია:(123)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

8 ფაქტი, რომელიც დედას შენთვის არასოდეს მოუყოლია

ბავშვის დაბადება – ეს უდიდესი საოცრებაა, მაგრამ მას აქვს მეორე მხარეც, რომელსაც არც ისე ხშირად ვუფიქრდებით. აი, ის რვა რამ,


სიყვარულის სანაპირო მექსიკაში

სიყვარულის სანაპირო მექსიკაში არსებულ მიწისქვეშა სანაპიროს ეწოდება, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს.  სიყვარულის სანაპირო მექსიკაში არსებულ მიწისქვეშა სანაპიროს ეწოდება, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს.


ურთიერთობამ რომ დიდხანს გასტანოს…

წარმატებული ურთიერთობისთვის გაგება და შეთახმება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. შესაძლოა არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის საჭირო ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, თუმცა თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*