საიდუმლო დეტალებშია!.. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე! | Jolo.ge


საიდუმლო დეტალებშია!.. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე!

საიდუმლო დეტალებშია!..  აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე!

იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის ჰარმონიული განვითარება, საჭიროა სიყვარულის მთავარ პრიორიტეტად დაყენება. ამისათვის საჭიროა ადამიანმა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი:

1. წარსული, აწმყო და მომავალი, ფაქიზ პლანზე ერთდროულად არსებობს. ანუ ის რაც მოხდა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, ამის მოდელი უკვე არსებობს. შესაბამისად, სისულელეა წარსულში ეძებო დამნაშავეები, გაბრაზდე ვინმეს საქციელზე, იფიქრო დამნაშავის დასჯაზე. სხვა ადამიანების საშუალებით ღმერთი გვეურთიერთობება, გვაგდებს სხვადასხვა სიტუაციაში, რომელიც ჩვენ სიყვარულით უნდა გავიაროთ. თუ გავდივართ სიყვარულით, გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც გვაქვს მეტი ენერგია, მეტი სიხარული, ფინანსები, ცოდნა…

2. საიდუმლო დეტალებშია! მთელი ცხოვრება სხვადასხვა პატარ-პატარა დეტალების ერთობლიობაა. ავიღოთ ერთი დღე. ამ დღის განმავლობაში, რა ჭამეთ, რა გაიფიქრეთ, რა იგრძენით , რა გააკეთეთ ქმნის საერთო სიტუაციას, დღის განმავლობაში. ამიტომ თუ არ შეცვლით, დეტალების უმრავლესობას, არ შეიცვლება საერთო სურათი! ყველაზე მცირე დეტალად შეგვიძლია ავიღოთ , დროის ერთეული- წამი. ყოველი წამის განმავლობაში, თქვენ ან ეხმარებით ყველაფერს რომ სიყვარიულისკენ წავიდეს ან არ აკეთებთ ამას.

3. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე! სად მუშაობთ, ვისთან ურთიერთობთ, რას ლაპარაკობთ, რას ფიქრობთ, როდის იძინებთ, როდის იღვიძებთ, ეს ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია. თქვენი პასუხისმგებლობაა. თითოეულ მოქმედებას მოჰყვება გარკვეული შედეგი. დაფიქრდით, ამა თუ იმ მოქმედების შედეგი, მიგიყვანთ თქვენს მიზნამდე თუ დაგაშორებთ? კმარა პასუხისმგებლობის სხვებზე გადაბარება- «სხვა ქვეყანაში რომ გავჩენილიყავი…:» «იმან ისეთი რაღაც მითხრა», «მშობლებმა ასე გამზარდეს», «მე ესეთი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია»

4. გახსოვდეთ სიკდვილი და მოიქეცით ადეკვატურად სიკვდილთან მიმართებაში! არავინ იცის როდის მოკვდება, შეიძლება ყოველი დღე აღმოჩნდეს უკანასკნელი! რაში გაატარებდით ამ უკანასკენ დღეს? სხვაზე გაბრაზებაში? წყენაში? ფულის მოხვეჭაში? იმიჯის შენარჩუნებაში? თუ დახარჯავდით დროს საკუთარი სულის შემზადებაში, დაწყანრებაში, სიყვარულში. აპატიებდით თუ არა ყველას ყველაფერს, რადგან «იმ ქვეყნად» მსუბუქი გულით წასულიყავით? იქნებ აუხსნიდით სიყვარულს იმ ადამიანებს ვინც თქვენთვის ძვირფასია, და ყველაფერს აპატიებდით?

5. სიყვარული, უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიმართლე!

გიორგი ქუფარაშვილი

ფსიქონავტი

ნანახია:(127)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ჯერ ვერავინ შეძლო, მაშინ თქვენ იქნებით პირველი

„იმედგაცრუების დროს ყოველთვის დამანშავეა ის, ვინც მოიხიბლა და არა ვინც მოხიბლა, ამიტომ ნუ უბრაზდებით შუშას რომელიც მოგეჩვენათ ბრილიანტად“ »როცა ოცნებები


გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

რამანა მაჰარში ამბობს, საკუთარი თავის შემეცნება იგივეა, რაც ნიანგს ზურგზე შემოაჯდე და მდინარის გადაცურვას შეეცადოო. „ვინ ვარ მე?“ — ეს


„ ჩემო დაღლილო მეგობარო, არ გაჩერდე“ …

არ გაჩერდეთ! იარეთ, ირბინეთ, იცურეთ და იფრინეთ წინ — მზისკენ და სინათლისკენ და თან ისე, რომ თქვენს სულში არ ჩაქრეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*