სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენ ფინანსურ მდგომარეობას | Jolo.ge


სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენ ფინანსურ მდგომარეობას

სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენ ფინანსურ მდგომარეობას

ონლიან-ჟურნალისტმა, რომელიც მეწარმეებზე წერს Enterpreneur – ში გამოაქვეყნა – მსოფლიოში ცნობილი ტრენერის – ტონი რობინსის სვეტი. ტონი რობინსი, სხვადასხვა დროს კონსულტირებას უწევდა პლანეტის ცნობილ ბიზნესმენებს, ასევე მუშაობდა  ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტთან. 

სწორედ ის გაგვაცნობს იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც  ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

kinopoisk.ru

არაფერია იმაზე უასერესი, როდესაც მდიდარი ადამიანი ქრონიკულად უბედური და ავია. ამას არანაირი გამართლება არ მოეძებნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ვაწყდები წარმატებულ და გამუდმებულად უკმაყოფილო ადამიანებს. ეს არაბალანსირებული ცხოვრების შედეგია, როდესაც მოლოდინები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმის მიმართ სიხარული რაც უკვე გაგვაჩნია.

უმადურობა იმ ყველაფრის მიმართ რაც გაქვთ, გამოიწვევს იმას, რომ არასოდეს იქნებით კმაყოფილი. თუ კი არ ცდილობთ დააბალანსოთ თქვენი ცხოვრება, ვერასოდეს გაიგებთ რა არის ნამდვილი სიამოვნება და კმაყოფილება. რა ფასი ექნება თქვენს მიღწევებს, თუკი ცხოვრებაში არის მხოლოდ სამუშაო და უკმაყოფილება?

ბოლო ოთხი ათწლეულების მანძილზე მე ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ჩემთვის მოუმართავთ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს. იყვნენ პრეზიდენტებიც და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც.

ამ 40 წლის მანძილზე აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ადმიანებმა უნდა მიიღონ სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებებს მიუდგებით გაცნობიერებულად, ის პირდაპირი მნიშვნელობით,  შეგიცვლით ცხოვრებას. უკვე დღესვე!

გადაწყვეტილება №1

გულდასმით ამოირჩიეთ, თუ რაზე ამახვილებთ ყურადღებას.

დროის ნებისმიერ მომენტში, მილიონი რამ კონკურირებს თქვენი ყურადღების მისაქცევად. თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ, იმაზე თუ რა ხდება აქ და ამ წუთას, ან იმაზე, რაც გინდათ და შექმნათ მომავალში. თუმცა, შეგიძლიათ ყურადღების გადატანა წარსულზეც.

იქიდან გამომდინარე, რაზეა თქვენი ფოკუსი მომართული, იცვლება ენერგიის მიმართულება თქვენს ორგანიზმში. იმას, რასაც აქცევთ მეტ ყრადღებას, აყალიბებს თქვენი პირადი სამყაროს სურათს – საბოლოო ჯამში ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, რაზე ფიქრობთ ხოლმე: იმაზე რაც უკვე გაქვთ ან იმაზე რაც არ გყოფნით? დროის მეტი ნაწილი რა აზრები გიტრიალებთ თავში?

იმის ნაცვლად გამუდმებით იკაკანოთ, რომ არ გყოფნით ფული, შეგიძლიათ აღიაროთ, რომ უკვე ბევრი და კარგი რამ გაქვთ ცხოვრებაში. შეგიძლიათ იგრძნოთ მადლიერება, რომ ხართ ჯანმრთელი, გყავთ ოჯახი, მეგობრები, ჭკუა და შესაძლებლობები.

გამოიმუშავეთ ჩვევა დააფასოთ ის, რაც გაქვთ ამჟამად. ამას შეუძლია გადაგიყვანოთ  ახალი დონის ემოციონალურ კათილდღებაზე.

აი, თქვენი ქმედებების მეორე შაბლონი: დავუშვათ, მიდრეკილი ხართ მეტი ყრადღება მიმართოთ იქითკენ, რომ შეგიძლიათ სიტუაციის მართვა ან იმაზე, რომ არ შეგიძლიათ? თუ კი თქვენ ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რომ არ შეგიძლიათ კონტროლი, სტრესი გახდება თქვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. უფრო ეფექტური იქნება, შეეგუოთ იმ აზრს, რომ არსებობს მოვლენები, რომლეთა კონტროლი არ შეგიძლიათ და გააუმჯობესოთ ის, რაც შეგიძლიათ.

