საკუთარი ბედის რეალურად შექმნა და საკუთარი თავის ხელახლა გამოძერწვა იწყება იმით, რომ… | Jolo.ge


საკუთარი ბედის რეალურად შექმნა და საკუთარი თავის ხელახლა გამოძერწვა იწყება იმით, რომ…

საკუთარი ბედის რეალურად შექმნა და საკუთარი თავის ხელახლა გამოძერწვა იწყება იმით, რომ…

ამჟამად ვებ-დიზაინს ვსწავლობ და ერთი საინტერესო პარალელი მინდა გავავლო.

ვებ-გვერდის კოდს აქვს ორი ძირითადი განყოფილება: Head (თავი) და Body (სხეული). Head-ში იწერება ის კოდები, რომლებიც მთელი სტრუქტურის ძირითად ბრძანებებს და გაფორმებებს გამოხატავენ, ოღონდ Head-ში მოცემული ბრძანებები თავად საიტზე არ გამოისახება (გამოვლენილ ფორმაში არ ჩანს).Body-ში იწერება ის კოდები, რომლებიც ვებ-გვერდის «სხეულში», ანუ მაყურებლის დასანახად გამოჩნდებიან (ბრძანებათა შესაბამისი ფორმებით).

 

ჩვენში, ადამიანებში სხვადასხვა პროგრამები და კოდები ანალოგიური სახითაა (რა თქმა უნდა გაცილებით უფრო რთულად) ჩაწერილი. ძირითადად წვდომა გვაქვს და შეგვიძლია შევცვალოთ ის ბრძანებები, რომლებიც ჩვენს Body-ში წერია. ხოლო მთავარ ალგორითმებთან, რომლებიც Head-შია, საერთოდ არ გვაქვს წვდომა.საკუთარი ბედის რეალურად შექმნა და საკუთარი თავის ხელახლა გამოძერწვა იწყება იმით, რომ პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ ერთი მარტივი და «შემაშინებელი» ჭეშმარიტება: შეუძლებელია შეცვალო კოდები, თუ კოდების ენა არ იცი. ის, რისი შეცვლაც შეგიძლია, უკვე ჩადებულია შესაბამისი პროგრამების სახით, მაგრამ ეს მეორად პროგრამებზე წვდომაა, და არა საწყის კოდებზე. მაგალითად, WordPress-ს აქვს მზა შაბლონები იმისთვის, რომ ისინი აირჩიო, მათში რაღაც ჩაწერო, და ეს ყველაფერი გვერდზე აისახოს, მაგრამ ეს არაა «შიდა კოდზე» ზემოქმედება. ესაა შაბლონთა არჩევანი, რომელიც პროგრამისტებმა შემოგვთავაზეს, და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი მოცემულობები ვმართოთ და მათ ფარგლებში ვიმოქმედოთ.

 

უფრო მარტივად: იმისთვის, რომ ისწავლო მატრიცის მართვა, ჯერ მაქსიმალურად უნდა გააცნობიერო, რომ მატრიცაში ხარ (და ამ შემთხვევაშ საკმარისი არაა ინფორმაციული გაცნობიერება, ან ფილმ «მატრიცას» ნახვა და ამ ყველაფრის «დაჯერება»).

 

ხოლო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მატრიცის ენა ვისწავლოთ და შემდეგ მისი პროგრამირება ჩვენით შევძლოთ (რაღაც დონეზე მაინც) — ესაა გადაულახავი წყურვილი და განზრახვა ამის გაკეთებისა.

 

ყოველგვარი ვიზუალიზაცია, შელოცვა, რიტუალი და ა.შ. მოცემული პროგრამების ნაწილია (და გარკვეულწილად მუშაობს რა თქმა უნდა), მაგრამ ნამდვილი ძალის ადამიანი ისაა, ვინც ამ ყველაფრის უკან კოდებს ხედავს და შეუძლია თავად დაწეროს ეს კოდები. ზოგს ვიდეო-თამაშები მოსწონს, ზოგს რეალური თამაშები. ვიზუალიზაციები, შელოცვები და ა.შ. ვიდეო-თამაშია, ხოლო რეალობა ისეთი რამეა, რაც არც მე ვიცი და ვერც სიტყვებით ავღწერ, მაგრამ უფრო მაღალი რეალობაა.

 

ის, რასაც ნების და არჩევანის თავისუფლებას უწოდებენ, მხოლოდ იმ პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება, რაც ადამიანს თანდაყოლილ მოცემულობად დაჰყვა, თუნდაც იგივე ვექტორები, როგორც სურვილის ავსების მიმართულებები — სწორედ «wordpress»-ის შაბლონებია, რომელთა ფარგლებშიც შეგვიძლია განვვითარდეთ, ვრეალიზდეთ, ძალა მოვიმატოთ, გარკვეული ლავირება მოვახდინოთ და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი «შაბლონია» სმენის ვექტორი, რომელშიც თავიდანვეა ჩადებული, რომ მატრიცის კოდის დანახვის სურვილი უნდა გაუჩნდეს. მიზეზი, თუ რატომ დევს მათში ეს შაბლონი (რომელსაც ან მიჰყვებიან ბოლომდე, ან არა), ჩემთვის უცნობია.

 

ძნელია ბოლომდე ისიამოვნო, როდესაც იცი, რომ «ვიღაცის» მიერ დაწერილ ვიდეოთამაშში მონაწილეობ. მაგრამ რეალურად ეს უკიდურესად ცოტა ადამიანმა იცის. ამ პოსტის მკითხველებსაც გგონიათ, რომ იცით და გაიგეთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ინფორმაციული გაგებაა, და არა რეალური აღქმა.

 

პირველი ნაბიჯი თავისუფლებისკენ — აღქმაა… არა ვიზუალიზაცია, წარმოსახვა, სიზმარი, არამედ ნამდვილი აღქმა.

 

მამუკა გურული

Magma

ნანახია:(943)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

92 წლის დონა მარია ჯილოს რჩევები — «როგორ დავრჩეთ ახალგაზრდა?»

დონა მარია ჯილო 92 წლის არის. ის მინიატურულია და ძალიან ელეგანტური. დილის 8 საათზე უკვე გამოწყობილია, ვარცხნილობა გაკეთებული აქვს და


10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე,


საინტერესო და დამაფიქრებელი მოგზაურობა მომავალში…

ეს საკითხი ახლა ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ არც ისე დიდი დროის შემდეგ შესაძლოა ამას მიაღწიონ ადამიანებმა, თუ ღმერთმა თავის ნებაზე გაუშვა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<