სამი და ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში | Jolo.ge


სამი და ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში

სამი და ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში

ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში უცნაური როლი ითამაშა სამმა დამ- ქეთი, მერი და ჯორჯინა ჰოგარტებმა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს დიკენსი სამივეს ეტრფოდა. ერთი უყვარდა, მეორეზე დაქორწინდა, მესამე კი მისი შვილების აღმზრდელი გახდა.

ახალბედა მწერალი ჩარლზი ხშირად სტუმრობდა გაზეთ «ივნინგ ქრონიკლის» რედაქტორ ჯორჯ ჰოგარტს რედაქციაში, რამდენჯერმე ჩელსიში, შინაც ეწვია და იქ გაიცნო მისი ქალიშვილები- უფროსი და, ქეთი 19 წლის იყო, მერი-16_ის, ჯორჯინა და ელენი უფრო პატარები.

«პიკვიკის კლუბის ჩანაწერების» დიდი წარმატების შემდეგ, უკვე პოპულარულმა მწერალმა ჩარლზ დიკენსმა ჯვარი დაიწერა ქეთიზე. ახალჯვარდაწერილები თავიდან ჩარლზის მოკრძალებულ, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლონდონის ცენტრში იყიდეს სახლი.

მიუხედავად იმისა, რომ პორტრეტებზე ქეთი ლამაზი ქალი სჩანს, თანამედროვეთა თქმით, იგი დონდლო, გულგრილი, ბუზღუნა, დეპრესიული ქალი იყო, რომელსაც ინტელექტუალურობის ნისანწყალიც არ ეტყობოდა. ძნელი სათქმელია რით მოხიბლა ქეთიმ ჩარლზი, იქნებ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ცნობილი რედაქტორი სიმამრის ნაცნობობით ესარგებლა.

ახალ სახლში დაბინავების შემდეგ, ჩარლზმა გადაჭრით მოითხოვა, რომ მერი საცხოვრებლად მათთან გადასულიყო. მერი ოჯახთან ერთად მშვენიერ სახლში ცხოვრობდა, ასე რომ მიპატიჟება სულაც არ იყო ცოლის დაზე ზრუნვით გამოწვეული.

ქეთი დათანხმდა ქმარს მერის მათთან ცხოვრებაზე. ძნელი სათქმელია,იცოდა თუ არა რა აკავშირებდა მის ქმარს მერისთან. 18 წლის ასაკში მერი გარდაიცვალა, ეს უდიდესი ტკივილი იყო ჩარლზისთვის.

ერთ საღამოს თეატრიდან დაბრუნებულ ცოლ-ქმარს მერის ოთახიდან ყვირილი მოესმათ. ოთახში შეცვივდნენ, საშინელი სურათი დაუდგათ თვალწინ- მერი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. გოგონამ ჩარლზის ხელებში დალია სული გულის შეტევისგან. ჩარლზმა გოგონას თითიდან ბეჭედი მოხსნა და სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა, ასევე ინახავდა მის კულულს.

დიკენსს არ დაუმალავს მწუხარება ცოლისდის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ წერდა დღიურებში და მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში- მე დავკარგე უძვირფასესი მეგობარი, რომელიც ამქვეყანაზე ყველაზე ნაზად მიყვარდა, ძალიან მაკლია.

ალბათ ქეთისაც ჰქონდა წაკითხული  ქმრის აღსარება და იმასაც ხედავდა როგორ ჩაიკეტებოდა ხოლმე მერის ოთახში და ეალერსებოდა მის ტანსაცმელს. ანდერძში მწერალმა სურვილი გამოთქვა, რომ მერის გვერდით დაეკრძალათ.

მერის სიცოცხლეში ჩარლზი ვერ ბედავდა სიყვარულის გამხელას, გოგონას სიკვდილის შემდეგ კი აღარავის ერიდებოდა, ალბათ ცოლის მიმართაც ამიტომ გაუგრილდა გული. მერიმ შთააგონა დიკენსს დორას («დევიდ კოპერფილდი») და ნელის სახეები («ძვირფასეულობის დუქანი»).

