სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე | Jolo.ge


სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე

სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე

თამარ საგინაშვილი: სამი ბლოკნოტის პრინციპით ჩვენ ვაანალიზებთ და ვალაგებთ ძველ წელს. მარცხი უნდა ვაქციოთ გაკვეთილად, რესურსად, რაც შეიძლება მეტი სარგებელი გამოვიტანოთ მისგან.

ანუ რა იყო კარგი ცუდში))რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ, რას გვასწავლის ეს სიტუაცია, რისთვის მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.

და ბოლოს, იმ რესურსს, რომლის აღმოჩენაშიც დაგვეხმარა ეს ვითომდა პრობლემური სიტუაცია, ვიყენებთ ჩვენს სასიკეთოდ.

თავიდან ასეთი ანალიზის გაკეთება, ანუ ცუდში კარგის პოვნა  დამოუკიდებლად ბევრს უჭირს. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უბრალოდ ცხოვრების წესი ხდება — მოხდა რაიმე ცუდი ან არასასიამოვნო? შეიძლება უცებ გული გეტკინოთ, მაგრამ ეს გულისტკენა თუ ადრე საუკუნე გაგრძელდებოდა, ახლა ძალიან მალე გაივლის და მას ჩაანაცვლებს შეკითხვა: რა მომცა კარგი ამ ცუდმა სიტუაციამ?

ეს ერთი შეხედვით აბსურდული კითხვა იმდენად ფანტასტიკური, თითქმის დაუჯერებელი შედეგების მომტანია, რომ ამ შედეგების მოყოლას აზრი არ აქვს. მაინც არ დაიჯერებთ.

ამიტომ სჯობს თავად მოსინჯოთ.

მოკლედ, რას ვაკეთებთ.

მეორე ბლოკნოტში ჩვენ დავწერეთ ყველა ის სიტუაცია, რომელსაც ჩვენს მარცხად ან პრობლემად ვთვლით.

თითოეული ასეთი პუნქტის შემდეგ გვაქვს გამოტოვებული ადგილი.

ამ ადგილს შევავსებთ იმ პასუხებით, რომლებიც მოგვივა თავში კითხვებზე:

რა მომცა კარგი ამ სიტუაციამ?

რა მასწავლა?

რა უნდა გავიგო აქედან?

ვუსმენთ პასუხებს და ვიწერთ, თუნდაც პასუხი სრულ სისულელედ მოგვეჩვენოს ერთი შეხედვით.

და კიდევ ერთი საკონტროლო კითხვა:

რისთვის ვარ მადლობელი ამ სიტუაციის?

თუ თქვენ იპოვით თუნდაც ერთ პუნქტს, რისთვისაც ხართ მადლობელი ( სამადლობელი კი ყოველთვის არის რაღაც), ჩათვალეთ, რომ ეს მარცხი თუ პრობლემა ამის შემდეგ კარგავს თავის გავლენას თქვენზე. ის ვეღარასოდეს წაიღებს თქვენს ენერგიას, ვერ დაგაყენებთ ცუდ ხასიათზე, პირიქით — ის იქცევა თქვენთვის ახალი რესურსების წყაროდ.

ყურადღებით წაიკითხეთ თქვენი პასუხები და გააანალიზეთ. ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა მნიშვნელოვანია.

თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რა სარგებლის მოსატანად მოვიდა ეს პრობლემა თქვენს ცხოვრებაში.

გადაუხადეთ მადლობა საკუთარ თავს ამ აღმოჩენისთვის, და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობდა ამ სიტუაციაში და დაამთავრეთ.

როდესაც  გასული წლის ყველა  საკვანძო ამბავს ამ  ფილტრში გაატარებთ, შეგრძნება გექნებათ, რომ  უზარმაზარი, თქვენთვის შეუფერებლად მძიმე ტვირთი მოიშორეთ, მხრები დამსუბუქდა, წელში გაიმართეთ და უზომო მადლიერებით აგევსებათ გული გასული წლის მიმართ.

ეს კი გარანტიას გაძლევთ, რომ დამდეგი წელი უფრო უკეთესი იქნება.

ფაქტია, რომ ოცნებების და მიზნების უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ არ სრულდება, რომ ისინი ან საერთოდ არ აქვთ ადამიანებს, ან არასწორად ისახავენ მიზანს. უფრო ზუსტად, სამყაროს ელემენტარული კანონების არცოდნის გამო ხშირად მიზნად ისახავენ იმას, რაც არ უნდათ და არა იმას, რაც უნდათ.

 

ნანახია:(285)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შემომიერთდი! “- თინი ბასილაიას შეუპოვრობა და ახდენილი ოცნება

პირველად “სამუშაო” ჩემს თავზე 2015 წლის აგვისტოში, უკრაინაში, კარპატების მთებში, ტრენინგზე გამოვცადე. ჩემში ძლიერი გადატრიალება მოხდა. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს


„დაიწყეთ იმით რაც შეგიძლიათ!!!! — გახდით დედოფალი!“

…ქალი, სილამაზე და თავის მოვლა, სრულიად განუყოფელი მცნებებია…. …და როდესაც ქალბატონი ამ მცნებებს აცალკევებს თავის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მის ცხოვრებაში


როგორ არ «გავმაზოთ» საკუთარი ბედნიერება

ერთმა ისტორიამ დამაფიქრა და მომინდა შენთვისაც გამეზიარებინა… ერთ რუსულ დახურულ ბიზნეს-ჯგუფში გავდივარ სწავლებას, სადაც ერთმა მონაწილემ სახელად პაველი, თავისი ისტორია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<