სამასმეერთე მილიონერი და ბიძინას დილა | Jolo.ge


სამასმეერთე მილიონერი და ბიძინას დილა

სამასმეერთე მილიონერი და ბიძინას დილა


გიცდიათ როდესმე ცხოვრების შეცვლა და „თქვენს ჭკუაზე“ დალაგება?

მოსახლეობის 88 პროცენტს ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი მცდელობაო, — გვეუბნებიან სტატისტიკოსები.

შედეგი?

რეალურად საკუთარი ცხოვრების მართვას, სრულად ან ნაწილობრივ მაინც,  მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ახრეხებს .

რატომ?

პასუხი მარტივია. მთავარია გავერკვეთ ცვლილებების ალგორითმში.

თქვენ კარგად იცით, როგორ მოამზადოთ ერბო-კვერცხი.

უცებ ჩაქაფული მოგინდათ. აიღეთ და ერბო-კვერცხის ინგრედიენტებით მოინდომეთ ჩაქაფულის გაკეთება.

რა ჯადოსნური ფრაზებიც უნდა აძახოთ ქვაბს, რა ძვირადღირებული მზარეულისგანაც უნდა გქონდეთ ნასწავლი რეცეპტი, რა ფიქრის მატერიალიზაციის ძალაც უნდა გამოიყენოთ, ერბო-კვერცხის მასალით ჩაქაფულს ვერ შექმნით.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერბოკ-ვერცხი  თქვენი ცხოვრებაა.

ჩაქაფული — ის ცხოვრება, რომელთანაც გინდათ მიხვიდეთ.

ერბო-კვერცხის ინგრედიენტები — თქვენი ცხოვრების ინგრედიენტებია.

ანუ ცხოვრების წესი, აზროვნების მოდელი, თქვენი მიზნები, საკუთარი თავის აღქმა, სამყაროსადმი დამოკიდებულება და ასე შემდეგ.

თქვენ  გადაწყვიტეთ შეცვალოთ ცხოვრება, ანუ შექმნათ მისგან „ჩაქაფული“.

ოღონდ ინგრედიენტები იგივეა.

გამოგივათ „ჩაქაფული“?

როგორი სუპე-პუპერ წარმატების ფორმულაც უნდა გქონდეთ ნაყიდი, მოპარული თუ გამოგონილი, როგორი ძვირადღირებული ტრენინგებიც უნდა გქონდეთ გავლილი თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება, თუ არ შეცვლით „ინგრედიენტებს“.

იმიტომ კი არა, რომ ფორმულა არ ვარგა, ჩაქაფულის რეცეპტიც მშვენიერი იყო, მარგარ რა გამოვიდა?

მოკლედ, თუ გსურთ მთელი ცხოვრება მიირთვათ ერბო-კვერცხი, ეს თქვენი არჩევანია, შეგერგოთ.

მაგრამ თუ გსურთ შექმნათ თქვენი ცხოვრებისგან რაღაც ახალი, შეცვალეთ თქვენი ცხოვრების ინგრედიენტაბი.

რითი შეცვალოთ?

ფაზა პირველი:შეცვალეთ აზრები და ემოციები.

წუწუნი — დადებითი განწყობით

უმადურობა — მადლიერებით

სიძულვილი — სიყვარულით

წყენა — მიმღებლობით

შიშები — სამყაროსადმი ნდობით

დაეჭვება საკუთარ ძალებში — საკუთარი თავის რწმენით

პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ — ასევე სრული მიმღებლობით…

ეს ყველაფერი რთულია, თუ წარმოდგენაც არ გაქვს, საიდან დაიწყო და რა გააკეთო.  და მარტივია, თუ იცი — როგორ.

