საინტერესო ფაქტები ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყნების შესახებ

by Ann | Ноябрь 4, 2016 20:47

მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ცნობილ ქვეყნებსაც აქვთ რაღაც  საინტერესო. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს მათ შესახებ:

 

ნაურუ არის ქვეყანა, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 95% ჭარბწონიანია. სხვათა შორის ამ ქვეყანაში „მაკდონალდსი“ არ არის.

 

მარშალის კუნძულები წყნარ ოკეანეში გადაშენების პირას მყოფი ერის კუნძულებია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო მას გაქრობა ემუქრება.

 

ბრიტანეთის დედოფლის მეუღლეს პრინც ფილიპს ვანუატუს ტანას კუნძულის მაცხოვრებლები თაყვანს სცემენ. მათ მიაჩნიათ, რომ პრინცი მათი სულიერი წინამძღოლის შთამომავალია.

 

პაპუა-ახალი გვინეა ლინგვისტურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც 851 დამოუკიდებელი ენა არსებობს, მათგან 839 მოქმედია, 12 კი გადაშენებული. ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისურია, თუმცა მასზე მხოლოდ მოსახლეობის 1-2% საუბრობს.

 

სან მარინო მსოფლიოში ყველაზე ძველი შტატია. ის ახ.წ. 301 წელს დაარსდა. ასევე ეს არის შტატი, რომელშიც მოსახლეობაზე მეტი ტრანსპორტია.

 

ნიგერია ყველაზე ახალგაზრდული ქვეყანაა მსოფლიოში. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობის 50%-ზე მეტი 14 წელზე ნაკლები ასაკისაა. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა გერმანიასა და იაპონიაშია. აქ მოსახლეობის მხოლოდ 13% შეადგენს 14 წელზე ნაკლები ასაკის მოსახლეობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ  გრელანდიაში ფეხბურთი ძალიან უყვართ მათ ფიფასგან საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს, რადგან ბუნებრივი კლიმატის გამო იქ ბალახი ვერ იზრდება.

ნანახია:(1904)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/saintereso-faqtebi-naklebad-cnobili/