საინტერესო და დამაფიქრებელი მოგზაურობა მომავალში… | Jolo.ge


საინტერესო და დამაფიქრებელი მოგზაურობა მომავალში…

საინტერესო და დამაფიქრებელი მოგზაურობა მომავალში…

ეს საკითხი ახლა ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ არც ისე დიდი დროის შემდეგ შესაძლოა ამას მიაღწიონ ადამიანებმა, თუ ღმერთმა თავის ნებაზე გაუშვა და არ ჩაერია. კერძოდ ადამიანებმა შესაძლოა მოახერხონ ცნობიერების და მასთან ერთად პიროვნების გადატანა სხვა სხეულში. მოდი ,,მომავალში” ვიმოგზაუროთ ცოტა.

როცა ადამიანი მოკვდება, ან სანამ მოკვდება, შესაძლოა მისი ცნობიერება გადაიტანონ კომპიუტერში. ეს საშინელება იქნებოდა. წარმოიდგინეთ კომპიუტერში გამომწყვდეული პიროვნება. უფრო უკეთესი–რობოტში, რომელსაც ნამდვილი ადამიანისგან ვერ გაარჩევ. ასე შეიძლება ადამიანი უკვდავი გახდეს. მას შეეძლება სხეულების გამოცვლა.  ასე მაგალითად, შეხვალ ტექნიკის მაღაზიაში, აარჩევ სასურველ სხეულს. თუ ფული იქნება იმ დროისთვის, შეიძენ და შენს ცნობიერებას გადაიტანენ ამ სხეულში. სხეულის შესახებ კონსულტანტი გეტყვის, რომ ის აღჭურვილია მხედველობის, სმენის, მეტყველების, ყნოსვის, შეხების და გემოვნების უნარებით. გარდა ამისა, აღჭურვილია დადებითი ემოციებით, სპეციალური ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით, რისი შედეგიცაა სიყვარული და სიხარული. რაც შეეხება უარყოფით ემოციებს, ისინი სპეციალურად არის გაუქმებული, როგორიცაა ბრაზი, ბოროტება, რათა ადგილი არ ჰქონდეს აგრესიას. ასე, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მშვიდობიანი რობოტების სამყაროში. წინ უკვდავი ცხოვრება გელით!

ვის უნდა ასეთი სიცოცხლე? ალბათ მსურველი ბევრი გამოჩნდება.

თავში ვახსენე გემოვნების უნარი. ის მხოლოდ იმიტომ არის შენარჩუნებული, რომ არ დაავიწყდეს ადამიანს რომელ ხილს როგორი გემო აქვს, თორემ რობოტს ჭამა არ სჭირდება. ის ენერგიას რამდენიმე წყაროდან იღებს როგორიცაა მექანიკური მოძრაობა, მზის ენერგია, მაგნიტური ენერგია და სხვა წყაროები. წარმოიდგინეთ ჭამა, რომ აღარ დაჭირდება ,,ადამიანს,” რამდენი დრო დაეზოგება. აღარ მოამზადებს საჭმელს დღეში სამჯერ, აღარ გარეცხავს ჭურჭელს დღეში სამჯერ. აღარ მოიყვანს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ანუ აღარ იშრომებს მიწაზე. უამრავი დრო ექნება ცხოვრებისთვის და მოგზაურობისთვის. აღარ შეაწუხებს ტკივილი და ავადმყოფობები.

რაც შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, მათ არ ეძლევათ უფლება რობოტში გადასვლის და ისინი თავიანთ სხეულთან ერთად კვდებიან. ეს საკითხი განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება და მშვიდობიანი ცხოვრების დამატებითი გარანტიაა.

ეს ყველაფერი ახლა წარმოუდგენელია, მაგრამ აქამდეც შეიძლება მივიდეთ.

ახლა რეკლამებს არ იკითხავთ როგორი შეიძლება იყოს? აი, მაგალითად;

მოხუცდით და შეგაწუხათ დაუძლურებულმა სხეულმა? ავადმყოფობებმა მოგაბეზრეს თავი? შეცვალე შენი არასრულყოფილი სხეული უახლესი რობოტით და გახდი უკვდავი!…

ღმერთო, რა სიგიჟეა.

ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი ვერასოდეს მიუახლოვდება ღმერთის მიერ შექმნილ ბიოლოგიურ მანქანას–ადამიანს.

თქვენი აზრით არყოფნას, ასეთი ყოფნა ჯობია?

,,მომავალში” თქვენი მეგზური იყო ეკა გოგიბედაშვილი.

წყარო: gogibedashvilieka.wordpress.com

ნანახია:(17)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ადამიანებმა, რომელთაც ქუჩის მუსიკოსი დააიგნორეს ხელიდან საოცარი შანსი გაუშვეს

იანვრის ცივი დილა იყო. ვაშინგტონის მეტროში მამაკაცი დაჯდა და ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. ის 45 წუთის განმავლობაში ბახის 6 ნაწარმოებს უკრავდა.


თუ მეგობარი ამ რაღაცებს აკეთებს მას თქვენ ნამდვილად უყვარხართ…

სოციალური ქსელების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობებმა სახე იცვალა და ყველაფერი ზედაპირული გახდა. ყველაფერი მოწონებებისა და კომენტარების დონეზე დავიდა. მშობლები, ბებია-ბაბუები ოჯახის


წარმატებული ურთიერთობის 5 წესი

სიყვარული შემთხვევით არ მოდის, ეს არჩევანის საკითხია, ასევეა წარმატებული ურთიერთობა, მას გაფრთხილება და შესაბამისი გარემოს შექმნა სჭირდება. შეუძლებელია ურთიერთობა წარმატებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*