მაგრამ დავუბრუნდები სამზარეულოსJ)))

ვთქვათ, თქვენ უკვე გაქვთ„ჩაქაფულის“ინგრედიენტები (ანუ თქვენი აზრები, ფიქრები, ემოციები, თვითშეფასება, ადამიანებისადმი დამოკიდებულება შეესაბამება იმ ცხოვრებას, რომლისკენაც ისწრაფვით), მაგრამ არ იცით ამ ახალი კერძის მომზადების წესი და ისევ ერბო-კვერცხივით ამზადებთ, მიიღებთ სასურველ შედეგს?

tamar2ფაზა მეორე: მომზადების წესი — ჩვენი ქმედებებია. ის, თუ როგორ ვცხოვრობთ.

ძალიან ხშირად, ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე, ცვლის აზროვნებას და ემოციებს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს მიზანს.

რატომ? იმიტომ, რომ იმის მაგივრად, რომ გადადგას სწორი ნაბიჯები — ფენა-ფენა დააწყოს ხორცი, მწვანილის ასორტი ბლომად ტახუნით, ტყემალი, წიწაკა, მარილი, ღვინო და დადგას გაზზე, ის ერბო-კვეცხივით ცდილობს ათქვიფოს ეს ყველაფერი და სამ წუთში შეწვას ტაფაზე.

ანუ ადამიანი ანხორციელებს იგივე მოქმედებებს, რასაც აკეთებდა ადრე — არ დგამს ნაბიჯებს, არ ეძებს ახალ შესაძლებლობებს, არ იწყებს ახალ პროექტებს, უჭირს საკუთარი შესაძლებლობების და პროდუქტის შეთავაზება, ისევ დებს და დებს დაუმთავრებელ საქმეებს, კარგავს უამრავ დროს ფეისბუქზე ან სერიალების ყურებაში და ასე შემდეგ და ელის, რომ მისი ფიქრები, მოქმედებების გარეშე მოუტანენ გრანდიოზულ, სწრაფ და გადასარევ შედეგებს.

უაზრობაა იცხოვრო ძველებურად და შედეგად ელოდე ახალ ცხოვრებას.

ცხადია, რომ ასე არ მოხდება და სავარაუდოდ, ამ ადამიანს მალე დეპრესია დაეწყება, იმიტომ რომ მან წაიკითხა შეიძლება იმუშავა კიდეც საკუთარ თავზე — წიგნები, დაესწრო ტრენინგებს, მოისმინა სხვების შედეგების შესახებ და თვითონ რომ ვერ მიიღო შედეგი, იწყებს ფიქრს: მე ალბათ რაღაც სხვანაირი ვარ, მე არ ვარ დაბადებული წარმატებისთვის, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი…

ეს დაბრუნება წუწუნის, უიმედობის, საკუთარი თავით და სამყაროთი უკმაყოფილების ჭაობში უფრო მტკივნეულია, ვიდრე იქ მუდმივად ყოფნა იყო.

ანუ ამ შემთხვევაში, სჯობს მას საერთოდ არაფერი სცოდნოდა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რაზეც გამუდმებით საუბრობენ ტრენინგებზე. იმიტომ, რომ ვერც ერთი ტრენერი ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ის მხოლოდ გაჩვენებთ გზას.

მოკლედ, მეორე ფაზა; მოქმედებაა. თანაც არა ძველი, არამედ ახალი ნაბიჯები. ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე.

პატარა, მაგრამ „ბომბა-სავარჯიშო“ :  ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე კითხეთ საკუთარ თავს: ეს ნაბიჯი მაახლოვებს ჩემი ცხოვრების უკეთეს ვარიანტთან?

თუ პასუხი არის არა, ან არ ვიცი, ნუ დაკარგავთ დროს ამისთვის.

ფაზა მესამე: ახლა თქვენ გაქვთ ახალი ინგრედიენტები, ახალი მოქმედებები, მაგრამ საქმე მაინც არ მიდის წინ ისე, როგორც უნდა მიდიოდეს.

ანუ, მომზადებული და ქვაბში ფენა-ფენა ჩაწყობილი მასალა უკვე გაქვთ. რა გაკლიათ?

თუ თქვენ ამ მასას დადგამთ და გასინჯავთ ერთი საათის შემდეგ, არა მგონია გემოთი აღფრთოვანებული დარჩეთ, რასაკვირველია, ხორცის უმად მირთმევის მომხრე თუ არ ხართ.)

