საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით | Jolo.ge


საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერთი ხელით ეწერა, მეორეთი კი დაეხატა;

 

გინესის რეკორდების წიგნი თავად ფლობს რეკორდს როგორც წიგნი, რომელსაც ბიბლიოთეკებიდან ყველაზე ხშირად იპარავენ;

 

ჟირაფის ენა დაახლოებით 54 სმ სიგრძისაა;

 

მამაკაცებისთვის 6-ჯერ მეტია მეხის დაცემის საფრთხე, ვიდრე ქალებისთვის;

 

თქვენ 1%-ით დაბალი ხართ საღამოს დილასთან შედარებით;

 

დედამიწის მოსახლეობის 2/3-ს თოვლი არასდროს უნახავს;

 

ცოცხლად გაყინული კიბორჩხალა გადნობის შემდეგ შესაძლოა გაცოცხლდეს;

 

დონალდ დაკის კომიქსები ფინეთში აკრძალული იყო იმის გამო, რომ მას შარვალი არ ეცვა;

 

ფრანგული 600-ზე მეტი წლის განმავლობაში ინგლისის სახელმწიფო ენა იყო;

 

ადამიანის თვალი დაბადების შემდეგ არ იზრდება, ცხვირი და ყურები კი ზრდას განაგრძობენ;

 

კოკა-კოლას ბუნებრივი ფერი მწვანეა;

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი მიტოვებული სახლია, ვიდრე უსახლკარო ადამიანი;

 

ერთი ამერიკელი საშუალოდ წელიწადში 600 ბოთლ გაზიან სასმელს სვამს;

 

ცემინების შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენის გასკდომა და სიკვდილი;

 

საშუალოდ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში იმდენს დადის დედამიწას სამჯერ შემოუვლიდა;

 

მედუზა 95% წყალია;

 

YouTube-ის ყველა ვიდეოს სანახავად 1000 წელია საჭირო;

 

ენა სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია;

 

რუსეთში 2011 წლამდე ლუდი ალკოჰოლად არ ითვლებოდა;

 

ჩვენს კანში გაცილებით მეტი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს ვიდრე ადამიანი დედამიწაზე;

 

ოფისის ყავის ჭიქების 20% ფეკალურ მასებს შეიცავს.

 

 

 

 

 

ნანახია:(230)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

 ფრაზები, რომლებიც პარტნიორს ხშირად უნდა უთხრათ…

„მე შენ მიყვარხარ“ ის ფრაზაა, რომელიც საყვარელ ადამიანს ხშირად უნდა უთხრათ, თუმცა არსებობს ფრაზები, რომლებიც ზოგჯერ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე


დედა – რევაზ ინანიშვილი

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა


10 — ინგლისურიდან შემოსული და ყველაზე ხშირად წაკითხული ბარბარიზმი «ფეისბუქზე»

„ბევრი სხვა ბარბარიზმიც არის, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ენას ჩვენს გარდა არავინ მოუფრთხილდება და დაფიქრება გვმართებს“ — წერს სოციალურ ქსელში გოგა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*