საინტერესო ფაქტები — იცით თუ არა, რომ… | Jolo.ge


საინტერესო ფაქტები — იცით თუ არა, რომ…

საინტერესო ფაქტები — იცით თუ არა, რომ…

1.თუ მისამართს Facebook.com — ს მიუწერთ 4-ს, თქვენ ავტომატურად მოხვდებით მარკ ცუკემბერგის ოფიციალურ გვერდზე —  Facebook.com/4

2.დელფინებს გახელილი თვალებით სძინავთ

3.ანტრაქტიდა არის ერთადერთი კონტინეტი, სადაც არ ცხოვრობენ გველები და რეპტილიები

4.კატებს შეუძლიათ დაახლოებით 100-მდე ვოკალური ხმა გამოსცენ, ძაღლებს კი — მხოლოდ ათამდე

5.ქოლგა ჩინური წარმოშობისაა. ჩინელი იმპერატორები არც მეტი, არც ნაკლები… ოთხსართულიან ქოლგებს ატარებდნენ; იაპონიის იმპერატორი — წითელ ფერს ანიჭებდა უპირატესობას; დაგომეის (ახლანდელი ბენინის) მეფეს — 84 ადამიანის ყბით და ერთი თავის ქალით შემკობილი ქოლგა «ამკობდა»; მეტიც, ინდოეთის პრინცებს ქოლგებს საფლავში ატანდნენ; ქოლგა ვატერლოოს ბრძოლისას ინგლისელ კავალერისტთა აღჭურვილობაშიც შედიოდა… ქოლგა რობინზონ კრუზოსაც კი ჰქონია.

6.კანადა – ინდური სიტყვიდან წარმოიშვა და ნიშნავს დიდ სოფელს

7. საღეჭი რეზინი შეიცავს კაუჩუკს

8.ჩე გევარა ასთმით იყო დაავადებული

9.ბავშვები იბადებიან მუხლის „ჩაშკის“ გარეშე, ეს ძვალი მათ უვითარდებათ 2–6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

10.ღამურები, გამოქვაბულიდან გამოფრენის შემდეგ, ყოველთვის მარცხნივ მიფრინავენ.

11. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მაღალი ადამიანები ჰოლანდიაში ცხოვრობენ.

12.ბაო ბაბის ხე ყველაზე დიდი ხანი, დაახლოებით 7000 წელი ცოცხლობს.

13.სირაქლემის თვალი უფრო დიდია, ვიდრე მისი ტვინი.

14. 1951 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ეტიენ ბალსანი, ფრანგი ოფიცერი, ფრანგული მოდის დამკანონებლის, მადმუაზელ კოკო შანელის საყვარელი. ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები და შანელს ძაძის ტარების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მან საუკეთესო საშუალებას მიაგნო, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო საყვარელი ადამიანისთვის. ამისათვის კოკო შანელმა მოდაში შემოიტანა შავი ფერი.

15.თვალის გუგა ფართოვდება, როცა უყურებთ საყვარელ ადამიანს.

16. ადამიანის მენჯის ძვლები ბეტონზე უფრო მაგარია.

17. შუა საუკუნეებში, ჩინეთში ჩასულ უცხოელს ადგილობრივი ოსტატები შესაშური სიზუსტით ხატავდნენ სრულიად უფასოდ. ამისთვის ხელისუფლება იხდიდა ფულს იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად ეპოვათ «სტუმარი».

18. თურქეთში გვარები პირველად 1935 წელს შემოიღეს. პირველი გვარი მეჯლისის სპეციალური გადაწყვეტილებით მაშინდელ პრეზიდენტს, ქემალ ათათურქს მიენიჭა.

19. იაპონური ჭიდაობა სუმოს გამარჯვებულს არა აქვს უფლება, წარბის შერხევითაც კი გამოხატოს სიხარული.

20. ყოველთვის, მუსიკის წერის დროს, ბეთჰოვენი თავზე ისხამდა ყინულიან წყალს.

 

ნანახია:(294)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
იცით თუ არა

Related Articles

3 მცენარე, რომელიც თქვენს სახლს სურნელებით აავსებს

გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ინტერიერს გვილამაზებენ, ზოგიერთ მათგანს შეუძლია სასიამოვნო სურნელითაც აავსოს სახლი. გამოვყოთ 3 ყველაზე არომატული ყვავილი, რომლებიც


მინიატურული შენობებით გადმოცემული ისტორია

პოლონეთის ქალაქ ქოვარისში მდებარეობს ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი


ჩაი, ძენის ოსტატი და ფილოსოფოსი

„15 დეკემბერი — ჩაის საერთაშორისო დღეა და გილოცავთ „ჩაისტებს“  ძენის ოსტატთან ფილოსოფოსი მოვიდა ძენის გასაგებად. საუბრამდე ოსტატმა ფინჯანში ჩაი დაუსხა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*