„საკუთარი თავის შეყვარებაა თქვენი წამალი“…. | Jolo.ge


„საკუთარი თავის შეყვარებაა თქვენი წამალი“….

„საკუთარი თავის შეყვარებაა თქვენი წამალი“….

…ყველაზე ფრთხილად იყავით მათთან ვინც თქვენზე გიჟდება;
უთქვენოდ ჭკუას კარგავს; გაღმერთებთ … 

ფანატიზმამდე მისულ მომენტალურ აღფრთოვანებას, დასასრულიც მომენტალური აქვს …. მოიხედავთ და ის ბედნიერი ახლა სხვას უკეთებს მეტანიებს…
მშობლებიც კი, რომლებსაც ბავშვები კერპებად ყავთ ქცეული, მათ უბედურებისათვის ამზადებენ….

თუ თქვენ მოგწონთ გამაღმერთებელი ქმედებები თქვენს მომართ — საკუთარი თავის შეყვარებაა თქვენი წამალი….

თუ თქვენ ვინმეს გაღმერთებისაკენ გაქვთ მიდრეკილება — წამალი ისევ საკუთარი თავის სიყვარულია 🙂

სიყვარული და არა ეგოიზმი…..
სიყვარული ყველაფრის წამალია და ის არ შეიძლება იყოს ზედმეტი — იმ ზედმეტს უკვე ფანატიზმი ქვია….

ისევე როგორც 1 აბი წამალი — წამალია და 30 აბი საწამლავი…

***

….თუ თქვენ სწავლა გწადიათ, ქუჩის მათხოვრისგანაც შეგიძლიათ ისწავლოთ, თუმცა….
თუ თქვენ მიზეზებს ეძებთ დაამტკიცოთ თუ როგორი უვიცია სამყარო, თქვენ ამის საშალებაც მარტივად მოგეცემათ….
ასე რომ რასაც ეძებთ იმას პოულობთ….
არაფერს ეძებთ? — ვერც ვერაფერს იპოვნით…
არ იცით რას ეძებთ?
რაც ახლა გაქვთ ხელთ, გამოდის რომ სწორედ ის გიძებნიათ 🙂

***

…რა საოცარია ეს ცხოვრება…ნაირნაირი სიურპრიზებით აღსავსე  🙂

ხდება ხოლმე, რომ მოისმენ ამბავს და წარმოუდგენელი ტრაგედია გგონია…მერე შენც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდები და რომ გეგონა — «გავგიჟდებიო» — თურმე სულაც არა….ადაპტაციას გადიხარ და ხვდები, რომ «ამ» მდგომარეობაშიც შეგიძლია იყო ბედნიერი:)))

მაგრამ ისეც ხომ ხდება, «მაგას რა უნდაო» იტყვი — ვიღაცის ცხოვრების შემხედვარე…..და მერე იგივე» ფეხსაცმელში» რომ გაუყრი ფეხს, ხვდები რომ ეს ფეხსაცმელი ესპანური ჩექმაა ( ძველ დროში გამოყენებული წამების იარაღი) ნამდვილი:)))

სწორედ ასე იზრდება და ყალიბდება პიროვნება პიროვნებად…სწორედ ამგვარად იცვლება და ყალიბდება ფასეულობები….თუ თქვენ ვაბშვობაში რომ ფიქრობდით და გეგონათ, ახლაც ისე გგონიათ, ცხოვრების აკადემიისაკენ გზა აგბნევიათ ძვირფასო და ის დროა კომპასი შეიძინოთ 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(1245)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ოოოო, როგორი სავსე გახდება ცხოვრება…..

«შური არს მწუხარებაი სხვისსა კეთილთა ზედა»…მაშასადამე… ეს მწუხარება რა საკვირველია თქვენი ფანტაზიიდან გამომდინარე შესაძლოა შავად, თეთრად , ვარდისფრად ან მწვანედ


„ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”

„ასე კარგად ქმარს რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”  – იყო ქალბატონის კომეტნარი ერთ-ერთ თემაზე. გულწრფელობა – არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც


10 რჩევა, რომ დამჯერი შვილი გყავდეთ

ეს რჩევები დაგეხმარებათ იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც დღეს ასე ძალიან გაშფოთებთ. გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა და ნახავთ თუ რა მალე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*