სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა | Jolo.ge


სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა

სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა
სალომე ჯაშის ფილმმა «დაისის მიზიდულობა», რომელიც შვეიცარიაში 15-23 აპრილს ჩატარდა, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions Du Reel საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, რომელმაც მთავარი ჯილდო (The Main Prize of Regard Neuf section) აიღო.
«დაისის მიზიდულობა» საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
ფილმი ძირითადად წალენჯიხის რაიონშია გადაღებული. იგი საქდოკ ფილმის პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის «არტეს” მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა «ნიონის» კინოფესტივალზე შედგა.
ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. იგი დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას.

ნანახია:(18)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სალომე ჯაში

Related Articles

თიკო სანიკიძის გამოფენა მანჰეტენზე

თიკო სანიკიძე, მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს არაერთ ცნობილ გალერეაში გამოიფინა. ამჯერად, მის ჰიპერ რეალიზმის ჟანრში შესრულებულ ნახატებს შემოდგომაზე, ნიუ იორკშიც


ქართული ღიმილი მალე მთელ მსოფლიოს მოივლის

მაისის ბოლოს ქართველი მსახიობების, ანუნა მდივნიშვილისა და ვატო მდივანის ღიმილი, მთელ მსოფლიოს მოივლის.  „გაუღიმე მსოფლიოს“– ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ქართულ


«პოეზიის ღამე» ვაკის პარკში

„პოეზიის ღამე“ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის დასკვნითი ღონისძიებაა, რომელიც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. ათი თანამედროვე ქართველი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*