სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… | Jolo.ge


სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში… ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა… შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი…

– იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: – მიდა… მიდა და შენც… – სახელი „მიდა“ იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

– გაიგე ახლა? – მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

– კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… – თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.

ოდარ დუმბაძე HELLADOS 

ნანახია:(22)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბექა გოჩიაშვილის სამშობლო — NEVER, NEVER, NEVER GIVE UP!

ბექა გოჩიაშვილი: „სამშობლო მოხუცი მშობელივითაა, რომელსაც მოვლა და სიცოცხლის შენარჩუნება უნდა და რა თქმა უნდა ეს ერთხელ არ კეთდება, მთელი


„რაც მე დღეს ჩემი თვალებით ვნახე ავტობანზე ეს არის სიკვდილის რბოლა!!!“

სწრაფი სიჩქარითა და მძღოლების უხეში დარღვევებით აღშფოთებული მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხალხს თხოვნით მიმართავს. ოთო ნემსაძე:


„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ …

მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა ხანში რაღაც უცნაურად შემომხედა, მარტო გამოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*