საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე | Jolo.ge


საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე

=მოცარტმა მუსიკის წერა სამი წლიდან დაიწყო.

=ბილ გეითსი მილიონერი 31 წლის ასაკში გახდა.

=ჯულია რობერტსი პირველი მსახიობია კინოს ისტორიაში, ვინც ფილმში შესრულებული როლისთვის 20 მილიონი დოლარი მიიღო.

=ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო.

=მაქსიმ გორკი წუთში 4000 სიტყვას კითხულობდა.

=ალბერტ აინშტაინს არ შეეძლო თავისი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება.

=ნამზეური, იგივე ზაგარი მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა.

=ფილმში «7 წელი ტიბეტში» შესრულებული როლისთვის ბრედ პიტს ჩინეთში შესვლა აუკრძალეს.

=ნაპოლეონს კატების ეშინოდა.

=ალბერტ აინშტაინი არასოდეს იცვამდა წინდებს.

=როდესაც ბეთჰოვენი თავის ცნობილ მეცხრე სიმფონიას წერდა იმ დროს ის აბსოლიტურად ყრუ იყო.

=ჯორჯ ვანშინგტონი შეხვედრებისას ხელს არ ართმევდა ხალხს ის უპირატესობას თავის დახრას ანიჭებდა.

=ონორე დე ბალზაკს ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვუფრული თავის ხელჯოხზე: “მე ყველა დაბრკოლებას ვამსხვრევ”.

=ნიკოლ კიდმანს პეპლების ეშინია.

=ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.

=ბითლზების არც ერთმა წევრმა არ იცოდა მუსიკის ნოტების კითხვა. ბოლოს პოლ მაკარტნიმ თავისით ისწავლა.

=ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი თავის ნაწარმოებებს ყოველთვის ფეხზე დამდგარი წერდა.

=დიდი მეომარი ჩინგის ხანი გარდაიცვალა საწოლში, სექსის დროს.

=რომის იმპერატორს იულიუს კეისარს თავზე დაფნის გვირგვინი სიმელოტის დასამალად ეხურა.

=ამერიკელი გამომგონებელი, ჯინსების შემქნელი ლევი სტრაუსი თავად ჯინსებს არასოდეს ხმარობდა.

=კლეოპატრა საკუთარ ძმაზე პტოლომეოსზე დაქორწინდა.

=ნათურის გამომგონებელ თომას ედისონს სიბნელის ეშინოდა.

=იტალიის ნაციონლური დროშა ნაპოლეონის მიერაა მოფიქრებული.

=საფრანგეთის მეფე ლუი XIV_ს 400 საწოლი ჰქონდა.

=მწერალ რედიარდ კიპლინგს არ შეეძლო წერა თუ მელანი შავი ფერის არ იყო.

=მწერალი ჩარლზ დიკენსი სახით ჩრდილოეთისკენ იყო შებრუნებული როდესაც რამეს ქმნიდა და ასევე ძილის დროსაც.

=ამერიკელმა მილიარდელმა მაგნატმა ჯონ როკფელერმა 550 მილიონზე მეტი დახარჯა ქველმოქმედებაში.

=რუსეთის დედოფალ ელიზავეტა 1_ელს 15 000 კაბა ჰქონდა.

=სცენაზე გამოსვლის წინ ლუჩიანო პავაროტი წარმატებისთვის ჯიბეში მოღუნულ ლურსმანს იდებდა.

=პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.

=ფელიქს მენდელსონი ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, «საქორწინო მარშის» ავტორი 38 წლის ასაკში დაუქორწინებლად გარდაიცვალა.

ნანახია:(2176)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ცნობილები

Related Articles

რატომ უჭირთ მამაკაცებს ურთიერთობის დაგვირგვინება?..

სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაფერი კარგად მიდის და ქალი ელოდება, რომ პარტნიორი მას დაქორწინებას შესთავაზებს, თუმცა გადის დრო და ასე არ ხდება.


«მხოლოდ ასეა შესაძლებელი საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და სამყაროში სიმშვიდის მოპოვება» …

თითქმის სამი თქვეა სახლში ვარ. ალბათ სულ ათჯერ თუ ჩავედი, მაღაზიაში რაღაცების საყიდლად. დღეს გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ჩემი შლაქსის შარვალი,


დაეუფლეთ ახალ პროფესიას პროფესიონალთან „ჰებეს“ სკოლა-სტუდიაში

დაეუფლეთ ახალ პროფესიას, გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავით მატერიალურად უზრუნველყოფილი. ამაში ის პროფესიონალი დაგეხმარებათ, რომელმაც ეს გზა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<