სამყარო შენთვის შევქმენი | Jolo.ge


სამყარო შენთვის შევქმენი

სამყარო შენთვის შევქმენი

და შენ მე შემხვდი.

შემომხედე…1211

— რა იყო… რა მოხდა? — მკითხე— სად ვარ?
— შენ მოკვდი — თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გიპასუხე. ასე იმიტომ გითხარი, რომ თავის მოკატუნების აზრი არ ჰქონდა.
— მოიცა, მოიცა, იქ იყო… სატვირთო და… ის მოსრიალდა…
— აჰა — გიპასუხე.
— მე… მე რა მოვკვდი?
— აჰა. მაგრამ ნუ მოიწყენ, ყველა კვდება — დაგამშვიდე.

მიმოიხედე. ირგვილვ იყო სიცარიელე. მხოლოდ შენ და მე.

— ეს რა ადგილია? — შემეკითხე. – ეს სიცოცხლეა, სიკვდილის მერე?
— მეტნაკლებად — გიპასუხე.
— შენ ღმერთი ხარ?
— აჰა — გითხარი – მე ვარ ღმერთი.

— ჩემი ცოლი… და შვილები – წამოილუღლუღე.
— რა?
— ისინი წესრიგში არიან?
— აი, ეს მომწონს — გითხარი – შენ ახლახანს მოკვდი და მაინც, ასე ნერვიულობ ოჯახზე. ეს ძალიან კარგია.

გაკვირვებით შემომხედე და შენს თვალებში წავიკითხე, რომ სულაც არ აღმიქვამდი ღმერთად. 1234გეჩვენებოდი, ჩვეულებრივ კაცად ან შესაძლებელია, ქალადაც. ჩემში ხედავდი, ვიღაც გავლენიან ადამიანს, გაურკვეველი სახით. აღმიქვამდი, უფრო დაწყებითი კლასის მასწავლებლად, ვიდრე, ყოვლისშემძლე ღმერთად.

— არ ინერვიულო — გითხარი – ისინი კარგად არიან. შვილები ყოველთვის კარგად მოგიგონებენ. ისინი პატივს გცემდნენ. ცოლი გიტირებს, გიდარდებს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგრძნობს შვებას. სიმართლე გითხრა, შენი ქორწინება დანგრევის პირას იდგა. თუ კი ეს დაგამშვიდებს, შემიძლია გითხრა – ცოლი თავს იგრძნობს დამნაშავედ, შენი სიკვდილისგან გამოწვეული შვების გამო.

— ოოო… — წამოილუღლუღე. – რა იქნება ახალა? სად გამაგზავნი სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში? და რამე ამის მსგავსში?
— არც ერთი – გიპასუხე – შენი სული გადასახლდება სხვა სხეულში.
— ააა, გამოდის ინდუსები მართლები იყვნენ….
— ყველა რელიგია თავისბურად სიმართლეა – გითხარი – წამოდი, გამომყევი.

შენ გამომყევი სციარიელეში.

— საით მივდივართ?
— კონკრეტულად — არსად. უბრალოდ, სასიამოვნია საუბრის დროს სეირნობა.
— მაშინ რა აზრი აქვს? – მკითხე – შუშის ცარიელი ბოთლი ვიქნები, როდესაც ხელახლა დავიბადები? როგორც… როგორც ჩვილი… სუფთა. გამოდის, ის გამოცდილება და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, ყველაფერი აზრს და მნიშვნელობას დაკარგავს?
— სრულებითაც არა! – გარწმუნებდი – შინაგანად შენში უკვე ჩადებულია წინა, სხვა ადრინდელი ცხოვრების გამოცდილებები. უბრალოდ, ისინი შენ მოცემულ მომენტში, არ გახსოვს.