მრავალშვილიანი ქეთი ვერ მონაწილეობდა ქმრის ინტელექტუალურ მოღვაწეობაში, თითქმის არასდროს ახლდა ლიტერატურულ საღამოებზე, წვეულებებზე.

1842 წელს, როცა ჯერ კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, ქეთი ამერიკაში სამოგზაუროდ გაემგზავრა, მეორედ იტალიაში იყვნენ ერთად, ამჯერად ხუთი შვილის, ძიძების და მსახურების თანხლებით. მათთან ერთად იყო ჯორჯინაც, რომელმაც უარი თქვა გათხოვებაზე და დის ოჯახში დასახლდა.

ჩარლზი არც გართობას იკლებდა და არც საყვარლებზე ამბობდა უარს. ერთხელ ქეთის შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ძვირფასი ყელსაბამი, რომელიც დიკენსის თეატრალური ჯგუფის 18 წლის მსახიობის ელენ ტერნანისთვის იყო განკუთვნილი. დიკენსი არ გამოტყდა- მასთან მხოლოდ პლატონური ურთიერთობა მაქვს და ყელსაბამის ჩუქებაც მეგობრისთვის მინდოდაო.

დიკენსის ქალიშვილი, რომელიც მამის საყვარლის ტოლი იყო, დედას გაშორებას არ ურჩევდა, დის ქმრით მოხიბლული ჯორჯინაც ჩარლზის მხარეზე იყო. შეთანხმდნენ, რომ ერთ სახლში იცხოვრებდნენ და გარეგნულად არაფერი შეიცვლებოდა.

ბავშვებს ძალიან უყვარდათ დეიდა, რომელიც ძალიან ჰგავდა გარდაცვლილ მერის. მათი მამაც დატყვევებული იყო ჯორჯინას თვისებებით.

«ჯორჯინა მერის მაგონებს და ზოგჯერ ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს მერი ისევ ჩვენთანაა, არ ვიცი მის გარეშე რა გვეშველებოდა, ჯორჯინა კეთილი ფერიაა, ჩემს შვილებს თავს ევლება» -წერდა დიკენსი.

ჩანს, სიძის მიმართ ჯორჯინასაც გრძნობები ჰქონდა, რომ 22 წლის განმავლობაში- 1870 წელს დიკენსის სიკვდილამდე დას ხმას არ სცემდა. ჩარლზ დიკენსის სიკვდილის შემდეგ, ანდერძის თანახმად, მას დარჩა მწერლის პირადი წერილები, 8000 გირვანქა სტერლინგი და ძვირფასეულობა.

მოგვიანებით დიკენსის ქალიშვილი მამაზე ამბობდა, მან ქალებს ვერაფერი გაუგოო. ალბათ ასეც იყო, მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაერკვია თავის გრძნობებში ქეთის, მერისა და ჯორჯინას მიმართ.

PRdickensKT6 ARTmaclise2 article-2093090-117FFFB6000005DC-956_306x488

ნანახია:(207)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ჩარლზ დიკენსი

Related Articles

„უცებ მძღოლი იღებს 20 ლარს და „აჰა, ძმაო““

თურმე ადამიანობა ბოლომდე არ დაგვიკარგავს… ერთი პატარა ამბავი ბათუმი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში: ვმგზავრობდით სულ რამოდენიმე ადამიანი. ქუთაისთან ახლოს ერთი ახალგაზრდა(ლაგოდეხიდან) ცუდად


რას ნიშნავს თქვენს მაჯაზე არსებული ზოლები…

ალბათ შეგიმჩნევიათ მაჯაზე შიგნიდან არსებული „ნაოჭები“, ზოლები, თუმცა ალბათ არ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა ისინი რაღაც მესიჯებს გვაძლევდნენ. ხელის მოხრისას დააკვირდით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*