საინტერესო ფაქტი არწივზე და … | Jolo.ge


საინტერესო ფაქტი არწივზე და …

საინტერესო ფაქტი არწივზე და …

40 წლის ასაკში არწივს ეზრდება ძალიან დიდი ბრჭყალები და უხდება დრეკადი, რის გამოც მას აღარ შეუძლია მოინადიროს.

ნისკარტი უხდება გრძელი და მრუდი, რის გამოც უჭირს ჭამა.

ფრთებზე და მკერდზე  ბუმბული უხშირდება და ისე უმძიმდება სხეული, რომ უჭირს ფრენა.

ასეთ დროს, არწივი დგას არჩევანის წინაშე:

სიკვდილი, ან ხანგრძლივი და მტკივნეული ცვლილებების პერიოდის გავლა, რომელიც გრძელდება 150 დღე...

არწივი მიფრინავს თავის ბუდეში, მთის წვერზე და იქ ძალიან დიდი ხანი ნისკარტს ურტყამს კლდეს, მანამ, სანამ არ მოძვრება…

შემდეგ ელოდება ახალი ნისკარტის გაზრდას, რომლითაც მოგვიანებით იგლიჯავს ბრჭყალებს…

როდესაც წამოეზრდება ახალი ბრჭყალები, არწივი  მისი საშუალებით გამოხშირავს ბუმბულს ფრთებსა და მკერდზე…

5 თვის ტანჯვის და ტკივილების გავლის შემდგომ, არწივი ახალი ნისკარტით, ბრჭყალებითა და  განახლებული ბუმბულით ბრუნდება და კიდევ შეუძლია იცოცხლოს 30 წელი.

ნიშანდობლივია, ჩვენი მსგავსება ფრინველთა მეფესთან.

40 წლის ასაკში ადამიანს ეძლევა მსგავსი შანსი. გადახედოს, შეაჯამოს აიღოს გამოცდილება და დაიწყოს სუფთა გულით და ხელებით ახლის შენებას.

ძალიან ხშირად იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ უნდა შევიცვალოთ

(იხ. ფსიქოსომატიკა )

ხშირ შემთხვევაში, ცვლილებების თანამდევია ტკივილი, შიშები, ეჭვები…

ამ დროს, ვთავისუფლდებით მოგონებებიდან და მავნე ჩვევებიდან… მხოლოდ და მხოლოდ წარსულის სიმძიმისაგან განთავისუფლება მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ სიცოცხლე სავსე ცხოვრებით, ვიხაროთ აწმყოთი და მოვამზადოთ თავი სიახლეებისთვის.

https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(8846)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მიზნის ძიება, პრაქტიკული სავარჯიშო და კითხვა, რომელზეც წარმატების 90%-ია დამოკიდებული

ადამიანების ცხოვრების  გასავლელი გზა ერთმანეთს ჰგავს. თითქოს, ვიღაცას დაუწაესებია – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… ამ გზას ის გადის ” ავტოპილოტის”


აწმყოს ნეტარება….

გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვანა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია. ჩემი თავი გამოვიჭირე რეალობის მიუღებლობაში, მე


თუ თქვენ გაქვთ პრობლემა ოჯახში…

ეს ადრე მითქვამს და გავიმეორებ, მაგრამ დავამატებ იმას, რომ ღმერთის მადლიერი უპირველესად ადამიანებისთვის ვარ, უფრო სწორად იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*