სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… | Jolo.ge


სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში… ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა… შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი…

– იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: – მიდა… მიდა და შენც… – სახელი „მიდა“ იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

– გაიგე ახლა? – მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

– კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… – თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.

ოდარ დუმბაძე HELLADOS 

ნანახია:(324)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ არ უნდა აგონ პასუხი ტერორიზმზე მუსლიმებმა…

ეს წერილი ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უბრალოდ წაიკითხეთ:   „წამოიდგინეთ სურათი: დილით მეუღლის ყვირილზე


„როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ შეეგუეთ, რომ“ …

როცა სახლიდან შორს წასვლას დააპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება უკან დაბრუნებულს ყველა გაუცხოებული დაგხვდეთ.. ბევრი ეძებოთ , მაგრამ ვეღარ იპოვნოთ


„ჩემსავით“ — მამა პეტრე თავისი წილი სიკეთით

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) — საზოგადობისთვის კარგად ცნობილი თავისი პოზიტივით, სარწმუნოების თავისებური ხედვით და უამრავი ლამაზი ლექსით თავის წილ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<