საინტერესო ადამიანების ჩვევები | Jolo.ge


საინტერესო ადამიანების ჩვევები

საინტერესო ადამიანების ჩვევები

საინტერესო ადამიანებს განსაკუთრებული მიზიდულობა აქვთ. მათ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გამოსდით თავიანთი ხასიათის წყალობით. ადამიანი ასეთად იბადება, თუმცა სწავლაც ყველაფრის შეიძლება, უბრალოდ საჭიროა დავიჭიროთ სწორი მიმართულება. გთავაზობთ რამდენიმე ჩვევას, რომლებიც საინტერესო ადამიანებს ახასიათებთ:

 

1.არიან ძალიან მონდომებული — საკმარისი არაა გქონდეთ ინტერესი, მთავარია იმოქმედოთ. დაისახეთ მიზანი და გააკეთეთ ყველაფერი მის განსახორციელებლად.

 

2.ყოველთვის ეძებენ რაღაც ახალს — ასეთმა ადამიანებმა ზუსტად იციან რა აინტერესებთ და აკეთებენ მხოლოდ მას. ასეთ შემთხვევაში მათ ხშირად უწევთ სცადონ რაღაც ახალი და ამას სულაც არ უშინდებიან.

 

3.არ მალავენ საკუთარ ექსცენტრიულობას — ასეთი ადამიანები არიან ისეთები, როგორიც არიან და არავის არაფერს უმტკიცებენ. მილიარდელი უორენ ბაფეტი არასდროს იმოსება მოდურად. ის ცხოვრობს სახლში, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად შეიძინა. ალბათ უცნაურად ჟღერს მილიარდელისგან, თუმცა მისთვის პრიორიტეტული ცხოვრებაში სრულიად სხვა რაღაცებია.

 

4.გაურბიან პოპულარობას — ასეთი ადამიანები თვლიან, რომ პოპულარობა ძალიან მოსაწყენია და ხელის შემშლელია რეალურ საქმეში.

 

5.არ უსმენენ ეგოს — ეგომანიაკი არასდროსაა საინტერესო, ასეთი ადამიანი ყოველთვის დამღლელია და ადამიანები გაურბიან. ოპრა ვინფრი ამბობს: „მთავარია გვერდზე გადადოთ ეგო და ენდოთ საკუთარ გამბედაობას. ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე ჩემი გამბედაობის შედეგია. ყველა შეცდომა კი სწორედ იმის გამო დავუშვი, რომ მოვუსმინე შინაგან ხმას.“

 

6.ისინი გამუდმებით სწავლობენ — საინტერესო ადამიანები ფიქრობენ, რომ სამყაროს შეცნობა და ამოწურვა შეუძლებელია, თუმცა გამუდმებით უნდა ვისწრაფვოდეთ ამისკენ. ისინი იყენებენ ყოველ წამს იმისთვის, რომ ისწავლონ რაღაც ახალი.

 

7.უზიარებენ სხვებს საკუთარ აღმოჩენებს — მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ გაუზიარონ გამოცდილება სხვა ადამიანებს.

 

8.არასდროს ინტერესდებიან სხვების აზრით მათ შესახებ — ასეთი ადამიანები ყოველთვის მართლები არიან საკუთარ თავთან და არასდროს აინტერესებთ გარშემომყოფთა აზრი მათ შესახებ.

ნანახია:(214)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

რა განსაზღვრავს ადამიანის ბედს

როგორ იტყვიან, ხოლმე? „ბედი მომეც და სანაგვეზე დამაგდეო“. „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ რა არის ბედი? უმრავლესობის


ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

თუ ბედნიერება უდიდეს ძალისხმევის, წინაღობების გადალახვის, პრობლემების მოგვარების, სტრესული სიტუაციების გაძლების შემდეგ მოდის, ის ბედნიერება არ არის. ბედნიერებას — არ


აქციე საკუთარი თავი ჩემპიონად

ხდება ხოლმე, რომ ჩიხში შევდივართ, გვიჩნდება შიშები, ეჭვები, გაუგებრობა. ეს ყველაფერი გრძნობებია, რომლებიც თითქოს გვასველებენ, გვამძიმებენ და ერთ უცვლელ მდგომარეობაში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<