ცეცხლი… აი, რა გვჭირდება ახლა.

ანუ მესამე ფაზა — არის საწვავი, ენერგია, ცეცხლი, რომელიც ისე შემოგენთებათ,  ვერავითარი ძალა ვერ შეგაჩერებთ.

ოდესმე ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, როცა ენერგია ისე ჩქეფს თქვენში, რომ პირდაპირ ხელები გექავებათ, გინდათ რამე აკეთოთ?

ეს არის შთაგონება — ანუ როცა ფიქრები, ემოციები, მოქმედებები ერთი სანუკვარი მიზნისთვის არის გაერთიანებული და ამას ემატება საკმაო რაოდენობის ენერგია.

სად ვიპოვოთ ეს ცეცხლი? როგორ ავანთოთ ჩვენი ქურა?

ამ თემაზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. სამყარომ ბევრი ენერგიის წყარო მოგვცა, არის უამრავი გზა მის მისაღებად, მაგრამ რადგან ვიცი, რომ მკითხველების უმრავლესობას ეზარება დიდი პოსტების კითხვა, თუნდაც ძალიან სასარგებლო შინაარსის იყოს, ამიტომ მოკლედ მოვჭრი:

თქვენი დღის რეჟიმი, ცხოვრების წესი, საკვები, ძილ-ღვიძილის გრაფიკი, ჩაი — ყავა — ალკოჰოლი, ფიზიკური აქტიურობა, სხეულის მოვლა — ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად გექნებათ ან არ გექნებათ საწვავი თქვენი ცხოვრების საუკეთესო კერძის მოსამზადებლად.

ამ თემებზე იმდენი იწერება, ვფიქრობ საჭირო არ არის დავკონკრეტდე.

ყველამ იცის, რა არის სწორი ცხოვრების წესი.

მაგრამ ვფიქრობ, ყველამ არ იცის, გარდა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, რისთვის არის ის საჭირო და როგორ არის ეს დაკავშირებული მიზნების და ოცნებების განხორციელებასთან.

უბრალოდ შეხედეთ წარმატებული, მდიდარი დ ბედნიერი ადამიანების ცხოვრების წესს.

როგორ ცხოვრობენ, როგორი დღის რეჟიმი აქვთ, როგორ გამოიყურებიან… წაიკითხეთ მათი ავტობიოგრაფიები.

გარწმუნებთ, მათ იციან, რას აკეთებენ და რისთვის.

თქვენ შეიძლება ზუსტად არ იცოდეთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფეხით სეირნობა ( მინიმუმ 15 პუნქტიანი ჩამონათვალია), მაგრამ უბრალოდ მიიღეთ, რომ ეს სასარგებლოა თქვენი მომავლისთვის.

მე დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რას ერჩოდნენ ჩაის და ყავას, ეს უბრალო ახირება მეგონა, მაგრამ ამასაც კი თავის ახსნა აქვს.

და რაც მთავარია, დღის რეჟიმი.

შემიძლია წავიკითხო ორ საათიანი ლექცია თემაზე: რას ვაფუჭებთ იმით, რომ უკუღმა ვცხოვრობთ — როცა უნდა გვეძინოს აქტიურად „დავეხეტებით“ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებში, სოციალურ ქსელებში და როცა გონებას უნდა ეღვიძოს, როცა ის ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი უნდა იყოს და გენიალური იდეების გენერირება მოახდინოს, გვძინავს.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა,  კომედიური შოუების საყვარელი თემა გახდა მისი დღის რეჟიმი.

ნეტავ ვინმეს გონია, რომ ივანიშვილმა არ იცის რას აკეთებს და რატომ იძინებს ბავშვების ძილის დროს?

