სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია, ერთი უზარმაზარი სარკე — იგავი | Jolo.ge


სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია, ერთი უზარმაზარი სარკე — იგავი

სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია, ერთი უზარმაზარი სარკე — იგავი

დიდი ხნის წინ, ერთმა მეფემ უზარმაზარი სასახლე ააშენა და მთლიანად სარკეებით მოაპირკეთებინა. სასახლის ყველა კედელი, ჭერი და კარი სარკით იყო დაფარული.


ერთხელ სასახლეში ძაღლი შეძუნძულდა. მიმოიხედა და ირგვლივ უამრავი ძაღლი დაინახა. საითაც უნდა გაეხედა, ყველგან ძაღლი იყო.


ძაღლმა სიფრთხილე გამოიჩინა და მის ირგვლივ შეყრილი მილიონი ძაღლის შესაშინებლად და თავის დასაცავად კბილები გამოიჩინა. 
პასუხად ყველა ძაღლმა გამოაჩინა კბილები.


ძაღლმა მათ შეუღრინა, მაგრამ დანარჩენებმაც ღრენით უპასუხეს.


ძაღლი დარწმუნდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და ყეფას მოჰყვა, თავიდან ფეხებამდე აიძაგრა, მაგრამ რაც უფრო მეტს ყეფდა, მით უფრო მეტს უყეფდა ძაღლების ხროვაც.


დილით ძაღლი მკვდარი იპოვეს. ის მარტო იყო, მილიონობით სარკეში არეკლილი.


არავის უჩხუბია მასთან, საერთოდ არავინ ყოფილა, რომ ეჩხუბა.
მან მხოლოდ საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეებში და შეეშინდა. ხოლო თავის დაცვა რომ სცადა, ბრძოლაში ანარეკლებიც ჩაებნენ.


საწყალი ძაღლი მილიონობით საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში დაიღუპა.

 

P.S. თუ მიზეზი ჩვენში არ არის, ჩვენ გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს და ვერაფერი გადაგვეღობება გზაზე. ასეთია კანონი. სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია, ერთი უზარმაზარი სარკე.

 

წყარო: INTELEQTIKA

 

ნანახია:(203)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოტივატორი! — „სწორედ ახლა, აი, ახლა მოვიდა დრო და დაიწყე!!!“

შეინახე ეს სტატია და ზოგჯერ თვალი გადაავლე – მათი დახმარებით, ცხოვრება გაგიმარტივდება! ეს შენი სიცოცხლეა. აკეთე ის რაც გიყვარს და აკეთე


„არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა»

როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე!


წარმატების 2 მტერი

შიში, გაურკვევლობა და ეჭვი ოდითგანვე წარმატებისა და ბედნიერების ყველაზე დიდი მტრები იყვნენ. ამიტომაა, რომ ყველაზე წარმატებული გაყიდვების სპეციალისტები მუდმივად ებრძვიან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<