გავჩერდი, ჩაგიხუტე და გითხარი:

— შენი სული გაცილებით დიდი, საოცარი და მშვენიერეია, ვიდერე ამის წარმოდგენა შგიძლია. ადამიანის ცნობიერს შეუძლია აღიქვას მხოლოდ, სინამდვილეში არსებულის უმცირესი წილი. ეს ისეთივეა, თითქოს თითი ჩაყო ჭიქაში და შეამოწმო, წყალი ცივია თუ ცხელი. ამ ქვეყანაზე მოსვლით მოგაქვს შენი ცოდნა, ხოლო როდესაც მიდიხარ, ყველა დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა თან მიგაქვს. გასული 48 წელი შენ იყავი ადამიანი და ამიტომაც, ჯერჯერობით ვერ გრძნობ აქამდე, სხვა გარდასხვებში დაგროვილ ცნობიერის უზარმაზარ ნაწილს. ჩვენ აქ ცოტა, რომ გაგველ-გამოგვევლო, ნელ-ნელა დაიწყებდი ყველაფრის აღდგენას და გახსენებას. გაგახსენდებოდა რაც კი 1223გადაგხდენია ურიცხვ გარადსახვებში. მაგრამ სიცოცხლეებს შორის, ამის გაკეთებას აზრი არ აქვს.

— კი მაგრამ რამდენჯერ მაქვს გავლილი რეინკარნაცია?
— ო, ბევრჯერ. ძალიან, ძალიან ბევრჯერ. შენ გაიარე უამრავი სიცოცხლე, — გიპასუხე – ამჯერად, კი იქნები ჩინელი გლეხი, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 540 წელში.
— მოითმინე, ეს როგორ? – შემეწინააღმდეგე – შენ რა, წარსულში, დროში უკან მაგზავნი?
— ნუ,  შეიძლება ასედაც ითქვას. დრო იმ ფორმით, როგორსაც შენ აღიქვამ, არსებობს მხოლოდ შენს სამყაროში, საიდანაც მოხვედი. ხოლო იქ, საიდანაც მე ვარ, ყველაფერი სხვანაირად არის.

— შენ საიდან ხარ?.. – გაიკვირვე.

— მე? მე — შევეცადე ამეხსნა – მეც ვარ საიდანღაც. აბსოლუტურად სულ სხვა განზომილებიდან. იქ არიან ჩემნაირები. გინდა გაიგო როგორია იქ? თუმცა, სიმართლე გითხრა, ვერ გაიგებ.
— ააა — იმედგაცრუებით აგღმოგხდა – კი მაგრამ მომისმინე, თუ მე გარდავისახები სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ადამიანში, სრულიად შესაძლებელია, რომ ოდესმე, სადმე შევხვდე საკუთარ თავსაც?..
— რასაკვირველია. ასეთი რამ ხშირად ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი სიცოცხლე გაცნობიერებინებს მხოლოდ საკუთარ თავს, ვერც ვერასდროს მიხვდები, რომ შეხვედრა შედგა.

— მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

— სერიოზულად მეკითხები? – გავიკვირვე შეკითხვა – შენ მეკითხები რა აზრი აქვს ცხოვრებას? ოდნავ გაცვეთილად, არ გეჩვენება ეს კითხვა?
— კი მაგრამ ეს კანონზომიერი შეკითხვაა — დაჟინებით მითხარი.

თავლებში ჩაგხედე.

1221 ცხოვრების აზრი ის არის, რისთვისაც შევქმენი ეს სამყარო. დიახ, დიახ, ის შევქმენი შენთვის, რათა განვითარება შეძლო.
— მხედველობაში გაქვს კაცობრიობა? შენ გინდოდა გეთქვა, კაცობრიობა რომ განვითარდეს?!
— არა და არა, მხოლოდ შენმთელი ეს სამყარო შენთვის შევქმენი. ყოველი ახალი ცხოვრებით შენ იზრდები და ვითარდები, გადიქცევი ყოვლის მომცველ ინტელექტად.
— მხოლოდ მე? ჩემთვის? კი მაგრამ სხვები?
— სხვები არ არსებობენ. ამ სამყაროში მეტი არავინ არის. ვართ მხოლო მე და შენ.

შენ მომაშტერდი გაოგნებული.