მეც ბევრჯერ გამცინებაი ამ ხუმრობებზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ვინც ხუმრობს, სიხარულით დათანხმდება, მთელმა  საქართველომ მის ძილ-ღვიძილზე „იღადაოს,“ ოღონდ ანგარიშზე იმის მეათედი ქონდეს, რაც ბიძინას აქვსJ)

იმის მიხედვით, თუ საით არის „გადახრილი“ თქვენი დღის რეჟიმი, კონკრეტული დაავადებების პროგნოზირებაც კი შეიძლება, იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი.

იცით, რატომ მოდის სისხამ დილას პასუხები თქვენს კითხვებზე ადვილად და რატომ ჩნდება გენიალური იდეები სწორედ გამთენიისას?

არ იცით. რომ იცოდეთ, ვერც დაძინებას დაგასწრებდათ ვინმე და ვერც გაღვიძებასJ) მათ შორის ვერც ბიძინა, რომელმაც ეჭვი მაქვს, რომ იცის ეს ყველაფერი და ამაზე ბევრად მეტიც.

ხუმრობა კარგია, ღამე გართობაც, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრებაც, წუწუნი და სხვების ცხოვრების გარჩევა ხომ ისეთი „ტკბილია“, მიმიქარავს ნარკოტიკი.

ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს.

თუ თქვენი არჩევანი ერბოკვერცხია, არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.

მაგრამ თუ გსურთ შექმნათ რამე ახალი და გემრიელი, გაითვალისწინეთ ცვლილებების გზაზე სამი ფაზის არსებობა.

რასაკვირველია, აქაც არის არჩევანი: მარტომ იაროთ ამ გზაზე, იგონოთ ახალ ახალი ველოსიპედები და ცდების და შეცდომების გზით ადრე თუ გვიან მიაღწიოთ სასურველს, ან იპოვოთ ადამიანები, ვინც უკვე გაიარა გზის ეს მონაკვეთი და შეუძლიათ უფრო მოკლე გზებზე გაგიძღვნენ.

wigniთქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ ყველაფერს ფული სჭირდება. რასაკვირველია, სჭირდება. ჩემთვის, მაგალითად არ არსებობს ძვირი და იაფი, როცა საქმე ჩემს პიროვნულ ზრდას და განათლებას ეხება. არსებობს  შედეგიანი და ნაკლებად შედეგიანი.

და საერთოდ მინიმალურ ფასად თუ გინდათ მიიღოთ საჭირო ცოდნა თქვენი მომავლის შექმნისთვის, ამისთვის არსებობს არაჩვეულებრივი წიგნები.

მათ შორის ჩემი წიგნი-ტრენინგიც  „სამასმეერთე მილიონერი“, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. ამ წიგნის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი ავტორი აქვე, თქვენს გვერდით ცხოვრობს და იმავე „ქვაბში იხარშება“, რომელშიც თქვენ ( ისევ კულინარიაJ), აქვე ისეთისე მენტალიტეტი.

და თქვენ ვეღამ მოიმიზეზებთ, რომ ამ წიგნების ავტორები სხვა რეალობაში ცხოვრობენ და ამიტომ მათთან წარმატების სხვა კანონები მოქმედებს.

ის, რაც შეძლო თუნდაც ერთმა ადამიანმა თქვენს გვერდით, შეგიძლიათ თქვენც.

გისურვებთ წარმატებას.

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(798)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაკავდით თავით და არა ქმრით ან მეგობარი ბიჭით

ამ თემას ჰყავს ადრესატი და წაკითხვის დროს თავს ნამდვილად ამოიცნობს. ჰარმონიული ურთიერთობები ძირითად შემთხვევში იწყება ქალისგან. მანიპულაციებით, ხრიკებით,  „შანტაჟ“-ქორწინებით, სხვისთვის


„ამის შემდეგ თქვენი სიტყვები და აზრები განხორციელდება“

„ჩამოირეცხეთ შინაგანი უკმაყოფილება და შიმშილი. მკაფიოდ განსაზღვრეთ ოცნებები და სურვილები, ირწმუნეთ მათი რეალობა, შეიგრძენით სურვილები და მიმართეთ ყოვლისშემძლეს მათი აღსრულებისათვის.


ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*