გადაწყვეტილება №2

გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი

იმას, თუ როგრ გრძნობთ თავს, არაფერი აქვს საერთო, თქვენს ცხოვრებისეულ მოვლენებთან და ფინანსურ მდგომარეობასთან. ცხოვრების ხარისხი – შედეგია ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების და არა იმის, რა გამოგდით და რა – არა.

შეიძლება ვერც კი აცნობიერებთ, რა ძლიერად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე ქვეცნობიერი. დაფიქრდით, ჩვეულებრივ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სერიოზული უსიამოვნებების მიმართ: საავტომობილო ავარიის, ავადმყოფობის, სამსახურიდან განთავისუფლების? თქვენ ფიქროთ, რომ ეს ყველფრის დასასრულია თუ ახალ იწყება ყველაფერი?

ფიქრობთ: ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით გაკრიტიკებთ, შეურაცხყოფას გაყენებთ, მტერია და ზრუნავს იმაზე, რომ არ გახდეთ უკეთესი? თუ ღმერთმა შემოგიგდოთ პრობლემა და განსაცდელი  და ახლა, შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ თქვენი დამოკიდებულებით?

ემოციები განაპირობებენ თქვენს ცხოვრებას. გაცნობიერებულად და გონივრულად ისწავლეთ მითი მართვა.

გადაწყვეტილება №3

რას გააკეთებთ?

ქმედებები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, თქვენს ემოციურ მდგომარეობას. თუკი ბრაზობთ,  როგორი ადამიანის პოზიციას დაიკავებთ – გაცოფებულის თუ მშვიდის? როგორი იქნება მოვლენის თქვენეული აღქმა?

გაამხვილოთ ყრადღება და უფლებების და შესაძლებლობების გაფართოებით, გააკეთეთ ყველაფერი რაც თქვენზეა დამიკიდებული. ორ სხვადასხვა ადამიანს შეუძლია, სრულიად განსხვავებული რეაგირება ჰქონდეთ ერთსა და იგივე სიტუაციაზე. ერთმა დაიხიოს, მეორე „მიაწვეს“. ერთი, ბრაზმა გააღიზიანოს, მეორე – გააცოფოს. ერთნი როდესაც აწყენინეს, ცდილობენ სასწრაფოდ დაივიწყონ მომხდარი. მეორენი აინფიცირებენ ტვინს შურისძიებით.

დაფიქრდით იმაზე, ჩვეულებრივ როგორ იქცევით ხოლმე, როდესაც ხართ – გაღიზიანებული, გაბრაზებული, ნაწყენი  და თავს გრძნობთ მარტო.

დაფიქრდით ზემოთ მოცემულ სამ საკითხზე და დააკვირდით საკუთარ თავს როგორ იქცევით, რადგანაც საბოლოო ჯამში სწორედ ეს განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.

თარგმანი:

თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(683)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

… „და ადამიანები რომლებთანაც დაბრუნება არ ღირს.“

„არსებობს გზები რომლიც უმჯობესია გაიარო მარტო… არსებობს სიტუაციები, რომელთაც უნდა დაუსვა წერტილი… არსებობს წუთები, როდესაც სჯობს დაემშვიდობო… …და ადამიანები რომელბთან


„უფრთხილდი იმედგაცრუებულ ადამიანებს“…

ადამიანი, რაც უნდა გახსნილი იყოს, მაინც საიდუმლოებით არის მოცული… უკიდეგანო ფანტაზია, ავი ზრახვები და დაეჭვებული აზრები. საზღვარი არ აქვს ადამიანის


როგორ ქმნის გონება ჩვენს რეალობას ანუ …

„როგორც ფიზიკური სხეული საჭიროებს საკვებს სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად, ასევე, გონება საჭიროებს ჩვენი რეალობის შესაქმნელად, საშენ მასალად – აზრებს“ — წერს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*