— კი მაგრამ ადამინები დედამიწაზე…
— ისინი ყველა, შენ ხარ. შენ – სხვადსხვა გარდასახვებით.
— მე?… მე ვარ?… მე ვარ – ყველა?
— სწორედაც — სიამოვნებით დაგეთანხმე და გაგამხნევე მხრებში დარტყმით — მეა – თითოეულ ადამიანში. ყველა, ვისაც, ერთხელ მაინც, უცხოვრია დედამიწაზე ყველა, ვარ მე?
— და კიდევ, ისინი ვინც ოდესმე იცხოვრებენ… დიახ.
— მე  ვარ აბრაამ ლინკოლნი? – გაოგნებულმა წარმოსთქვი.
— და შენ ხარ ჯონ ვილკს ბუტი.
— მე ვარ ჰიტლერი?
— და შენ ხარ მილიონობით მისი მსხვერპლი.
— მე ვარ იესო?
— და შენ ხარ თითოეული მისი მიმდევარი.

დადუმდი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს აყენებდი ტკივილს, ამ დროს, ტკივილს აყენებდი საკუთარ თავს. ყოველთვის,  უკეთებდი თუ არა ვინმეს სიკეთეს, ამას უკეთებდი საკუთარ თავს. ყოველი ბედნიერი ან სულელური ყოფნა დადმიწაზე, იყო განცდილი და იქნება განცდილი მხოლოდ შენს მიერ.

დაფიქრდი.

— რატომ, რისთვის? – ბოლოს და ბოლოს იკითხე – რისთვის ყველაფრი ეს?12111
— იმისთვის, რომ ერთხელაც შენ გახდე ისეთი როგორიც, მე ვარ. იმიტომ, რომ შენ ხარ, მეშენ ჩემი ნაწილი ხარ. შენ პირმშო ხარ ჩემი.
— გამოდის, მე ვარ ღმერთი? – უნდობლად იკითხე.
— არა, ჯერ კიდევ არა. ახალა მხოლოდ ჩანასახი ხარ. გაზრდის პროცესში ხარ და იზრდები მაშინ როდესაც დედამიწაზე სხვადასხვა დროში გიწევს ცხოვრება და გარდასახვა. ყოველი ადამიანური ცხოვრების შედეგად, შენ ხდები მზად ახლად დაბადებისთვის.
— რა გამოდის?.. მთელი სამყარო — გაკვირვებულმა იკითხე — ეს მხოლოდ და მხოლოდ…
— კვერცხია — დაგეთანხმე – ახლა კი დრო მოვიდა – ახალი ცხოვრებისკენ.

და გაგიშვი ახალი გზისკენ.

 

ენდი ვეიერ «კვერცხი»/Andy Weir «The Egg»
თარგმანი თამარ კვარცხელია

წიგნიდან, ნაწყვეტი გადავთარგმნე რადგან მომეწონა. ის, არ წარმოადგენს პანაცეას. თქვენ აკეთებთ არჩევანს რა კუთხით, რა თვალით შეხედავთ ადამიანად ყოფნის არსს. ეს ნატყვეტი დამეხმარა სამაყროს უკეთ აღქმაში, პაზლის წილის აწყობაში. რაც მუშაობს ჩემთვის, შეიძლება არ მუშაობს სხვისთვის, ყველას ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს ჭეშმარიტების შესაცნობად.

გისურვებთ წარმატებებს!!!

თამარ კვარაცხელია

ნანახია:(70)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და ბანძ ცხოვრებას

დღეს ვისაუბრებთ იმ მთავარი პრობლემის შესახებ, რომლის გამოც მუდმივად არ გყოფნის ფული… და ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სასიამოვნო გზაზე, რომლის


„როგორ დავძლიოთ განსაცდელი?“ — ბედნიერებისკენ სავალი გზა

— როგორ დავძლიოთ განსაცდელი? — ნურასდროს განიკიცხავთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ ღვთიურები ხართ. ნუ შეადარებთ და ნუ გაყოფთ. ყველაფრისთვის მადლიერები


დადექით პრობლემაზე მაღლა! — იგავი

ერთხელ კაცის საყვარელი ვირი უფსკრულში ჩავარდა. როგორ აღარ ეცადა მის ამოყვანას, მაგრამ ვერაფრით შეძლო. მოულოდნელად დაიწყო მიწის ჩამოშლა, მაგრამ, ვირმა როგორც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*